ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2014


აკვარიუმი

ვცხოვრობ აკვარიუმში,
სადაც ყოველდღე, ნამცეც–ნამცეც მიყრიან რწმენას
და მიზოგავენ ჰაერსაც კი...
რა ადვილია,
სწორედ ამ დროს გაყინული კედლების მსხვრევა,
ვფიქრობ და მერე კიდევ უფრო ვესისხლხორცები
ჩემივე ხელით აშენებულ უცხო სამყაროს.

ვბერავ ლაყუჩებს,
ზურგით ვეკვრი წყლის მცენარეებს.
უმოძრაო, თითქოს არ ვარ და მაინც აქ ვარ,
შენ ფანჯარასთან,
თითებში ჩამწვარ სიგარეტით სხეულს რომ აცხრობ,
მე მაგ თითების ნაკვალევი ჯერ ისევ მდაღავს.
ბანალურია,
როგორ წრუპავ ფინჯნიდან ყავას
და შენი ყველა გამოხედვა უფრო მეტია,
ვიდრე ოთახში არსებობა ჩვენივე ღმერთის.

ილუზიაა,
აქ სიკვდილიც ილუზიაა,
თვალგახელილი მივეჩვიე სიზმრების ნახვას,
(შენც იცი, სიზმრებს ვერასოდეს ხედავენ მკვდრები).
ახლა უბრალოდ ამ სახლივით გამჭირვალე ვარ
და ისე, როგორც არასოდეს ვიზოგავ რწმენას
შენს მოსვლამდე.
დამიმსხვრიე ცივი კედლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები