ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: severusLP
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2014


ალტი. ვალსი.

ალტის მელოდიურ ვალსს ერთვის აგრესიულად ენერგიული დრამი. ქალის ნაბიჯები უფროდაუფრო მკვეთრდება და ცელივით უსვამს თავის ფეხს ყოველი მესამე პას შემდეგ კაცის ფეხებიდან რამდენიმე მილიმეტრის მოშორებით, ისე რომ ენერგიულ ტანგოს ჰგავს მელოდიური ვალსი. კაცი თითმის ერთ ადგილზე დგას - უთავბოლო ფორტეს მიუხედავად მეოთხედმეტრიანი რადიუსის წრეში მოძრობს მხოლოდ წრიულად და ქალის დახვეწილად მოქნილ მრუდწირულ მოძრაობებს მიჰყვება, ისე რომ ორივენი ერთად ამ ძველი რესტორნის ფიცრებიან იატაკზე დატრიალებულ ქარბუქს ჰგვანან. ალტის მელოდიურ ვალსს კი ერთვის აუღიარებელი როკჯგუფის ელექტროგიტარა და აგრესიულად ენერგიული დრამი.
ალტი იჭიმება, იჭინთება, ტირის, თავს იკლავს. ხალხი ცეკვის სამთვლიან ტაქტს ტაშს აყოლებს. უაზროდ. სახეები არის ცარიელი და დანაყრებული უკვე. ელექტროგიტარამ შეჰკივლა, ალტის ერტ ტაქტში ჩაატია ქრომატიული გამა, კაცმა სამმაგი ბრუნი გააკეთებინა ქალს, თითქოს დარბაზი დაბზრიალდა და გიტარის სიმზე ჩამოსრიალდა ბრუნვაშივე და გიტარა ისევ ვალსის მელოდიურ ტაქტში ჩაჯდა. რამ პამ პამ, პამ პამ პამ, ერთი ორი სამი, პაამ.
პოეტმა დაწერა ლექსი და შეუკვეთა კიდევ ერთი კონიაკი. ცეკვავს ყველაფერი გარშემო სამ თვლაში და მაინც სკამებზე რჩებიან ყველანი. აქაურ პროვინციებში ცეკვა წყვილებში არ უყვართ. ეს არის პუბლიკუმის წინაშე სხეულის ყველა იმპულსის გაშიშვლება და კონცენტრაცია მხოლოდ ერთმანეთზე და არა მაყურებელზე. აქ კი ძნელია არ მოიქცე ისე, თითქოს გიყურებენ, რადგან მართლა ყოველთვის გიყურებენ და აინტერესებთ. თუმცა სამთვლიანი  ტაშის მიუხედავად ინეტერესი უკვე დანაყრებულია მოტირალი ალტის მიმართ მელოდიურ ვალსს რომ კვნესის.
ცოლ-ქმარი მუსიკასთან ერთად შეშდება. სამოვალეო უგრძნობი ტაშის ფონზე ქალის ხელჩანთას იღებენ და გადიან სწრაფი ნაბიჯით.
უნდა გადავიდნენ აქედან.
ალტი იწყებს  ბოშრს ზოზინით. მალე აჰყვება გიტარაც და დრამიც. იტყვით თქვენ: რა შუაშია ერთ მეორესთან. გეტყვით: უხდება.
კრეშენდო.
ფორტე!
ამ კვირაშივე გადავლენ!
დიმინოენდო...
გადავიდნენ და სამი პიანოც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები