 | ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა 18 მარტი, 2014 |
- წერილია თქვენს სახელზე. როგორ მოვიქცე, ჯერ ყუთი ვნახო თუ. . - წაიკითხე! - რატომ მე? - სათვალე ზემოთ დამრჩა.
“ვილი, დაბალი ღირსების, სულმდაბალო და საცოდავო ადამიანო, უბადრუკ გარეგნობაზე გეტყობა, რომ უზომოდ დაიტანჯე. ძნელი არის არა, როცა ახლობელი ადამიანი ტკივილს გაყენებს? მინდა, ჩემს გადაწყვეტილებებში ცვლილებები შევიტანო. ამ ნაბიჯისკენ პატიოსანმა, კეთილმა, სუფთა სულის მქონე და სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდამ, დევიდმა მიბიძგა.
ეს წამალი მისთვის არის განკუთვნილი. ერთი დალიოს ზუსტად ღამის თორმეტ საათზე. დანარჩენი სამი თხუთმეტ-თხუთმეტი წუთის ინტერვალით. ეს შენი თანდასწრებით უნდა მოხდეს. მოსალოდნელი უკუჩვენებები და ზომები აქვე არის მითითებული. მეორე კვირას დევიდის მეგობარი გოგონასთვის დავტოვებ წამალს, მესამე კვირას -შენი შვილისთვის, თუ არ გადავიფიქრე.
ვიცი, რა ფიქრებიც გაწუხებს: პირადად რატომ არ გამოგეცხადე? რატომ ვიმეტებ წამალს რობერტისთვის ამ ახალგაზრდების შემდეგ? არ შემიძლია, შენს გვერდით ერთი ჰაერით ვისუნთქო. რობერტი, გველის წიწილი, ღირსი არ არის სიცოცხლე შევუნარჩუნო, მაგრამ მოწყალებას მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვიჩენ-დევიდის ასლია. თქვენი მონანიების და გამოსწორების იმედი არ მაქვს. მეზიზღებით! როგორები იქნებით მომავალში და რა ცხოვრება გექნებათ, არ მაღელვებს.”
- სახელი არ აწერია. ვინ არის? სერ უილიამმა ხელი სურათისკენ გაიშვირა. - ჩემი უფროსი ძმა – თომასი. . .
საშინლად სციოდა. სერ უილიამმა საბანზე შალის პლედი გადააფარა. გათბობა ჩართო. როიმ ბუზღუნით შეყარა ბუხარში შეშის ნაჭრები. ამ სიცხეს ვერ გადავიტანო და გავიდა საძინებლიდან. სერ უილიამმა ნაკვერჩხალი გაჩხრიკა და საწოლთან ახლოს ჩამოუჯდა დავითს. - დევიდ, ისეთ მდგომარეობაში ხარ ახლა, შეიძლება ჩემი ხმის გაგონება არ გსიამოვნებს, მაგრამ მოკლედ მოგიყვები, საიდან დაიწყო ყველაფერი:
ჩემი წინაპარი ჯორჯ თროქმორთონი, 1862 წელს ჯონ მაკდუალ სტიუარტს ავსტრალიის ექსპედიციაში მოხალისე ექიმად გაყვა. გამოიკვლიეს მატერიკის სამხრეთი სანაპირო, ჩრდილოეთ ნაწილი, დიდი მდინარეები შენაკადებით, ვან-დიმენის ყურე. შემდეგ, ამ მარშრუტით გაიყვანეს ტრანსავსტრალიის ტელეგრაფი. ორი წლის შემდეგ ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კაი ხნის გამოტირებული ყავდათ და 1888 წელს ჯორჯი მოულოდნელად დაბრუნდა სამშობლოში. თან ჩამოიყოლა შავი კარი და ხელნაწერებით სავსე დიდი სკივრი. რამდენიმე წელში ეს სახლიც ააშენა. მეტი არაფერი ვიცით მის შესახებ.
ერთ მშვენიერ დღეს, თომასმა გამოგვიცხადა, რომ ჯორჯის სული უხმოდა ავსტრალიაში, კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილზე-მასგრეივის მთებში. ლერასთვის სულერთი იყო, სად, რისთვის და რა დროით წავიდოდა მისი ქმარი. მე ვიფიქრე, რომ ფსიქიურად ვერ იყო კარგად. ვინ დაუშლიდა? ბარგი ჩაალაგა და მეორე დღესვე გაემგზავრა. გაცილების უფლება არ მოგვცა, მარტო წავიდა აეროპორტში.
ექვს თვეში დაგვიბრუნდა. მახსოვს, შობამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. დაბრუნდა სრულიად შეცვლილი: ამაყი, ძლიერი, თავდაჯერებული. პირველ რიგში რაც გააკეთა, სხვენში მიგდებული შავი კარი ჩამოკიდა და ისეთი ბოქლომი მოარგო, თვალით რომ არ მენახა. ეტყობა ბოქლომს მაგიური დანიშნულება აქვს. ჩვენი სიამოვნებისთვის ყველაფერს აკეთებდა. ათას რაღაცას გვასწავლიდა, გვიხსნიდა, გვანდობდა. უამრავი საიდუმლო გაგვიზიარა, აგვიყოლია, გაგვაგიჟა. კითხვას, ვინ აზიარა ამ ცოდნას, უპასუხოდ ტოვებდა. რობერტზე ქონდა გართულება. ნებისმიერი წვრილმანით ცდილობდა მის საფუძვლიან განათლებას. ეს, დროდადრო კი არა, სისტემატიურად გრძელდებოდა.
რამდენიმე უმნიშვნელო მაგალითს მოვიყვან: წაავლებდა რობერტს ხელს ჯემპრის სახელოზე-მერინოსია არა? საიდან უნდა სცოდნოდა ბიჭს მერინოსი? მერე მოყვებოდა ახსნა-განმარტებას, რომ მერინოსი არის უმაღლესი ხარისხის ძაფი, რომელიც მიიღება ავსტრალიური წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიშისგან. ნებისმიერი ახსნა-განმარტება ავსტრალიას უკავშირდებოდა. კიდევ ერთი-არ იცის ახალგაზრდა არისტოკრატმა, რა არის გამოსახული ავსტრალიის კავშირის სახელწიფო გერბზე? სირაქლემა და კენგურუ.
თავიდან ყველაფერი გვხიბლაბდა, აღტაცებაში მოვდიოდით. საიდუმლოებები, იდუმალება, ამოუხსნელი მისტიური ცოდნა გვაგიჟებდა და თავი ღმერთებად წარმოვიდგინეთ. ზემოდან დავყურებდით ყველას. ნელ-ნელა შემოგვეცალნენ ახლობლები. ჩვენი უცნაური და მათთვის გაუგებარი და გაურკვეველი მოქმედებები აფრთხობდათ, აშინებდათ. განელდა ემოციები. თითქოს გაოცების უნარი დავკარგეთ. უკვე გვაღიზიანებდა თომასის სიურპრიზები: შოკისმომგვრელი გასვლები და შემოსვლები კედელებში არასასურველ დროს, უჩინარობა, ალეგორიები, მინიშნებები ცხადში თუ სიზმრად. მოსწონდა გასული საუკუნეების სამოსით ხეტიალი. რობერტს აიძულებდა დაუფლებოდა მეტალურგიას და ავსტრალიის აბორიგენთა ერთ -ერთი ტომის გარაჯიურ ენას. დღეგამოშვებით ლექციას უტარებდა ენის მნიშვნელობაზე, სიტყვის დადებით და უარყოფით ძალაზე, ბგერების ვიბრაციის დაუჯერებელ ქმედებაზე საგნებსა და ადამიანებზე. საოცრებათა ორმოცდაათი პროცენტი რომ ქიმიური ელემენტების სინთეზია და ა.შ. რობერტი იმდროს იურისპრუნდენციას ეუფლებოდა ოქსფორდში. მოკლედ, თომასს შვილი არ ყავდა და რობერტს ზღაპრული ცხოვრებისთვის ამზადებდა.
ჰო, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ როიც უყვარდა. ის სწრაფი დაბერების და გაახალგაზრდავების თეორია აპირველად როიზე გამოსცადა. ძალით არა, მისივე თანხმობით. არ ვიცი, უკვდავებაზე რა გითხრა, მაგრამ როი ისე გამოიყურება, როგორიც იყო ათი წლის წინ. ერთი საათიც არ სჭირდება მისი სხეულის დაზიანებულ ნაწილს რეგენერაციისთვის. დასაწმუნებლად ლერაც კმარა. სანახევროდ გადაჭრილი ყელი სწრაფად შეუხორცდა და არის ახლა, შენზე და ჩემზე უკეთესად. მომდევნო ცდის ობიექტი ლერა იყო. აქედან დაიწყო განხეთქილება მეუღლეებს შორის. მეორე ეტაპის შემდეგ, ლერა მოულოდნელად მთლიანად გაჭაღარავდა. დაასკვნა, რომ თომასმა ისე არ ჩაატარა ცდა, როგორც საჭირო იყო, გასცილდა და ბირმინგემში გადავიდა საცხოვრებლად.
ცობილია, რომ ლერა ბოროტი ხუმრობების მოყვარული ადამიანია. კრემატორიუმზე თავისებურად იხუმრა. შენი მანუნი ცოცხალია, ჩემო კარგო. ისიც შენსავით დაბერებულია და მოლოდინის რეჟიმით ცხოვრობს. ლერას პანსიონისთვის ვერ გავიმეტე და საბას ჩავაბარე. ვუთხარი, რომ რაღაც უცნობი ვურუსი შეეყარა, მისი სათუთი ბუნებისთვის ახლობელი ადამიანის გვერდით ყოფნა და ოჯახური გარემო გამოჯანმრთელების ერთ-ერთი პირობაა. არიან ასე, იმ იმედით, რომ ერთ დღეს შენც გამოჩნდები. ხომ ნახე, ჩემი რობერტიც რა დღეშია? - ვნახე?! სად უნდა მენახა? - კარგი რა დევიდ! იცი, როგორ მივხვდი, იმ სახლში რომ შემოიპარე? - სერ უილიამ. . . - ნაცნობ სუნზე მივსვდი. შავი კარი ტოვებს ტკბილ, სპეციფიკურ, უსიამო სუნს. ლერა ჩვენთან მაშინ მოდიოდა, როცა თომასი გასული იყო. ყოველ მოსვლაზე ხარბად ათვალიერებდა ყველაფერს. გაუსინჯავი არაფერი დარჩა სახლში. ჩემი განსვენებული მეღლის ოთახშიც შეიხედა. რობერტს ძალიან დაუახლოვდა. გამუდმებით რაღაცას განიხილავდნენ, თავს მარიდებდნენ, ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ის ავადსახსენებელი საქაღალდე რობერტმა ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა შემთხვევით. სხვა წიგნის ყდა ქონდა გადაკრული. შენ წარმოიდგინე, მე არაფერი მითხრა და პირდაპირ ლერას მიურბენინა. ეს ყველაფერი მერე გავიგე.
თომასი იმ დროს ძალიან დაკავებული იყო. ნატურალური ზომის ავტოპორტრეტს ხატავდა. როგორც კი დაასრულა, ყველა შეგკვრიბა ბიბლიოთეკაში სურათის სანახავად. ერთმანეთის გვერდით ვისხედით: მე, ლერა და როი. თომასი მოგვიანებით შემოგვიერთდა რობერტთან ერთად. უცნაურად იყო გამოწყობილი-კამზოლი, მაყვლისფერი მოსასხამი და ჩექმები. თომასმა საზეიმოდ გვამცნო, რომ რობერტს ექსპერიმენტის პირველი ნაწილი ჩაუტარა და რამდენიმე დღის შემდეგ პლანეტას მორიგი უკვდავი ადამიანი მოევლინება. სხვანაირად უბრწყინავდა თვალები. გულმა ცუდი მიგრძნო. არ დამავიწყდება ის დღე. ის დიალოგიც ზეპირად მახსოვს. თომასი მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო.
- შემეძლო ოჯახში აღარ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. მენატრებოდით, თქვენს გვერდით ყოფნა მინდოდა. შეიძლება დავაშავე, რომ ერთბაშად ამდენი აღმოჩენების თანამონაწილე გაგხადეთ. წინ უამრავი საოცრებები გელით. ამ სახლში არაფერი გამომეპარება, როდის რას აკეთებთ, რას განიცდით, რას გრძნობთ. არ მინდა, ადამიანური სისუსტის გამო ყველაფერს ხაზი გადავუსვათ და ერთმანეთი დავკარგოთ. რობერტ, ვიცი, საქაღალდე შენ მომპარე და ლერას მიეცი. - რას ამბობ თომი!-ეწყინა რობერტს,- მაგას როგორ მაბრალებ? - ლერა, ჩვენი პირადი ურთიერთობა სხვაა და ნაშრომის მითვისება სხვა. დამიბრუნე საქაღალდე და დავივიწყებ ყველაფერს. - რაღაც გეშლება, ძვირფასო. - რატომ მატყუებ ლერა, რატომ? ჩვენ ხომ მრავალი წელი ერთად გავატარეთ? ლერამ აკანკალებული ხელით მოუკიდა სიგარეტს. - მე არ მაქვს, გითხარი. - კარგი, ნუ მომცემ! საქაღალდეში არ არის საქმე, აი, აქ მაქვს ყველაფერი,- საჩვენებელი თითი შუბლზე მიიკაკუნა, - თქვენ კი, გრცხვენოდეთ! მივდივარ ამ სახლიდან იქ, საიდანაც დავბრუნდი.
თავზარი დამეცა. მივვარდი, წინ გადავუდექი. რობერტი ასეთ მდგომარეობაში არ დატოვო, ბოლომდე მიიყვანე მეთქიშენი დაწყებული საქმე. შეგიძლია მშვიდად იყო, ლერა იზრუნებს მის გაახალგაზრდავებაზეო. საყელოში ჩავეჭიდე, არ ვუშვებდი. წინააღმდეგობას მიწევდა. ფეხი ჩავარტყი მუცელში, სახეშიც გავულაწუნე. რა აღარ ვუწოდე. იმის მოთმინებასაც ქონდა საზღვარი. მაჯაში ჩამავლო ხელი, მკლავი ზურგისკენ გადამიგრიხა და სავარძელზე მიმაგდო.
არ ვიცი, რობერტს რამ მოუარა. ხელი წამოავლო მინერალის მოზრდილ ნატეხს და თომასს გამეტებით ჩასცხო კეფაში. თომასი ჯერ გაშეშდა, შემდეგ საათის ქანქარასავით გადაირწა, ფრთებივით აიქნია მოსასხამის კალთები და მოწყვეტით დაეცა. სისხლი თქრიალით გადმოდიოდა კისერზე და ერთ დიდ ნაკადათ მიიწევდა იატაკზე. გავშეშდით. თითქოს დრომ მნიშვნელობა დაკარგა. უკვე სიბერეშეპარული რობერტი ლერას გულში ყავდა ჩაკრული და ამშვიდებდა. ჩაცუცქული როი თომასის სხეულს ყურადღებით დასცქეროდა. პირველი მე მოვეგე გონს. არტერია მოვუსინჯე საკუთარ ძმას. არ სუნთქავდა. წინადადება წამოვაყენე, დროზე მოგვეცილებინა გვამი. როიმ, ადამიანურად დავმარხოთ მშობლების გვერდითო. ლერამ - ნაცნობი მყავს კრემატორიუმში და გარკვეული თანხის ფასად მოუვლისო. მე გვამის მდინარეში გადაგდება ვარჩიე. ერთს არ წამოგვცდენია შეცოდების ან სინანულის სიტყვა.
მოულოდნელად, ჩვენ რომ მკვდარი გვეგონა, თომასმა დაიხრიალა. გვერდზე გადმობრუნდა. ჯერ მუხლებზე დადგა და შემდეგ,სახსრების ტკაცატკუცით გაიმართა წელში. სისხლი აღარ სდიოდა. შეშენებულები ერთმანეთს მივაწყდით და კუთხეში მივიყუჟეთ. თომასი მოლბერტს მოეჭიდა. სანთლისფერი ედო სახეზე. სათითაოდ შეგვათვალიერა და ჩამქრალი მზერა რობერტზე შეაჩერა.
პატარა ბებერო, შვილივით მიყვარდი, ყველაფერი შენთვის მინდოდა. შეგეძლო მსოფლიოს მბრძანებელი გამხდარიყავი. შეგეშალა! არ მოგეწონება რასაც ახლა გეტყვი: ნაშრომს მთლიანი სათაური აწერია, მაგრამ მეორე ნახევარი-“გაახალგაზრდავება” აკლია. ქალბატონმა ლერამ ვერ მოასწრო ეტყობა ბოლომდე წაკითხვა. უსაფრთხოების მიზნით მოვიქეცი ასე. როგორც ხედავთ, სურათზე ფურცელი მიკავია. უწვრილესი შრიფტით, ლუპის დახმარებით დავიტანე აქ ნაშრომის მეორე ნაწილი. ამ ნაწილის მეორედს კი ვერასდროს იხილავთ, თან მიმაქვს.
ჩექმის ყელიდან მოულოდნელად დასაკეცი დანა დააძრო. მე რობერტს გადავეფარე. ტყუილად გადავირიე. თომასმა სურათი შუაზე გადაჭრა, დაახვია და უბეში ჩაიდო. მოსასხამი ტანზე შემოიხვია, ზიზღიანი მზერა მოგვავლო და კედელში გაუჩინარდა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა. . .
სახანძროების ხმაზე გამოეღვიძა. საშინლად სტკიოდა თავი. არ ახსოვს, როდის ჩაეძინა. რაფას გადაეყუდა. ქუჩის ბოლოს, რომელიღაც შენობა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ღამის თერთმეტი ხდებოდა.. მიმავალი მანქანების შუქზე დალანდა, სერ უილიამი ჩქარი ნაბიჯებით გადიოდა ეზოდან. სად მიდის? წამალი უიმისოდ როგორ დალიოს? გახდა თორმეტის ნახევარი. გავიდა კიდევ თხუთმეტი წუთი. წამალი სადაც დადო, იქ არ აღმოჩნდა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10.
ჰო. ეგ არი. 5. :( წამიკითხავს თავის დროზე ეს თავი. მაგრამ არ მახსოვდა.
ჰო. ეგ არი. 5. :( წამიკითხავს თავის დროზე ეს თავი. მაგრამ არ მახსოვდა.
9. მუხა, გული მეტკინა, ჩემი სრულიად უწყინარი შეკითხვა რომ შეურაცხყოფად მიიღეთ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, პატარა "თუ" ასე იმოქმედებდა თქვენს თავმოყვარეობაზე. საიდან უნდა მცოდნოდა, რაც ჯონათანმა დაწერა მოთხრობის კონკრეტულ ნაწილზე, თქვენც იგივეს ფიქრობდით ? საოცარია, რამხელა სიფრთხილე მართებს ადამიანს!
მოკლედ, ბოდიშს გიხდით!
მუხა, გული მეტკინა, ჩემი სრულიად უწყინარი შეკითხვა რომ შეურაცხყოფად მიიღეთ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, პატარა "თუ" ასე იმოქმედებდა თქვენს თავმოყვარეობაზე. საიდან უნდა მცოდნოდა, რაც ჯონათანმა დაწერა მოთხრობის კონკრეტულ ნაწილზე, თქვენც იგივეს ფიქრობდით ? საოცარია, რამხელა სიფრთხილე მართებს ადამიანს!
მოკლედ, ბოდიშს გიხდით!
8. 7. გამარჯობა მუხა! დავიბენი. თუ კითხულობთ და მოგწონთ, რატომ გერთულებათ?
კატუშა. 2014-03-20 09:34:55
ეს არის შეურაცხმყოფელი შეკითხვა! მაგრამ მე, ვინაიდან ნაწარმოების ავტორისადმი პატივისცემით ვარ განწყობილი ამიტომ გიპასუხებ: ის რაც "მერთულა" უკვე დაწერილი იყო პირველი კომენტარში და აღარ გავიმეორე, მოკლედ ავღნიშნე. თუ თქვენთვის საინტერესო იყო ჩემი კომენტარი, მაშინ დაგესვათ შეკითხვა "რატომ გერთულებად? " და არა თუ-ები ... და ჩამოგიწიკწიკებდი...
ვინაიდან ჩემთვის 7. გამარჯობა მუხა! დავიბენი. თუ კითხულობთ და მოგწონთ, რატომ გერთულებათ?
კატუშა. 2014-03-20 09:34:55
ეს არის შეურაცხმყოფელი შეკითხვა! მაგრამ მე, ვინაიდან ნაწარმოების ავტორისადმი პატივისცემით ვარ განწყობილი ამიტომ გიპასუხებ: ის რაც "მერთულა" უკვე დაწერილი იყო პირველი კომენტარში და აღარ გავიმეორე, მოკლედ ავღნიშნე. თუ თქვენთვის საინტერესო იყო ჩემი კომენტარი, მაშინ დაგესვათ შეკითხვა "რატომ გერთულებად? " და არა თუ-ები ... და ჩამოგიწიკწიკებდი...
ვინაიდან ჩემთვის
7. გამარჯობა მუხა! დავიბენი. თუ კითხულობთ და მოგწონთ, რატომ გერთულებათ? :) გამარჯობა მუხა! დავიბენი. თუ კითხულობთ და მოგწონთ, რატომ გერთულებათ? :)
6. კი ვკითხულობ, მომწონს , მაგრამ მაინც მერთულება კი ვკითხულობ, მომწონს , მაგრამ მაინც მერთულება
5. ჯონათან, ნეფერტარი, ტენდი, მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ყურადღება. მადლობა ამისთვის! ჯონათან, ნეფერტარი, ტენდი, მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ყურადღება. მადლობა ამისთვის!
4. ჯონათან, ნეფერტარი, ტენდი, მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ყურადღება. მადლობა ამისთვის! ჯონათან, ნეფერტარი, ტენდი, მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ყურადღება. მადლობა ამისთვის!
3. ოი, კატუშა, როგორ ვერ მოვაღწიე შენამდე რა! :) არა და როგორ მომეწონა, რაც წავიკითხე, ის. :) ოი, კატუშა, როგორ ვერ მოვაღწიე შენამდე რა! :) არა და როგორ მომეწონა, რაც წავიკითხე, ის. :)
2. აუცილებლად წავიკითხავ. თავიდან წაკითხული მაქვს და ინტერესი გამიღვიძა. :) აუცილებლად წავიკითხავ. თავიდან წაკითხული მაქვს და ინტერესი გამიღვიძა. :)
1. ცოტათი ზედმეტად გაზღაპრულდა (თომასის მიმართულებით ), მაგრამ მაინც საინტერესოდ იკითხება და გულწრფელად მენანება, რომ 2-3 ადამიანის მეტი არ კითხულობს ამ მოთხრობას ( რომანამდეც არ აკლია ბევრი).
ცოტათი ზედმეტად გაზღაპრულდა (თომასის მიმართულებით ), მაგრამ მაინც საინტერესოდ იკითხება და გულწრფელად მენანება, რომ 2-3 ადამიანის მეტი არ კითხულობს ამ მოთხრობას ( რომანამდეც არ აკლია ბევრი).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|