ერთი ბოთლი ღვინით, გაჟღენთილი სევდა. სიზარმაცე დილით.სინათლესთან ომი; მერე დღეებს შენი სილუეტი სდევდა, არეული ქუჩის მისამართი მომე. მერე იდგა თალხი, უგნურება ხალხთან, როცა დამაბრალეს,ვგავდი ვითომ პოეტს, შინაგანი დაღლის ზღვარს რომ გადავლახავ, საუკუნის მიღმა მაშინ მომიტოვეთ. ქალაქს შეეფეთა უდროობის წუთი, ალაგონზე ახლაც ისმის – ,,იო თე ამო’’; უშენობას ისე უსაშველოდ ვწუხდი, გავერიდოთ მიწას, წყალს, ჰაერს და წამო, გადავეშვათ მიღმა, პოეზიის სივრცის, იმპერიის ლანდებს ,ჰორიზონტი ღებავს, ბოღმის ფერი დოგმა ფიქრებს ისე მიცრის, თითქოს დროა, მოდის, ბოლო გამეხება. სრული ცინიზმია. ისევ ეფემერა, ისე შემერიე უფრო მემთვრალები, ვიდრე ეს სიტყვები შენ რომ გეფერება ჩემი ლექსებიდან. –შენი ,,მემ'' თვალები... ერთი ბოთლი არყით გაჟღენთილი დარდი, სიზარმაცე ღამით, სინათლესთან ომი, მერე დღეებს შენი სილუეტი ბარდნის, არჩეული ქუჩის მისამართი მომე.
ჰო,ერთ რჩევასაც მოგცემ: ,,შენი,მემ,თვალები”_ მემ მიმართვაა და ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა თან არც შეგეკამათბიან ვერ გავიგეთ რას ამბობო (შენი,მემ (მადმუაზელ,მისის,გოგონი) თვალები....ასე ხო?!

სევდა-ერქვა წუთი-ვწუხდი მემთვრალები-მემ თვალები დარდი-ბარდნის
აი რა არ მომეწონა :) ანუ რა მინდოდა მეთქვა ეხლა აქ მე... რადგან დავინახე უფრო ძლიერი რითმები ლექსში, ესენი უკვე ცუდათ მომხვდათქო... ისე კი, ავტორმა თავისი საქმე თვითონ იცის რიტმებსიც და სასმელის ამბავშიც . მოკლედ წარმატებები ;;)

კარგი რიტმი,დინამიურობა და მელოდია..კარგად მოდის სათქმელი.მომეწონა მე ეს ლექსი მთლიანობაში-ახლა არ ჩავკირკიტებივარ,თორემ...რაღაცას მეც ამოვჩიჩქნიდი,მაგრამ ისეთი ემოცია მოდის_არ ვაკადრე ავტორის სევდას,თან ,,ერთი ბოთლი ღვინით გაჟღენთილს”... :) წარმატებებს გისურვებ + +

მელნისფერი-მე უფრო მეტი რამ არ მომწონს ჩემში ვიდრე შენ. ყველაზე შენ დაგიკარგავს კონეტარით თუ ვიმსჯელებ და ყველაზე დიდი გულწრფელი მადლიერება შენ მიმართ წამოვიდა ჩემგან ამიტომ. გაიხარე.

წააფერისტებები შორს ჩემგან :D ხიხიაა. შენ ნამეტანი ნუ მოიძულებ ხალს :D :D. ერთი დაყარე შენი შედევრები კი მაინტერესებს ძალიან. ან მტყორცნე ტომებად ხალხში გაბნეული პოეზიის საიდუმლო ლაბირინთები შენი ავტორობით. აბა თავად რასა იქმ ამოშაქრე :D :D