ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


ახუნდი

მეჩეთის ზღურბლთან წვეროსანი რომ ზის ახუნდი,
თვალებით-მსგავსი მინარეთის, მზერით-საჯადა...
რაკი სამოსი უბრალოა და მზით გახუნდა,
ახლა მექიდან მედინამდე ყველა მსაჯი და
ყველა ვაჭარი, ყველა მწყემსი ანდა მენავე
სულერთი არის-გაცხადდება ვიდრე ქააბა...
შენც ახუნდივით მოეშვი და მთლად მიინავლე,
კათედრის ფეხთან უკითხავად მთვარე დააბი,
რადგან ბოლომდე ჩაიკითხო ალ-ბაყარათი,
დაგმო: მრუშობა, ანგარება, ნაყროვანება...
მეტანიისას რომ მისწერო ალლაჰს ბარათი,
განიკურნენინ სნეულნი და კეთროვანები.
...და აიებით რუყიასი ანდა ნამაზის
მეჩეთის ზღურბლთან წვეროსანი რომ ზის ახუნდი...
ჩაფიქრებულა მუჰამედზე, ღმერთზე, მამაზე,
მისი სამოსი უბრალოა და მზით გახუნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები