ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი//
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2014


დე...

მე ვერ გაჩუქე,დედი,ვარდები,
ისევ მანძილმა ხელი მიშალა.
სევდა ვაგროვე განთიადებით
და შეხვედრის დღეს,გათენებამდის,
მოვალ და გეტყვი:
-დედი,მიყვარხარ!

დედი,აღარ ვწერ მისალოც ბარათს,
ფურცლის კუთხეში არ ვხატავ მზეებს.
დედი,რა ნაზად გამოიდარა,
შენ მკითხე-კარგი ამინდია?-ო,
მაგრამ მე კარგად ვერ აღგიწერე...

დედი,თუ გახსოვს პირველი ლექსი,
სულ რაღაც ოთხი სტრიქონი ერთად.
წითელ ქაღალდზე მუქ ლურჯი მელნით...
(რადგანაც დღეს ის დაკარგულია)
მე მის ძებნაში შემომათენდა.

დედი,ნუ ღელავ,დაგელოდები,
არ გვეჩქარება არც მე და არც შენ.
დედი,შეიხსენ გულზე ლოდები
(ეს განშორება დროებითია)
და დამწუხრებულ სახეს ნუ აჩენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები