 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 18 მარტი, 2014 |
მეამაყები: სამზარეულოს ნათურასავით, რომელიც გადაიწვა და ერთი თვის თავზე გამოვცვალე, სიზარმაცის გამო. უბრალოდ ხშირად იწვება და მეშინია, ერთ დღესაც რომ აღარ გამოვცვალე, გადამწვარი დავტოვო. მეამაყები: ქაუკითხავი წიგნივით, რომლის შესახებაც ასე ხშირად ვსაუბრობ და ვიცი, არასოდეს წავიკითხავ, რადგან მირჩევნია ის დრო მეგობრებთან ერთად დალევაში გავატარო. მეამაყები: შეუძენელი ნივთივით, რომლისთვისაც განკუთვნილი ფული ერთ საბურთალოელ მეძავს გადავუხადე მთელი ღამე რომ ჩემთან გაეტარებინა. სექსი რამდენჯერმე გვქონდა, მაგრამ ძირითადად საუბარში მოვლიე შესყიდული სიამოვნება. ის თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა, რომელიც ალბათ მილიონგზის აქვს მოყოლილი, მაგრამ ისეთი ეშხით და თავგამეტებით, რომ განაბული ვუსმენდი გაკვამლულ ოთახში. მეამაყები: ვერ ნანახი სპექტაკლივით, რომელზეც როგორც წესი, კაპელდინერის ნაცნობობით უფრო ხშირად ვხვდები, ვიდრე სტუდ. ბილეთით. ანტრაქტიდან გვიან მობრუნებული მაყურებელი ვარ, რომელსაც მიაჩნია, რომ სპექტაკლი სხვა არაფერია თუ არა: წამის უკვდავყოფა და სცენაზე გადატანა იმისა, რასაც ყოველდღეს ვაკეთებთ და ამის გასაჯაროების გვრცხვენია. შენ ჩემი სამზარეულოს ნათურა, წაუკითხავი წიგნი, შეუძენელი ნივთი და ვერ ნანახი სპექტაკლი ხარ. მეამაყები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მგონია, რომ ცოტას "ურევ", მაგრამ გიხდება )
რაღაცნაირი ნაწერია ..
რაღაცნაირად მომხიბლა .. მგონია, რომ ცოტას "ურევ", მაგრამ გიხდება )
რაღაცნაირი ნაწერია ..
რაღაცნაირად მომხიბლა ..
7. მე ვარ :)) ახლა არაფერი მომდის თავში და დავტიებ ასე თოლია ჯონათან :) მე ვარ :)) ახლა არაფერი მომდის თავში და დავტიებ ასე თოლია ჯონათან :)
6. არკვიე ახლა სამუმია ეს თუ ბალახა :)
"მეამაყები"-ს რაღაც სხვა სიტყვით უნდა შეცვლა, ჩემი აზრით .
არკვიე ახლა სამუმია ეს თუ ბალახა :)
"მეამაყები"-ს რაღაც სხვა სიტყვით უნდა შეცვლა, ჩემი აზრით .
5. ეს სამუმს უნდა დაეწერა :)) წავიპლაგიატე ალტერ ეგოსგან :)) მსურს ნექტარი საბოლოო, თქვენს უბიდან ამოვწოვო :)) ეს სამუმს უნდა დაეწერა :)) წავიპლაგიატე ალტერ ეგოსგან :)) მსურს ნექტარი საბოლოო, თქვენს უბიდან ამოვწოვო :))
4. ნება შენია, შენი ლექსია :)) ცუდათ არ ირთობ თავს, ასეთი მიმართულებითაც გადაეყრები საბოლოოდ საშენოს რამეს :) ნება შენია, შენი ლექსია :)) ცუდათ არ ირთობ თავს, ასეთი მიმართულებითაც გადაეყრები საბოლოოდ საშენოს რამეს :)
3. მგონი "მეამაყები" ყველგან საჭიროა :)) მუზებმა ზურგი მაქციეს და თავს ასე შევიქცევ, პოეტური პროზის წერით :)) მგონი "მეამაყები" ყველგან საჭიროა :)) მუზებმა ზურგი მაქციეს და თავს ასე შევიქცევ, პოეტური პროზის წერით :))
2. ბალახავ, ბარემ პროზად დაგეწერა :)) არა ნუ ეხლა ცუდათ არ იკითხება მაგრამ ცოტა რიტმი წყალს გთხოვს თუ პურს? და კიდევ ისა... ეს მეამაყები ძალიან ბევრჯერაა და ამოაგდე აქა-იქა . ხო, სხვამხრივ მომწონს ხოლმე აქ. ვერ ვიტყვი რომ აქ რამე ორიგინალურია, მაგრამ არის რაღაც რაც მოგწონს...
რამდენი მიწერია რა არის ეს :D არ შეიმჩნიოთ :) ბალახავ, ბარემ პროზად დაგეწერა :)) არა ნუ ეხლა ცუდათ არ იკითხება მაგრამ ცოტა რიტმი წყალს გთხოვს თუ პურს? და კიდევ ისა... ეს მეამაყები ძალიან ბევრჯერაა და ამოაგდე აქა-იქა . ხო, სხვამხრივ მომწონს ხოლმე აქ. ვერ ვიტყვი რომ აქ რამე ორიგინალურია, მაგრამ არის რაღაც რაც მოგწონს...
რამდენი მიწერია რა არის ეს :D არ შეიმჩნიოთ :)
1. პლაგიატ ნიშასნი :))) პლაგიატ ნიშასნი :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|