ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


მოლოდინი და აღსრულება

ვიყავ ისე მწყურველი,
ვით ღმერთკაცი გაკრული,
სრბა იყო საშურველი
ცდომილთაგან დაკრული
გზაზე მფინეს ეკლები,
საწყისი სიხარულის
მე მამაჩემს ვექმნები
ერთგულ ძედ და ფარული
არის საგანძურები,
მცირედთაგან ნანახი
ისე დავიხურები,
როგორც ღმერთის სანახი,
თუ ამ ტაძრის მჭედელი
მოინდომებს გაღებას,
ელია თეზბეტელი
იქცევა გასაღებად,
გველის კუდი პირიდან
როცა დაიკბინება
როცა შლომოს ტაძარში
ტახტზე ავა დანელი
მაშინ მტკვრის ნაკადივით
სიყვარულის დინებას
აქ მოჰყვება სასეფო,
კაცი იორდანელი
და აღდგება მარხული
დაჩაგრული მენტალი
გვიცავს არსის ფარღული
ცენტრის ელემენტალი
ვისაც ყური აბია
და ახილვია თვალები
ვინც იცის საიდუმლო
ექვსჯერ გარდაცვალების
ვინ მთაზეა ნამყოფი
უსინჯავს უფსკრულებიც,
მამის კარის მამკობი
ნუგეშმცემი გულების
აი ის კი გაიგებს
ჩემი გულის ვაებას
როგორც მთაგრეხილები,
ვაება გადაება
ერთი წუთიც არა გვაქვს აქ კაცური ცხოვრების,
რომ არ გვითვალთვალებდნენ აბეზარი მსტოვრები
ო, როგორ ველოდები მერვე დილის განთიადს
გულში ამ მოწოდებით მიწა–წყალი ანთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები