 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2014 |
(არგაგზავნილი მესიჯებიდან)
...
სისულელეა, პირველი, ან ბოლო სიყვარული, მოგონილია... არის უნარი- ორ ხეს შუა გაბმულ თოკზე შეგეძლოს გავლა. და თუ ერთხელ მაინც შეძელი, განწირული ხარ- მთელი ცხოვრება ინარჩუნო წონასწორობა. აღარ არსებობს პირველი, ან ბოლო გავლა გაჭიმულ თოკზე, როცა ჩნდება ის ერთადერთი, აი, ამ წუთას, რომ გაკავებს მაშველ ჯოხივით და სადღაც, მაღლა, გეხმარება გადარჩენაში.
...
რა ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოკეანე- ნეტა თავს გარეთ გამატანინა შენი ლოდინი, თუნდაც ჩემი მკლავის მანძილზე, მზერის მანძილზე, გაფიჩხული, მკვდარი მხეცივით გამათრევინა. არც მოვაცლიდი მიწიდან აკრულ ბალახებს, ფოთლებს, სასწრაფოდ ორმოს ამოვთხრიდი სადმე, ხის ძირში და ჩავფლავდი პანიკურ შიშით- არ გაახსენდე, უცებ თვალი არ გაახილოს.
...
მიწაყრილივით მილაგია მუხლზე ხელები და არ ვიცი საით წავიღო. ჩემი მუშტად შეკრული თითები, ჩემი ორი მდუმარე საფლავი. მოდი, თეთრი ხეები დამირგე და ერთად ვიცინოთ: "ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი... ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი..." საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები და ვაკვირდები. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი.
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. მომეწონა +++ მომეწონა +++
35. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი.
34. მადლობა, მარინე, ალბათ სუბიექტური ვარ, სისულელედ რომ ვთვლი რიგითობის გაფეტიშებას. ინტერესით მოვისმენდი თქვენეულ ვერსიებს :) მადლობა, მარინე, ალბათ სუბიექტური ვარ, სისულელედ რომ ვთვლი რიგითობის გაფეტიშებას. ინტერესით მოვისმენდი თქვენეულ ვერსიებს :)
33. ჩემი აზრით,სიტყვა-სისულელეს თუ შეცვლი ,უკეთესი იქნება,უფრო ბევრისმთქმელი. პატივისცემით მარინე ჩემი აზრით,სიტყვა-სისულელეს თუ შეცვლი ,უკეთესი იქნება,უფრო ბევრისმთქმელი. პატივისცემით მარინე
32. მომეონა + + მომეონა + +
31. მე მეორე მომეწონა. წარმატება ავტორ. მე მეორე მომეწონა. წარმატება ავტორ.
30. კი, მეც მესამე ყველაზე მეტად მომწონს :) მადლობა, მოგიკითხე მეც. კი, მეც მესამე ყველაზე მეტად მომწონს :) მადლობა, მოგიკითხე მეც.
29. მესამე ბევრად ) მოკითხვა
თეთრი ხეები დამირგე და ერთად ვიცინოთ: "ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი... ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი..." საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები მესამე ბევრად ) მოკითხვა
თეთრი ხეები დამირგე და ერთად ვიცინოთ: "ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი... ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი..." საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები
28. მაგდალენა, ტენდი, დიდი მადლობა :* :* მაგდალენა, ტენდი, დიდი მადლობა :* :*
27. კარგია, ჟადენ. :*****
შენ და რენუარი ძაან ჩემი პოეტები ხართ :) "საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები და ვაკვირდები. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი."
:) :) კარგია, ჟადენ. :*****
შენ და რენუარი ძაან ჩემი პოეტები ხართ :) "საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები და ვაკვირდები. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი."
:) :)
26. "ნეტა, თავს გარეთ გამატანინა შენი ლოდინი,"
სულ სხვა განზომილება! თითქოს საკუთარ თავს შენი ლექსების სიმაღლიდან უყურებდე და ისე წერდე! კომენტარში გეთანხმები, ჟადენ, ნამდვილად! "ნეტა, თავს გარეთ გამატანინა შენი ლოდინი,"
სულ სხვა განზომილება! თითქოს საკუთარ თავს შენი ლექსების სიმაღლიდან უყურებდე და ისე წერდე! კომენტარში გეთანხმები, ჟადენ, ნამდვილად!
25. მადლობა მადლობა მადლობა ყველას სათითაოდ :*
ჯონათან, შენი ნომერი რომ მქონდეს, მოგწერდი რომ ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ :* ჯანო, ალბათ კონვენცია რომ არ არის მაგიტომ:) არ მიყვარს ამაზე საუბარი, აზრს მაინც არავინ შეიცვლის მხოლოდ ლაპარაკით. ახლა რატომღაც მომინდა ვთქვა, რაღაც არის, რასაც ვწერ, კონვენციაც არის და ვერლიბრიც, ორივე ერთნაირად მიყვარს ბავშჳობიდან. არც კონვენციიდან გადავსულვარ ვერლიბრზე და არც პირიქით... ვინც მუსიკალურ ნოტებს კითხულობს იცის, თვლა უწერია ყველა ნაწარმოებს, ნაწარმოები ტაქტებად არის დაყოფილი და ძირითადად დაცულია ხოლმე თავიდან მიცემული ზომა. რომელიც სხვადასხვა ნოტებით იწერება- მთელი, ნახევარი, მეოთხედი და ა.შ. არის პაუზები და სხვა პირობითი ნიშნებიც, რომლის მიხედვითაც ვიცავთ მელოდიის ტემპს. ჩემთვის პოეზია იგივეა. ვერლიბრიც იგივეა. თავიდან უნდა დაიჭიროთ ტემპი და მერე სტრიქონები ტაქტებივით წაიკითხოთ, თავის ნოტებით თუ პაუზებით... ვიღაცას მარტივი მელოდია მოწონს, ვიღაცას რთული. ჩემთვის მთავარია იყოს აზრი და მელოდია და არა რაღაც მოგონილი კანონებით თავის სასარგებლოდ შენიღბული პრიმიტივი... უნიჭო კონვენციას კი ყოველთვის მირჩევნია კარგი ვერლიბრი და ეგ ჩემთვის აქსიომასავით არის. სულაც არ არის გარითმვა და გაკონვენციურობა ისე რთული საქმე, როგორც ვერლიბრის პრინციპული მოწინააღმდეგები ხატავენ. მოკლედ, დავვარდი ქადაგად. მადლობა ერთი სიტყვით ყველას. :) მადლობა მადლობა მადლობა ყველას სათითაოდ :*
ჯონათან, შენი ნომერი რომ მქონდეს, მოგწერდი რომ ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ :* ჯანო, ალბათ კონვენცია რომ არ არის მაგიტომ:) არ მიყვარს ამაზე საუბარი, აზრს მაინც არავინ შეიცვლის მხოლოდ ლაპარაკით. ახლა რატომღაც მომინდა ვთქვა, რაღაც არის, რასაც ვწერ, კონვენციაც არის და ვერლიბრიც, ორივე ერთნაირად მიყვარს ბავშჳობიდან. არც კონვენციიდან გადავსულვარ ვერლიბრზე და არც პირიქით... ვინც მუსიკალურ ნოტებს კითხულობს იცის, თვლა უწერია ყველა ნაწარმოებს, ნაწარმოები ტაქტებად არის დაყოფილი და ძირითადად დაცულია ხოლმე თავიდან მიცემული ზომა. რომელიც სხვადასხვა ნოტებით იწერება- მთელი, ნახევარი, მეოთხედი და ა.შ. არის პაუზები და სხვა პირობითი ნიშნებიც, რომლის მიხედვითაც ვიცავთ მელოდიის ტემპს. ჩემთვის პოეზია იგივეა. ვერლიბრიც იგივეა. თავიდან უნდა დაიჭიროთ ტემპი და მერე სტრიქონები ტაქტებივით წაიკითხოთ, თავის ნოტებით თუ პაუზებით... ვიღაცას მარტივი მელოდია მოწონს, ვიღაცას რთული. ჩემთვის მთავარია იყოს აზრი და მელოდია და არა რაღაც მოგონილი კანონებით თავის სასარგებლოდ შენიღბული პრიმიტივი... უნიჭო კონვენციას კი ყოველთვის მირჩევნია კარგი ვერლიბრი და ეგ ჩემთვის აქსიომასავით არის. სულაც არ არის გარითმვა და გაკონვენციურობა ისე რთული საქმე, როგორც ვერლიბრის პრინციპული მოწინააღმდეგები ხატავენ. მოკლედ, დავვარდი ქადაგად. მადლობა ერთი სიტყვით ყველას. :)
24. ძალიან...:-* მესამე უფრო ძალიან..:-*
"საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები"... 555 ძალიან...:-* მესამე უფრო ძალიან..:-*
"საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები"... 555
23. რატომრაც არმომეწონა ... ცუდი ნამდვილად არაა მაგრამ .....ცოტა მელოდია დამაკლდა...............წარმატებები ავტორო ! რატომრაც არმომეწონა ... ცუდი ნამდვილად არაა მაგრამ .....ცოტა მელოდია დამაკლდა...............წარმატებები ავტორო !
21. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:5 26 მარტი, 2014 ძალიან მაგარია. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:5 26 მარტი, 2014 ძალიან მაგარია.
20. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
26 მარტი, 2014
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
26 მარტი, 2014
17. C'est la poésie +5 C`est la poésie +5
16. მიწაყრილივით მილაგია მუხლზე ხელები და არ ვიცი საით წავიღო. ჩემი მუშტად შეკრული თითები, ჩემი ორი მდუმარე საფლავი. მოდი, თეთრი ხეები დამირგე და ერთად ვიცინოთ: "ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი... ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი..." საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები და ვაკვირდები. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი... რა მაგარია ჟადეეეენ !!!! <3 მიწაყრილივით მილაგია მუხლზე ხელები და არ ვიცი საით წავიღო. ჩემი მუშტად შეკრული თითები, ჩემი ორი მდუმარე საფლავი. მოდი, თეთრი ხეები დამირგე და ერთად ვიცინოთ: "ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი... ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი..." საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები და ვაკვირდები. ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე, ყურებამდეც ვერ მივიტანე, რომ ჩამეხშო შენი დუმილი... რა მაგარია ჟადეეეენ !!!! <3
15. არაჩვეულებრივი ავტორი! არაჩვეულებრივი ავტორი!
14. იიფ იფი იიიფფფ + იიფ იფი იიიფფფ +
13. ძალიან მაგრები სამივე და ასაკვიატებელი კიდევ :) :* ძალიან მაგრები სამივე და ასაკვიატებელი კიდევ :) :*
12. ...
რა ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოკეანე- ნეტა თავს გარეთ გამატანინა შენი ლოდინი, თუნდაც ჩემი მკლავის მანძილზე, მზერის მანძილზე, გაფიჩხული, მკვდარი მხეცივით გამათრევინა. არც მოვაცლიდი მიწიდან აკრულ ბალახებს, ფოთლებს, სასწრაფოდ ორმოს ამოვთხრიდი სადმე, ხის ძირში და ჩავფლავდი პანიკურ შიშით- არ გაახსენდე, უცებ თვალი არ გაახილოს.
ჟადენ. . . როოგორ მიიყვარრრხარ . . . <3 ...
რა ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოკეანე- ნეტა თავს გარეთ გამატანინა შენი ლოდინი, თუნდაც ჩემი მკლავის მანძილზე, მზერის მანძილზე, გაფიჩხული, მკვდარი მხეცივით გამათრევინა. არც მოვაცლიდი მიწიდან აკრულ ბალახებს, ფოთლებს, სასწრაფოდ ორმოს ამოვთხრიდი სადმე, ხის ძირში და ჩავფლავდი პანიკურ შიშით- არ გაახსენდე, უცებ თვალი არ გაახილოს.
ჟადენ. . . როოგორ მიიყვარრრხარ . . . <3
11. მე ვფიქრობ, შრომის და მონდომების წყალობით შეიძლება წერო კარგი ლექსები, მაგრამ თუ ღმერთმა პოეზიის მადლი არ დაგაბერტყა, ვერასოდეს დაწერ შედევრს.
ჟადენს აქვს ეს მადლი და იყენებს კიდეც :))
"მიწაყრილივით მილაგია მუხლზე ხელები" - მიგნება არ გინდა?!
მე ვფიქრობ, შრომის და მონდომების წყალობით შეიძლება წერო კარგი ლექსები, მაგრამ თუ ღმერთმა პოეზიის მადლი არ დაგაბერტყა, ვერასოდეს დაწერ შედევრს.
ჟადენს აქვს ეს მადლი და იყენებს კიდეც :))
"მიწაყრილივით მილაგია მუხლზე ხელები" - მიგნება არ გინდა?!
10. ასეთი მესიჯები რომ მომივიდეს, ხომ გამისკდა მაშინვე გული? :)
ნეტავ თუ ხვდება სავარაუდო ადრესატი, ბეწვზე რომაა გადარჩენილი? ;) :*
ასეთი მესიჯები რომ მომივიდეს, ხომ გამისკდა მაშინვე გული? :)
ნეტავ თუ ხვდება სავარაუდო ადრესატი, ბეწვზე რომაა გადარჩენილი? ;) :*
9. ძალიან კარგიიი + + ძალიან კარგიიი + +
8. ეს ლექსი ძალიან მომეწონა! ეს ლექსი ძალიან მომეწონა!
7. ამ განწყობაზე ვარ ზუსტად ახლა... ამ განწყობაზე ვარ ზუსტად ახლა...
6. უჰ, ჟადენ, ზაფხულის სიცხეში წყაროს წყლივით სასიამოვნო იყო.
++ უჰ, ჟადენ, ზაფხულის სიცხეში წყაროს წყლივით სასიამოვნო იყო.
++
5. ჩემი მერაბიკო :* ლალი, მედე, მადლობა და მოგიკითხეთ ყველა :* ჩემი მერაბიკო :* ლალი, მედე, მადლობა და მოგიკითხეთ ყველა :*
4. ძალიან ძლიერი ხარ. ერთხელ გითხარი ქურუმი ქალის ენერგეტიკა გაქვს... ძალიან ძლიერი ხარ. ერთხელ გითხარი ქურუმი ქალის ენერგეტიკა გაქვს...
3. ძალიან ძლიერი ხარ. ერთხელ გითხარი ქურუმი ქალის ენერგეტიკა გაქვს... ძალიან ძლიერი ხარ. ერთხელ გითხარი ქურუმი ქალის ენერგეტიკა გაქვს...
2. ჩემი მაგარი გოგო:* ჩემი მაგარი გოგო:*
1. არის უნარი- ორ ხეს შუა გაბმულ თოკზე შეგეძლოს გავლა. და თუ ერთხელ მაინც შეძელი, განწირული ხარ- მთელი ცხოვრება ინარჩუნო წონასწორობა..
ამეკვიატება.... არის უნარი- ორ ხეს შუა გაბმულ თოკზე შეგეძლოს გავლა. და თუ ერთხელ მაინც შეძელი, განწირული ხარ- მთელი ცხოვრება ინარჩუნო წონასწორობა..
ამეკვიატება....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|