ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


Benim Adım Kırmızı

ხშირ შემთხვევაში, ჩემო კარგო, ისევ ვამუქებ
შენს გრავიურას, დამწყვდეული შენ ხარ დანაე...
სტამბოლის ხიდზე გელოდები, როგორც ფამუქი,
რუმელიაში, რომ იტყვიან, სულ სხვა დონეა,
მთვარე განივად იმზირება, გააქვს ლაპლაპი,
მარჯვე დიაცი ასეთ ღამეს სარეცხს გაფენდა
და ვარსკვლავებიც მობნეული ცაზე-ლაბლაბო,
მე-ვერ გაცლილი სხეულს სული-ზარიფ ეფენდი,
ვგრძნობ, რომ სამყარო ვიწროვდება თანდათანობით,
ჩემში ეს იწვევს უსასრულო სივრცის შეგრძნებას...
სამხარის მერე, რომ დამხარის ხომლით ტატნობი,
ასეა ხოლმე, ძვირფასო call me, თუ არ შეგრცხვება.
სადღაც შვიდისკენ, ხიდიქითური ისმის ეზანი,
ფრთათეთრ თოლიებს ანაცვლებენ მუეძინები...
მე ყოველ ღამით მესიზმრება: კლიმტი, სეზანი
და ჟირაფებიც ღამ-ღამობით არ მაძინებენ.
ხშირ შემთხვევაში, ჩემო კარგო, ისევ ვამუქებ
შენს გრავიურას, დამწყვდეული შენ ხარ დანაე...
სტამბოლის ხიდზე გელოდები, როგორც ფამუქი,
რუმელიაში, რომ იტყვიან, სულ სხვა დონეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები