 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 19 მარტი, 2014 |
მეორე დღეს მთელი რაიონი ფეხზე დადგა - მღვდელი და დიაკვანი ეკლესიის ეზოში იპოვეს მკვდრები, ვიღაცამ დახოცათო. დაიტირა რაიონმა თავისი მღვდელიცა და დიაკვანიც. დიდი პატივით გაასვენეს ორივე. ხალხი მკვლელის ვინაობის დადგენას ითხოვდა, მაგრამ ჩკ-მ ხმა გაავრცელა კომუნისტური პარტიის მტრებმა მოკლესო. ეჭვით ყველამ იცოდა, ვინც იქნებოდა, მაგრამ ვინ გაარჩევდა ტყუილსა და მართალს?! მითუმეტეს, მილიციაში შედიოდა ხმები, რომ მღვდელი პარტიის დავალებებს არ ასრულებდა და ხალხს „სხვანაირად“ მოძღვრავდა. არც ვინმეს აღასრება გაუთქვამს. ეს ის დრო იყო, როცა ომი თითქმის მთავრდებოდა. ახალი წელიც მოდიოდა. ხალხს დიდი გაჭირვება ჰქონდა და მოკლე მახსოვრობა - ცოტა ხანში ყველას დაავიწყდა მღვდელიცა და დიაკვანიც. მარიამს არა ჰქონდა მოკლე მახსოვრობა. გუმანითა გრძნობდა თავისი შვილი იქნებოდა ამ ამბავში გახვეული. თან თავს იიმედებდა, იქნება ეს არ იყო და სხვამ დახოცაო. მღვდლისა და დიაკვნის სიკვდილს ხო თავისთავად გლოვობდა, მაგრამ იმას უფრო გლოვობდა, ვაითუ იმათი ცოდვაც ჩემს შვილს აწევსო კისერზე. ვერც პირდაპირ ეკითხებოდა, ის გახვრეტილჯიბიანი სარვლის ამბავი მაინც ვერ გაიგო. ამ ამბიდან ორი კვირა იქნებოდა გასული, შეშის შემოსატანად გასულმა ვასილამ ძმას უთხრა, არტაშა გეძახისო. მარიამს გაუკვირდა, „ამ დროს არტაშას რა უნდა. მილიციაში ვერ გითხრა, თუ რამე საქმე ჰქონდაო“. გულმა ცუდი უგრძნო ჭიმიას. სისხლი გაეყინა. არტაშამ სხვაგან ვერსად მოიხელთა და სახლში მოადგა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა. ბიჭს გახედა, უფროს შვილს. თერთმეტი წლისა ხდებოდა ახალ წლამდე. „ადე!“ უთხრა მოკლედ და მკლავში ხელი მოჰკიდა. კუთხიდან არჩილა გამოვიდა და წინ დაუდგა. „არ წაიყვანო, ბიჯო, ბიჭი, მოსაკლავად მოვიდა!“ ჭიმიამ ხელი აუქნია - „ფეხებს მამჭამს არტაშა!“ და ბიჭი წინ გაიგდო. სახლის კიბეზე ისე ჩავიდა, ბიჭი წინ ჰყავდა აფარებული. ეზოც ისე გაიარა. ცალი ხელთ ბიჭის მკლავი ეჭირა, მეორეთი ჯიბეში იარაღს უჭერდა დაასწრო. იცოდა კი არა, დარწმუნებული იყო, არტაშა ბიჭს არ ესროდა. მაგის გამბედაობა სადა ჰქონდა არტაშას! ჰოდა დასწრო… ბიჭი შიშისაგან გაშეშებულიყო, ვერც მერე ამოაღებინეს ხმა. დიდხანს იყო გაჩუმებული, რამდენიმე დღე. რამის იყო და ხელებში ჩააკვდათ დედასა და ბაბოს. პირველად რაც თქვა: - არტაშა მიწაზე ფართხალებდა და ხელში ჩაბღუჯული ეჭირაო რევოლვერი. ეგეც ეგრე! ხალხი ხალხია და ზოგი კიდევაც ამართლებდა ჭიმიას. „მა რა ექნა, თუკი არტაშა მოსაკლავად მივიდაო“. მარიამი ეხლა კი მიხვდა რასაც ნიშნავდა მაშინდელი ჯიბეგახვრეტილი შარვალი. მილიციამ ჭიმია გაამართლა.- თავდაცვის მიზნით შემოაკვდა სამშობლოს მოღალატე, რომელსაც უნდოდა თანაპარტიელისა და თანამშრომლის მოკვლა. მაგრამ ისე არავინ გაივლიდა ჭიმიას სახლთან რომ არ დაეწყევლა იმის მოდგმა და ჯილაგი. „შენ არ გეღირსოს ლოგინში სიკვდილი, ჭიმი! შენმა ძვლებმა არ დაისვენოს საფლავში! შენმა მოდგმამ არ გაიხაროს, როგორც შენ არ გაახარე ამდენი ხალხი! შენ არ გერიღსოს მშვიდი ძილი! ცეცხლად გექცეს ყველა ლუკმა!“ ეკლესიაშიც სხვა მღვდელი მოვიდა. ცოტა ხანს იყო. წირვა-ლოცვასაც არ ატარებდა წესიერად. მერე ეკლესია გაძარცვა და გაქრა. ამბობდნენ, თურქეთში გადავიდაო. მოკლედ, ცხოვრება თავისი წესითა და რიგით მიდიოდა. ხალხი თანდათან ბრუნდებოდა ომიდან. ერთი-ორითვე და ომიც დამთავრდებოდა. დაჭრილებს სახლში უშვებდნენ უკვე აღარ იძახებდნენ უკან, ომში. დიდმარხვის წინ, ყველიერობას „კაჩელიობა“ იმართებოდა რაიონში. დიდი ზეიმი იყო „კაჩელიობა“. დიდი და პატარა გავიდოდა მინდორში, ამოთხრიდნენ ორმოს, ჩააგდებდნენ დიდ ბოძს, ზემოდანაც ბოძს დააკრავნენ, ისე რომ ერტიალა, ჩამოაბამდნენ საქანელებს და იყო ერთი მხიარულება. იმართებოდა შეჯიბრებები ცხენოსნობაში, ჭიდაობაში, იქით მღეროდნენ, აქეთ საქანელებზე ტრიალებდნენ, ცეკვავდნენ. იმ წელს ვასილა ჩვიდმეტი წლისა გახდა. ძალაც ერჩოდა და ღონეც. „გინდა თუ არა, ეჭიდავე გაიოზასაო“ ამხანაგები აუტყდნენ. წამოიღო კისრულით ვასილამ ეს შენი გაიოზა და დადო ბეჭებზე. ახარხარდნენ გოგო-ბიჭები. ... ეზოდან ვიღაცამ დაიძახა. მთელი ოჯახი მაგიდასთან იყო შეკრებილი და ვახშმობდა: მამა, დედა, შვილი, რძალი და ხუთი წლის შვილიშვილი. რძალი ცუდ ხასიათზე იყო და პირი არაფრისთვის დაუკარებია. მიზეზი ყველამ იცოდა. მეორე ბიჭს ელოდებოდა გაიოზა. -ბიჭი იქნება, მა რა პირველს შეხედა, რა ბიჭი მყავს; მა, მეორეზე რაღა შემეშლება?: - იცინოდახოლმე. -გოგო, შეჭამე რამე, შვილო - უთხრა დედამთილმა. გაიოზიც ცუდ ხასიათზე იყო. ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. „ჩვიდმეტი წლის ვასილასთან ჭიდაობა როგორ წავაგე ოჯახიანმა და ოცდა შვიდი წლის კაცმა.“ ცოლისა სცხვენოდა. „არა და უცბად დამდო ბეჭებზე იმ დედ-მამა გახარებულმა! აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი...კარგი კაცი დადგება ვასილა, კარგი... ძმა კი ჰყავ უვარგისი და ცოდვით სავსე, მაგრამ თითონ კარგი ბიჭია! ვაა!... ერთი ხისგან ბარიც გამოდის და ნიჩაფიც...“ ფიქრობდა გაიოზა და ცოლისა სცხვენოდა. -წადი ქალო, გაიხედე, ვინ იძახის - უთხრა გაიოზას მამამ ცოლს - მეზობელი იქნება - ქალი გავიდა. -შემოიპატიჟე, ვინ არის - მიაძახა კარებში გასულს. სროლის ხმა გაისმა. მამაცა და შვილიც ერთად წამოხტნენ ფეხზე და გავიდნენ. რძალმა ბავშვი ხელში აიყვანა და უკან გაჰყვა... იმ სახლიდან უკანასკნელი კატა გავიდა და იმასაც ესროლა, ისიც მოკლა. სასამართლო თბილისში შედგა. რაიონში არ გაასამართლეს, ხალხი ჩაქოლავსო. ჭიმია რაკი მილიციის თანამშრომელი იყო და დახვრეტას გადარჩა. ათი წელი მიუსაჯეს ექვსი წელი ციხე და ოთხი წელი შრომა-გასწეორების კოლონია. ხანში შესული დედის გამო სასჯელი საქართველოში უნდა მოეხადა. სასამართლოზე ამტკიცებდა, გაიოზამ ძმა მამიწამლაო. ... „კაჩელიობიდან“ ვასილა შინ რომ დაბრუნდა ნასვამი იყო. დედას გაუკვირდა; საერთოდ არა სვამდა. -რა იყო, ვასილ, სიდედრ-სიმამრმა დაგპატიჟა?! -გავიმარჯვე დედი, გაიოზასთან ჭიდაობაში გავიმარჯვე. -მერე, რა ჩინ-მენდლები დაგკიდეს?! - გაეცინა დედას - გაიმარჯვე და გაიმარჯვე. -მერე გაიოზამ სახლში დაგვპატიჟა: - თუ არ წამოხვალთ წაგებულს სახლში არ შემიშვებენო და წავედით. -მერე, შენ რო არ სვამ? -დღეს დავლიე, დედი. -ისეთი ბიჭი ჰყაავს! თურმე, პირველად მაშინა ნახა, რაც ომიდან დაჭრილი დაბრუნდა. -კარგი, შვილო, წადი, დაიძინე - უთხრა დედამ. ვასილა დასაძინებლად წავიდა. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. სასამართლოზე იმ ბიჭებმა თქვეს, გაიოზამ ყველა ერთად დაგვპატიჟა, ყველა ერთად წამოვედითო, სამ-სამი ჭიქა არაყი დავლიეთ და ეგ იყოვო. ფაქტი ერთი იყო,- ვასილა მოკვდა. ეს მოხდა 1945 გაზაფხულზე, ყველიერში, კაჩელიობას.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. კარგია. ველოდები გაგრძელებას. ) კარგია. ველოდები გაგრძელებას. )
32. ნეფერტაროოო! :))) მაგეებზე მეც ვფიქრობ :) :*** ნეფერტაროოო! :))) მაგეებზე მეც ვფიქრობ :) :***
31. ისადა... ჭიმიამ იცის რაც უნდა "გაუჩალიჩოთ?" ისეთი ცოცხალია რომ, ემანდ ჯიბიდან არ გვესროლოს "ჩერეზ" მონიტორი! :)
ისადა... ჭიმიამ იცის რაც უნდა "გაუჩალიჩოთ?" ისეთი ცოცხალია რომ, ემანდ ჯიბიდან არ გვესროლოს "ჩერეზ" მონიტორი! :)
30. ვაჰ ეს საკმაოდ მძაფრია :დ შემაშინა კიდეც
დაველოდები გაგრძელებას!
5 ვაჰ ეს საკმაოდ მძაფრია :დ შემაშინა კიდეც
დაველოდები გაგრძელებას!
5
29. გამაჟრიალა ტანში ცივად.... ძაან მძაფრია... 5555 გამაჟრიალა ტანში ცივად.... ძაან მძაფრია... 5555
28. მე ვგიჟდები, არამითო, ისე მომწონს :)))))) მე ვგიჟდები, არამითო, ისე მომწონს :))))))
27. არ ვიცი მე! არ მომწონს ეგ მკვლელი და ეხლა ისეთი სიუჟეტი მოიფიქრეთ რომ ფინალში ძალიან მწარედ დასაჯოთ, გულის მოფხანვა სჭირდებათ დაზარალებულ ადამიანებს,თორემ ახალი მთავრობასავით დაემართება თქვენს ნაწერს ;) დასაჯეთ,როგორც იმსახურებს.... +++++ არ ვიცი მე! არ მომწონს ეგ მკვლელი და ეხლა ისეთი სიუჟეტი მოიფიქრეთ რომ ფინალში ძალიან მწარედ დასაჯოთ, გულის მოფხანვა სჭირდებათ დაზარალებულ ადამიანებს,თორემ ახალი მთავრობასავით დაემართება თქვენს ნაწერს ;) დასაჯეთ,როგორც იმსახურებს.... +++++
26. მადლობა, მეუდაბნოვე. :) ქალებს არ ეწყინებათ და რაკიღა მკვლელობებზეა, კაცების აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს :) მადლობა, მეუდაბნოვე. :) ქალებს არ ეწყინებათ და რაკიღა მკვლელობებზეა, კაცების აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს :)
25. ჭიმია გაგრძელებულა და გამომრჩენია. საინტერესოდ განვითარდა სიუჟეტი. ძალიან კარგია. ცოტა ზედმეტად დინამიური მეჩვენა, მაგრამ ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე თუ არ წაიკითხა კაცმა, ძნელია რამე გადაჭრით თქვა. კარგია. ჭიმია გაგრძელებულა და გამომრჩენია. საინტერესოდ განვითარდა სიუჟეტი. ძალიან კარგია. ცოტა ზედმეტად დინამიური მეჩვენა, მაგრამ ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე თუ არ წაიკითხა კაცმა, ძნელია რამე გადაჭრით თქვა. კარგია.
24. გუგა, განსაკუთრებით მიხარია, როცა შენ მოგწონს :) გუგა, განსაკუთრებით მიხარია, როცა შენ მოგწონს :)
23. ხოოო........ეს, უკვე სიუჟეტია, ეს, უკვე ტექსტია..............ბრავო!!!!!!!!!!! ხოოო........ეს, უკვე სიუჟეტია, ეს, უკვე ტექსტია..............ბრავო!!!!!!!!!!!
22. ნინო ქადაგიძე, მხოლოდ, არ დაგეზაროს და შენიშვნები დამიწერე. თუ არ მოგეწონება, ისიც. :) მარიკელა, ავთანდილო, მადლობა! :) ნინო ქადაგიძე, მხოლოდ, არ დაგეზაროს და შენიშვნები დამიწერე. თუ არ მოგეწონება, ისიც. :) მარიკელა, ავთანდილო, მადლობა! :)
21. გამომრჩა რამდენიმე ნაწილი, უნდა ამოვბეჭდო და ისე წავიკითხო ... მიჭირს კომპში :) გამომრჩა რამდენიმე ნაწილი, უნდა ამოვბეჭდო და ისე წავიკითხო ... მიჭირს კომპში :)
20. ოხ ეს ჭიმია.ვასილას ამბავი ვერ გავიგე რატომღაც.თუმცა ეს რა თქვენი ბრალია.სხვა ნაწილებსაც დაველოდები დიდი ინტერესით ვარ განწყობილი ამ მოთხრობის მიმართ.++ ოხ ეს ჭიმია.ვასილას ამბავი ვერ გავიგე რატომღაც.თუმცა ეს რა თქვენი ბრალია.სხვა ნაწილებსაც დაველოდები დიდი ინტერესით ვარ განწყობილი ამ მოთხრობის მიმართ.++
19. კარგია ტენდი.5 კარგია ტენდი.5
18. მადლობა, ტროა, მანანა, თეოოო :***** ძალიან მიხარია, თუ ყალბად არაფერი გეჩვენებათ. :)
მადლობა, ტროა, მანანა, თეოოო :***** ძალიან მიხარია, თუ ყალბად არაფერი გეჩვენებათ. :)
17. აი ისეთი ამბავია ჩუმჩუმად რომ ყვებოდნენ ხოლმე სოფლის კაცები წყაროსთავზე და "შენი საქმე არ არის დედაკაცო, შინ შედიო" - ცოლებს რომ მიაძახებდნენ ხოლმე.
ძალიან მომეწონა. რაღაცნაირად ნამდვილია. აი ისეთი ამბავია ჩუმჩუმად რომ ყვებოდნენ ხოლმე სოფლის კაცები წყაროსთავზე და "შენი საქმე არ არის დედაკაცო, შინ შედიო" - ცოლებს რომ მიაძახებდნენ ხოლმე.
ძალიან მომეწონა. რაღაცნაირად ნამდვილია.
16.
ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 19 მარტი, 2014
აუ აქ რა ამბები დაგიტრიალებია ტენდი, ოჰოჰოჰოოოოოოოო. როგორი მძაფრი და ჩახლართულია ეს თავი. ანუ სისხლიანი თავი. ძალიან ჩამითრია ჭიმიამ,:) დაველოდები გაგრძელებასსსსსსსსსსსსსსს.
ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 19 მარტი, 2014
აუ აქ რა ამბები დაგიტრიალებია ტენდი, ოჰოჰოჰოოოოოოოო. როგორი მძაფრი და ჩახლართულია ეს თავი. ანუ სისხლიანი თავი. ძალიან ჩამითრია ჭიმიამ,:) დაველოდები გაგრძელებასსსსსსსსსსსსსსს.
14. რაც მთავარია, დაიჯერე, თუ არ დაიჯერე, ჯონათან? :)))) რაც მთავარია, დაიჯერე, თუ არ დაიჯერე, ჯონათან? :))))
13. სისხლის ტბები დაგიყენებია, ტენდი, ამ თავში :(
სისხლის ტბები დაგიყენებია, ტენდი, ამ თავში :(
12. მეოთხე თავი გამომრჩენია და ახლა წავიკითხე ორივე.
შვილსაც რომ გაწირავს, კაცი აღარ ქვია იმას, ჯიბიდან სროლას რომ თავი დავანებოთ. რა საშინელება ყოფილა ეს ჭიმია. დედა როგორ ჩავაგდო ცოდვაში, მარა ისე მეფიქრება რომ მაგის მეტი ვერავინ მოუღებს ბოლოს.
++ მეოთხე თავი გამომრჩენია და ახლა წავიკითხე ორივე.
შვილსაც რომ გაწირავს, კაცი აღარ ქვია იმას, ჯიბიდან სროლას რომ თავი დავანებოთ. რა საშინელება ყოფილა ეს ჭიმია. დედა როგორ ჩავაგდო ცოდვაში, მარა ისე მეფიქრება რომ მაგის მეტი ვერავინ მოუღებს ბოლოს.
++
11. ჭაო, ისეთ ხასაითზე ვარ, მარტო მკვლელობებზე შემიძლია ვწერო :))))) ლეგატო, სღაპრადმოსულო, ნეფერტარო, უუუღრმესი მადლობა ! :) :*** ჭაო, ისეთ ხასაითზე ვარ, მარტო მკვლელობებზე შემიძლია ვწერო :))))) ლეგატო, სღაპრადმოსულო, ნეფერტარო, უუუღრმესი მადლობა ! :) :***
10. ტენდი ახლა კიდევ უფრო გავვოცდი...მღვდელი და დიაკვანი...ძალიან მძაფრია... ისე ყვები...თითქოს იქ იყავი შენც...უფრო მეტიც...იმდენად შემაძრწუნებელად გვიხატავ ამ ჭიმია...- სულით ხორცამდე- რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა...ავტორს რამე საერთო ხომ არა აქვს მასთან მეთქი?...:))) მოკლედ აღფრთოვანებული ვარ შენი მკვლელით და მეშინია...:) 5555 ბოლო აბზაცები, რომ გადაანაცვლო ჯობია მგონი... ანუ ...კაჩელიობიდან ვასილა შინ რომ დაბრუნდა... ჯერ ეგ იყოს და მერე. გაიოზას ოჯახის დახოცვა...ჩემი აზრით ასე უკეთესი იქნება. ტენდი ახლა კიდევ უფრო გავვოცდი...მღვდელი და დიაკვანი...ძალიან მძაფრია... ისე ყვები...თითქოს იქ იყავი შენც...უფრო მეტიც...იმდენად შემაძრწუნებელად გვიხატავ ამ ჭიმია...- სულით ხორცამდე- რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა...ავტორს რამე საერთო ხომ არა აქვს მასთან მეთქი?...:))) მოკლედ აღფრთოვანებული ვარ შენი მკვლელით და მეშინია...:) 5555 ბოლო აბზაცები, რომ გადაანაცვლო ჯობია მგონი... ანუ ...კაჩელიობიდან ვასილა შინ რომ დაბრუნდა... ჯერ ეგ იყოს და მერე. გაიოზას ოჯახის დახოცვა...ჩემი აზრით ასე უკეთესი იქნება.
