ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი//
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


ტრიოლეტები გაზაფხულზე

* * *
ფიქრს მისველებენ გაზაფხულის წვიმის წვეთები,
ველოდი მერცხალს,როცა გვერდით მყავდა ბეღურა.
მყავდა ერთგული,მე კი ლამაზს ვეალერსები,
ფიქრს მისველებენ გაზაფხულის წვიმის წვეთები.
ეს ღამეები,მერამდენედ განათეთრები,
კვლავ თენდებიან და მტოვებენ დღისით ეულად.
ფიქრს მისველებენ გაზაფხულის წვიმის წვეთები,
ველოდი მერცხალს,როცა გვერდით მყავდა ბეღურა.

* * *
ალბათ რთულია მიწილადოთ გარდაცვალება,
თორემ ამ წუთებს უყოყმანოდ გავაჩუქებდი.
მოსაწყენია,დაველოდო გამოდარებას,
მაგრამ რთულია მიწილადოთ გარდაცვალება.
ამ გაზაფხულმა,ტყემლის კვირტით განახარებმა,
უკან დატოვა თებერვალი დანამწუხრები.
ალბათ რთულია მიწილადოთ გარდაცვალება,
თორემ ამ წუთებს უყოყმანოდ გავაჩუქებდი.

* * *
იცით რა მიყვარს გაზაფხულში?არც არაფერი,
მერე რა,თუკი ეს მერცხლები შინ ბრუნდებიან.
ცვარად იღვრება ია,ქუსლით გადანათელი...
იცით რა მიყვარს გაზაფხულში?არც არაფერი.
თავაწეული,უმადური,ნაზი ვარდები
გვირილებს თავზე უღიმღამოდ რომ დასცქერიან...
იცით რა მიყვარს გაზაფხულში?არც არაფერი,
მერე რა,თუკი ეს მერცხლები შინ ბრუნდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები