 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: თარგმანი 14 მარტი, 2014 |
ვლადიმერ მაიაკოვსკი . . .
უკვე ორია და ალბათ წევხარ. ღამეულ ცაზე რძისფერ გზის ღელვა. მე არ ვიჩქარი და არ გაწუხებ, ძილს არ დაგიფრთხობ დეპეშით ელვა.
როგორც ამბობენ, პრობლემა მორჩა. მეჩეჩს შეასკდა სურვილის ნავი. უკვე გავსწორდით. უსარგებლოა წარსულ ტკივილზე უაზრო დავი.
შეხედე ირგვლივ რა სიჩუმეა. ღამემ მოჰფინა ცა ვარსკვლავებით. ასეთ ჟამს დგები, ესაუბრები - დროს, ისტორიას, სამყაროს - (ვნებით).
2012
ლილიჩკა! (წერილის მაგიერ) თამბაქოს კვამლმა ჰაერი გამოღრღნა. ოთახი – ნაკვეთი, კრუჩონიხის “ჯოჯოხეთიდან”. გაიხსენე – აი, ამ სარკმელთან პირველად შენს ხელებს ვით შლეგი ვეფეროდი. დღეს კი აქ ზიხარ, ქვადქცეულ გულით. ჯერ დღეა – გამაგდებ, ალბათ და გამლანძღავ. ჩაჟამულ წინკარში, დიდხანს ვერ გავუყრი, აკანკალებულ ხელებს სახელოში. გავსხლტები, ქუჩაში დავაგდებ ჩემს სხეულს, ველურ გაშმაგებით, მგვემელი სულის. არა, ეს არ გვინდა, ჩემო ძვირფასო, მოდი ახლავე დავშორდეთ ერთმანეთს. და სულ ერთია ო, საყვარელო - ტვირთი სიმძიმის – შენზე ჰკიდია, სადაც არ უნდა გაიქცე მაინც. ნება მომეცი, რომ უკანასკნელ ყვირილს მივანდო სიმწარე წყენის. უზომო შრომით ხარს თუ ქანცს გაწყვეტ – წავა, და სადმე წყალში ჩაწვება. მე, გარდა შენი სიყვარულისა, არა მაქვს სხვა ზღვა, შენს ველურ ჟინს კი, ვერ აჩერებს გოდების ცრემლი. დამაშვრალ სპილოს თუ მოუნდა მარტოს სიმშვიდე – გავარვარებულ ქვიშაშიც კი მეფურ ჩაწვება. მე, გარდა შენი სიყვარულისა, სხვა მზე არა მაქვს, და მე არ ვიცი სად ხარ და ვისთან. პოეტი ასე რომ გააწამო, საყვარელს, ალბათ, დიდებაზე და ფულზე გაცვლის, მე კი არც ერთი ხმა არ მეხარის შენი სახელის მუსიკის გარდა. არც ქარაფიდან გადავხტები, და არც სამსალას არ შევსვამ, არა, ვერც საფეთქელზე გამოვკრავ ჩახმახს. შენი თვალების და მზერის გარდა, ვერ იბატონებს ვერცერთი დანა, ჩემზე ვერასდროს. ხვალ დაივიწყებ, რომ გვირგვინი დაგადგი თავზე, რომ დაგიდაღე სიყვარულით ბაღნარი სული, და “კარნავალი” უღიმღამო დღეების წყების ჩემი წიგნების, მიმოფანტავს აწეწილ ფურცლებს... ჩემი სიტყვების ხმელი ფოთლები გაიძულებენ შეჩერდე კი, ხარბად მსუნთქველი? ნება მომეცი, სისათუთით ვეფიანდაზო, ჩემგან მიმავალ, უკანასკნელ ნაბიჯებს შენსას.
2012
Владимир МАЯКОВСКИЙ . . .
Уже второй. Должно быть, ты легла. В ночи Млечпуть серебряной Окою. Я не спешу, и молниями телеграмм мне незачем тебя будить и беспокоить.
Как говорят, инцидент исперчен. Любовная лодка разбилась о быт. С тобой мы в расчете. И не к чему перечень взаимных болей, бед и обид.
Ты посмотри, какая в мире тишь. Ночь обложила небо звездной данью. В такие вот часы встаешь и говоришь векам, истории и мирозданью.
1930
Лиличка! (в м е с т о п и с ь м а)
Дым табачный воздух выел. Комната — глава в кручёныховском аде. Вспомни — за этим окном впервые руки твои, исступленный, гладил. Сегодня сидишь вот, сердце в железе. День еще — выгонишь, может быть, изругав. В мутной передней долго не влезет сломанная дрожью рука в рукав. Выбегу, тело в улицы брошу я, Дикий, обезумлюсь, отчаяньем иссечась. Не надо этого, дорогая, хорошая, дай простимся сейчас. Все равно любовь моя — тяжкая гиря ведь — висит на тебе, куда ни бежала б. Дай в последнем крике выреветь горечь обиженных жалоб. Если быка трудом уморят — он уйдет, разляжется в холодных водах. Кроме любви твоей, мне нету моря, а у любви твоей и плачем не вымолишь отдых. Захочет покоя уставший слон — царственный ляжет в опожаренном песке. Кроме любви твоей, мне нету солнца, а я и не знаю, где ты и с кем. Если б так поэта измучила, он любимую на деньги б и славу выменял, а мне ни один не радостен звон, кроме звона твоего любимого имени. И в пролет не брошусь, и не выпью яда, и курок не смогу над виском нажать. Надо мною, кроме твоего взгляда, не властно лезвие ни одного ножа. Завтра забудешь, что тебя короновал, что душу цветущую любовью выжег, и суетных дней взметенный карнавал растреплет страницы моих книжек... Слов моих сухие листья ли заставят остановиться, жадно дыша? Дай хоть последней нежностью выстелить твой уходящий шаг.
26.05.1916
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. სათაური რომ დავაწერე და გამოვაქვეყნე, მერეღა ვიფიქრე - "წაშლას ვაპირებდი..." "პიარ ტრიუკად" არ ჩათვალონთქო, მაგრამ ნამდვილად ეგრე იყო.... ახლა თქვენმა გამოხმაურებამ მგონი გადამაფიქრებინასავით ... ) სათაური რომ დავაწერე და გამოვაქვეყნე, მერეღა ვიფიქრე - "წაშლას ვაპირებდი..." "პიარ ტრიუკად" არ ჩათვალონთქო, მაგრამ ნამდვილად ეგრე იყო.... ახლა თქვენმა გამოხმაურებამ მგონი გადამაფიქრებინასავით ... )
5. არის კარგი თარგმანი, არ წაშალოთ არავითარ შემთხვევაში! თარგმნა უდიდესი შრომაა. არის კარგი თარგმანი, არ წაშალოთ არავითარ შემთხვევაში! თარგმნა უდიდესი შრომაა.
4. კარგი თარგმანია. კარგი თარგმანია.
3. მიხარია, რომ წაიკითხეთ )))) "რენუარის" თარგმანზე მადლობა "ჯონათან" )))) მიხარია, რომ წაიკითხეთ )))) "რენუარის" თარგმანზე მადლობა "ჯონათან" ))))
2. "მეჩეჩს შესკდა სურვილის ნავი"- კარგადაა ნათქვამი (ნათარგმნი).
ალბათ , დაგაინტერესებთ და "ლილიჩკას" რენუარისეულ თარგმანს დაგიტოვებთ აქ.
ლილიჩკა! (წერილის ნაცვლად) –––––––––
თამბაქოს კვამლი ამოჭამს ჰაერს. ოთახი – თავი – კრუჩენიხის ჯოჯოხეთიდან. ამ ფანჯარასთან, გაიხსენე, მე მეჭირა შენი ხელი და - მონუსხული ვეფერებოდი. დღეს ზიხარ აქვე, გულში – ფოლადი, გინდა გამაგდო და აუგი სიტყვით მახელო, მღვრიე წინკარში ხელისკანკალით ძლივსღა მოძებნის ხელი სახელოს. გამოვვარდები, რომ ქუჩის ურდოს, გვამი მივუგდო – შენით შეშლილი! მოდი, არ გვინდა, ძვირფასო, კარგო, მოდი, ახლავე დავსვათ წერტილი. ხომ სულ ერთია – გინდ გაექცე – ვერ მოიცილებ! ყელზე გკიდია სიყვარული – როგორც სიმძიმე, მოდი, სიმწრისგან ბოლო საყვედურად ამოგიყვირო!
როცა ხარს ჯაფა გაქანცავს – წავა, ცივ მდინარეში წვება საწყალი. ამ სიყვარულის გარდა სხვა წყალი – მე არ მაქვს, არა! და საშველი მისგან – არ არი! როცა ინებებს დაღლილი სპილო– მეფურად წვება. ვარვარებს ქვიშა. ჩემს სიყვარულს კი– სხვა მზე და სითბო არ აქვს! არც ვიცი, სად ხარ ან ვისთან! როცა პოეტებს სიყვარული ასე აწამებთ, მას დიდებაზე ან ფულზე ცვლიან. მე კი – არ ვადრი არც ერთ სიხარულს, უსაყვარლესი სახელის წკრიალს. რა გადმოხტომა? რის მწარე შხამი? ან საფეთქელთან ჩახმახზე ხელი, ეგ გამოხედვა არის ჩემს ყელზე – ყველაზე ბასრი სამართებელი! ხვალ დაივიწყებ მაგ გვირგვინსაც, მე რომ დაგადგი, რომ სიყვარულით დავიშანთე სული – ნათელი. და მხიარული დღეების წყება დატოვებს ჩემს წიგნს – ფეხქვეშ გათელილს! ან ჩემი სიტყვა, მსუნთქავი ძლივსღა რას დაგაკავებს! – ფოთოლი, ხმელი. მაცალე, თუნდაც ბოლო სინაზით, წამოვალაგო – მიმავალი ნაბიჯი შენი.
"მეჩეჩს შესკდა სურვილის ნავი"- კარგადაა ნათქვამი (ნათარგმნი).

1. იყოსსავით. მომეწონა ++ იყოსსავით. მომეწონა ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|