9. ვაჰ, მღვდელი და დიაკვანიც მოკლა, არტაშაც, გაიოზას მთელი ოჯახიც, კატაც კი... არც სათანადოდ დაისაჯა. კარგად იფარავს ბნელი ძალა თავის მოციქულებს. 5. ვაჰ, მღვდელი და დიაკვანიც მოკლა, არტაშაც, გაიოზას მთელი ოჯახიც, კატაც კი... არც სათანადოდ დაისაჯა. კარგად იფარავს ბნელი ძალა თავის მოციქულებს. 5.
8. ამდენი ადამიანის მკვლელობა? ვინ ყოფილა ეგ ჭიმია. ამდენი ადამიანის მკვლელობა? ვინ ყოფილა ეგ ჭიმია.
7. შემიყოლიაააააააა++ შემიყოლიაააააააა++
6. ტენდი ფორუმის "კანონებს" აქ არ ვგულისხმობდი. პროზა გააგრძელე მალე-თქო! სულმოუთქმელად ვკითხულობ, შენც მომწონხარ და შენი სტყვაცო, თუ როგორცაა.
ტენდი ფორუმის "კანონებს" აქ არ ვგულისხმობდი. პროზა გააგრძელე მალე-თქო! სულმოუთქმელად ვკითხულობ, შენც მომწონხარ და შენი სტყვაცო, თუ როგორცაა.
5. "ფილოსოფობას თავი დაანებე და დროზე დადე გაგრძელება! მუხა. 2014-03-20 00:59:06" ფილოსოფოსობას არა, მუხა, "კანონები" გაგახსენეთ ფორუმში :)))) "ფილოსოფობას თავი დაანებე და დროზე დადე გაგრძელება! მუხა. 2014-03-20 00:59:06" ფილოსოფოსობას არა, მუხა, "კანონები" გაგახსენეთ ფორუმში :))))
4. უჰ, ეს მძიმე ნაწილია, შემეშინდა ამდენი მკვლელობის, , ისე სოფელში ბებიასთან სტუმრობისა ზაფხულობით , თოფის ხმას ,რომ გავიგონებდი, ბებიას ვკითხავდი ვინ მოკლეს-თქო, - არავინ ბებია, ჭინკები შეაშინესო, ბებიის ეზოს ბოლოს "საჭინკიეს ღელე" ჩადიოდა, გურიაში დღემდე ცნობილია დღესაც მასე ქვია ღელეს.
ტენდი რად მოკალი მღვდელი და დიაკვანი, , ჭიმია არაა მაგის გამკეთებელი მე ასე მგონია. ფილოსოფობას თავი დაანებე და დროზე დადე გაგრძელება! უჰ, ეს მძიმე ნაწილია, შემეშინდა ამდენი მკვლელობის, , ისე სოფელში ბებიასთან სტუმრობისა ზაფხულობით , თოფის ხმას ,რომ გავიგონებდი, ბებიას ვკითხავდი ვინ მოკლეს-თქო, - არავინ ბებია, ჭინკები შეაშინესო, ბებიის ეზოს ბოლოს "საჭინკიეს ღელე" ჩადიოდა, გურიაში დღემდე ცნობილია დღესაც მასე ქვია ღელეს.
ტენდი რად მოკალი მღვდელი და დიაკვანი, , ჭიმია არაა მაგის გამკეთებელი მე ასე მგონია. ფილოსოფობას თავი დაანებე და დროზე დადე გაგრძელება!
3. მადლობა, ნემეზიდე. :) მადლობა, ნემეზიდე. :)
2. პირველი თავი მქონდა წაკითხული...ახლა ესეც წავიკითხე და...დამზაფრაა... :( პირველი თავი მქონდა წაკითხული...ახლა ესეც წავიკითხე და...დამზაფრაა... :(
1. ესეც მეხუთე ნაწილი :) ესეც მეხუთე ნაწილი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|