 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 29 მარტი, 2014 |
რატომ უნდა მოსულიყავი? მხოლოდ უნდა გაგეცინა და გეთქვა- ამაღამ ახალი წელია. ამაღამ სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ და უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა. რატომ უნდა მოსულიყავი? მხოლოდ უნდა გეთქვა - შენ ჩემო სულელო, სულელო ქალო, როდესმე მოვალ და მოგიტან ყვავილს, ყვავილი იქნება თოვლივით მშვიდი, ყვავილი იქნება თეთრი და ციდა. შენ ჩემო უცხო და უცნობო ქალო, ცხოვრება არავის დაგვაცდის მოსვლას, ცხოვრება არც წასვლას დაგვაცდის ვინმეს, ყოველთვის წრეზე და უმიზნოდ ვივლით. შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო, ამ ერთხელ ჩაუთქვი სურვილი ჩემზე, ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს: მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი, მოვიდე და თავზე დაგადო ლოყა. და მერე ორივე დავხუჭავთ თვალებს და მერე სიზმრები თოვლივით მოვლენ...- შენ მხოლოდ ასეთი რამ უნდა გეთქვა, რატომ უნდა მოსულიყავი, როცა სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ, როცა უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა, როცა სულ მალე ახალი წელია?
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. "ამაღამ ახალი წელია. ამაღამ სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ და უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა"
"ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს"
❄
"ამაღამ ახალი წელია. ამაღამ სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ და უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა"
"ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს"
❄
27. მშვენიერი.. ) მშვენიერი.. )
26. შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო, ამ ერთხელ ჩაუთქვი სურვილი ჩემზე, ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს: მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი, მოვიდე და თავზე დაგადო ლოყა. და მერე ორივე დავხუჭავთ თვალებს და მერე სიზმრები თოვლივით მოვლენ...- შენ მხოლოდ ასეთი რამ უნდა გეთქვა, რატომ უნდა მოსულიყავი, როცა სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ, როცა უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა, როცა სულ მალე ახალი წელია?
ნანნნნნნნნნნნ!!!!!!!!!!!:* და5+შენ. შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო, ამ ერთხელ ჩაუთქვი სურვილი ჩემზე, ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს: მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი, მოვიდე და თავზე დაგადო ლოყა. და მერე ორივე დავხუჭავთ თვალებს და მერე სიზმრები თოვლივით მოვლენ...- შენ მხოლოდ ასეთი რამ უნდა გეთქვა, რატომ უნდა მოსულიყავი, როცა სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ, როცა უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა, როცა სულ მალე ახალი წელია?
ნანნნნნნნნნნნ!!!!!!!!!!!:* და5+შენ.
25. მადლობა ყველას :) ნათი, ყოველთვის წრეზე და უმიზნოდ ვივლით... :* მადლობა ყველას :) ნათი, ყოველთვის წრეზე და უმიზნოდ ვივლით... :*
24. ცხოვრება არავის დაგვაცდის მოსვლას, ცხოვრება არც წასვლას დაგვაცდის ვინმეს,
ნან ........... :) :* ცხოვრება არავის დაგვაცდის მოსვლას, ცხოვრება არც წასვლას დაგვაცდის ვინმეს,
ნან ........... :) :*
23. კარგია.მომეწონა 5 კარგია.მომეწონა 5
22. ვერლიბრი საერთოდ არ მიზიდავს,მაგრამ ამ ავტორისას სიამოვნებით ვკითხულობ + + ვერლიბრი საერთოდ არ მიზიდავს,მაგრამ ამ ავტორისას სიამოვნებით ვკითხულობ + +
21. :) ყოველთვის მაშინებს მსგავსი პროგნოზები, ლე ვანი. პოეზიის რა ვთქვა, ნეტა მე რასაც ვწერ, იქ ვთქვა ხოლმე თუნდაც ზოგჯერ ცოტა ახლებურად. მადლობა :) და ყველას უზარმაზარი მადლობა. იმედია, რეალურად ნახევარს მაინც ვიმსახურებ თქვენი სითბოდან :* :) ყოველთვის მაშინებს მსგავსი პროგნოზები, ლე ვანი. პოეზიის რა ვთქვა, ნეტა მე რასაც ვწერ, იქ ვთქვა ხოლმე თუნდაც ზოგჯერ ცოტა ახლებურად. მადლობა :) და ყველას უზარმაზარი მადლობა. იმედია, რეალურად ნახევარს მაინც ვიმსახურებ თქვენი სითბოდან :*
20. დარწმუნებული ვარ ახალ სიტყვას იტყვი პოეზიაში. ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ ახალ სიტყვას იტყვი პოეზიაში. ეს მხოლოდ დასაწყისია.
19. შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო, ამ ერთხელ ჩაუთქვი სურვილი ჩემზე, ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს: მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი, მოვიდე და თავზე დაგადო ლოყა. და მერე ორივე დავხუჭავთ თვალებს და მერე სიზმრები თოვლივით მოვლენ...
ნუთუ არსებობს რამე, რასაც შენ შექმნი და ჩემთვის შედევრი არ იქნება? :) შენ მე სულს მივსებ და გრძნობებს მიღვივებ მუდამ. . . <3 +++++ შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო, ამ ერთხელ ჩაუთქვი სურვილი ჩემზე, ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს: მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი, მოვიდე და თავზე დაგადო ლოყა. და მერე ორივე დავხუჭავთ თვალებს და მერე სიზმრები თოვლივით მოვლენ...
ნუთუ არსებობს რამე, რასაც შენ შექმნი და ჩემთვის შედევრი არ იქნება? :) შენ მე სულს მივსებ და გრძნობებს მიღვივებ მუდამ. . . <3 +++++
18. "ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს:"
ჟადენთან სურვილებიც ცხრაკარიანია. რომ გგონია რაღაც იპოვე, რასაც ეძებდი, წინ კიდევ ახალი კარი გხვდება და მხოლოდ მეცხრე კარის გაღების შემდეგაა შესაძლებელი "მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი". რა უბრალოა თითქოს აქ "ყვავილი იქნება უბრალოდ მშვიდი", მაგრამ როგორ ამშვიდებს წინასაახალწლო ჰეკთიკს. "ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს:"
ჟადენთან სურვილებიც ცხრაკარიანია. რომ გგონია რაღაც იპოვე, რასაც ეძებდი, წინ კიდევ ახალი კარი გხვდება და მხოლოდ მეცხრე კარის გაღების შემდეგაა შესაძლებელი "მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი". რა უბრალოა თითქოს აქ "ყვავილი იქნება უბრალოდ მშვიდი", მაგრამ როგორ ამშვიდებს წინასაახალწლო ჰეკთიკს.
17. მომეწონა , თან ძალიან. რას ვიზამთ ხშირად რეალობა , არ ემთხვევა ჩვენს ლამაზ ოცნებებს ++ მომეწონა , თან ძალიან. რას ვიზამთ ხშირად რეალობა , არ ემთხვევა ჩვენს ლამაზ ოცნებებს ++
16. როგორ თბილა აქ. <3 როგორ თბილა აქ. <3
15. სამჯერ წავიკითხე გარედან :))
+5 სამჯერ წავიკითხე გარედან :))
+5
14. მიყვარს არასეზონური ლექსების კითხვა და ავტორი თუ jaden-ია , ხომ მიყვარს და მიყვარს :)
"ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს,"- და რომელ სულელს არ სჯერა , რომ ეს არ ასრულდება? :)
ხშირად იპოვის მოკირკიტე მკითხველი კლასიკურ-გრამატიკულიდან აცდენილ ფორმებს ამ ავტორთან, მაგრამ სწორედ ეს "აცდენილი" ფრაზებია კლასიკად რომ იქცა jaden-თან, თუნდაც "ჩემო მონატრებულო შენ" რად ღირს....
მიყვარს არასეზონური ლექსების კითხვა და ავტორი თუ jaden-ია , ხომ მიყვარს და მიყვარს :)
"ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს,"- და რომელ სულელს არ სჯერა , რომ ეს არ ასრულდება? :)
ხშირად იპოვის მოკირკიტე მკითხველი კლასიკურ-გრამატიკულიდან აცდენილ ფორმებს ამ ავტორთან, მაგრამ სწორედ ეს "აცდენილი" ფრაზებია კლასიკად რომ იქცა jaden-თან, თუნდაც "ჩემო მონატრებულო შენ" რად ღირს....
13. ერთი რამ შემიძლია ვთქვა (ვფიქროობ სხვა ავტორებს არ ეწყინებათ)_ეს ადამიანი გრძნობს მელოდიას,შინაგან მუსიკალობას,ისე ჩავიკითხე ბოლომდე,არც მიგრძვნია ურითმობა...(რასაც ბევრ სხვაზე ვერ ვიტყვი-ზოგ უნიჭოს ვერლიბრი თავშესაფარი ჰგონია-წერს პროზისა და კიდევ ,,რაღაცის" ნაზავს და უნდა რომ პოეზიად აღიქვას მკითხველმა...ადრე ცოტათი მაინც გაწვალდებოდნენ რითმის ძიებაზე_ახლა ეს პრობლემაც მოიხსნა...თავისუფალი ლექსი პოეზიისგან,რიტმისგან,მელოდიისგან თავისუფლებას არ გუისხმობს,არამც და არამც! ჟადენ,აი,ეს ნამდვილადაა თავისუფალი ლექსი (VERS LIBRUS), წარმატებებს გისურვებ! + + (ვინმემ მიკერძოება არ დამწამოს- ავტორის ნამდვილი სახელიც კი არ ვიცი) ერთი რამ შემიძლია ვთქვა (ვფიქროობ სხვა ავტორებს არ ეწყინებათ)_ეს ადამიანი გრძნობს მელოდიას,შინაგან მუსიკალობას,ისე ჩავიკითხე ბოლომდე,არც მიგრძვნია ურითმობა...(რასაც ბევრ სხვაზე ვერ ვიტყვი-ზოგ უნიჭოს ვერლიბრი თავშესაფარი ჰგონია-წერს პროზისა და კიდევ ,,რაღაცის" ნაზავს და უნდა რომ პოეზიად აღიქვას მკითხველმა...ადრე ცოტათი მაინც გაწვალდებოდნენ რითმის ძიებაზე_ახლა ეს პრობლემაც მოიხსნა...თავისუფალი ლექსი პოეზიისგან,რიტმისგან,მელოდიისგან თავისუფლებას არ გუისხმობს,არამც და არამც! ჟადენ,აი,ეს ნამდვილადაა თავისუფალი ლექსი (VERS LIBRUS), წარმატებებს გისურვებ! + + (ვინმემ მიკერძოება არ დამწამოს- ავტორის ნამდვილი სახელიც კი არ ვიცი)
12. ქალურია და ნაზი+++ ქალურია და ნაზი+++
11. :) ნაწერი საკუთარი თავის მიმართ თვითირონიას გამოხატავს. ამაღამ ახალი წელია. ამაღამ სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ და უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა - ავტორი აქ პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობს.მიუხედავად ამ თვითირონიის, გეთანხმებით, ჯაფარა, მეც ასეთი ხალხი მირჩევნია უმიზნო,თუ მიზანდასახულ რობოტებს."ჩემო შორო" ალბათ არც არის კლასიკურ-გრამატიკულად სწორი ფორმა :) და მაინც,შორი გზები,შორი ქვეყნები,შორი ადამიანები... და კიდევ არაერთხელ მომიწევს ვთქვა - შენ ჩემო შორო... მადლობა, ყურადღებით წაკითხვისათვის :)
და ყველას დიდი მადლობა :* :) ნაწერი საკუთარი თავის მიმართ თვითირონიას გამოხატავს. ამაღამ ახალი წელია. ამაღამ სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ და უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა - ავტორი აქ პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობს.მიუხედავად ამ თვითირონიის, გეთანხმებით, ჯაფარა, მეც ასეთი ხალხი მირჩევნია უმიზნო,თუ მიზანდასახულ რობოტებს."ჩემო შორო" ალბათ არც არის კლასიკურ-გრამატიკულად სწორი ფორმა :) და მაინც,შორი გზები,შორი ქვეყნები,შორი ადამიანები... და კიდევ არაერთხელ მომიწევს ვთქვა - შენ ჩემო შორო... მადლობა, ყურადღებით წაკითხვისათვის :)
და ყველას დიდი მადლობა :*
10. ძალიან მიყვარს მე ეს სევდიანად მომლოდინე ავტორი...:-* ყ ელაზე წრფელიემოციებით...:-* 5
ძალიან მიყვარს მე ეს სევდიანად მომლოდინე ავტორი...:-* ყ ელაზე წრფელიემოციებით...:-* 5
9. შენ ჩემო შორო- სწორი ფორმაა ვითომ?
ლექსი მომეწონა, ემოციაც აქვს საკმაოდ კარგი შესრულებაც, მაგრამ რატომ არიან სულელები ისინი ვინც სურვილებს უთქვამენ? ჩვენ ქართველ ერს უმიზნო ცხოვრება გვახასიათებს და ამას ის ხალხი მირჩევნია, ვინც უთქვამს სურვილებს , მიუხედავად იმისა რომ ეს ხალხი ბავშვობაშია ჩარჩენილი. შენ ჩემო შორო- სწორი ფორმაა ვითომ?
ლექსი მომეწონა, ემოციაც აქვს საკმაოდ კარგი შესრულებაც, მაგრამ რატომ არიან სულელები ისინი ვინც სურვილებს უთქვამენ? ჩვენ ქართველ ერს უმიზნო ცხოვრება გვახასიათებს და ამას ის ხალხი მირჩევნია, ვინც უთქვამს სურვილებს , მიუხედავად იმისა რომ ეს ხალხი ბავშვობაშია ჩარჩენილი.
8. უფ, ძლივს ამოვისუნთქე.
++ უფ, ძლივს ამოვისუნთქე.
++
7. ეს ის ადამიანია , სულ რომ ვკითხულობ ....:) ეს ის ადამიანია , სულ რომ ვკითხულობ ....:)
6. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
5. აუ მოუწეულზე მაგრად გაასწორებდა:)) მართლა,ყოჩაღ ჩემო და არასდოს ჩემო :)) აუ მოუწეულზე მაგრად გაასწორებდა:)) მართლა,ყოჩაღ ჩემო და არასდოს ჩემო :))
4. მსუბუქი ლექსი მეგონა რომ იქნებოდა და ცოტა არ იყოს დამასევდიანე :)
შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო-ო,
ჰმ... მსუბუქი ლექსი მეგონა რომ იქნებოდა და ცოტა არ იყოს დამასევდიანე :)
შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო-ო,
ჰმ...
3. :) მადლობა. :) მადლობა.
2. შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო,
:) შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო,
:)
1. შინაარსთან ერთად, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ამ ლექსის შინაგანი რიტმია და რა უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, თითქოს წაშლილია ზღვარი კონვენციურსა და ვერლიბრს შორის, არა და, ლექსი ორივეს ნიშან-თვისებას ატარებს... სევდიანი საახლწლო... 5 შინაარსთან ერთად, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ამ ლექსის შინაგანი რიტმია და რა უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, თითქოს წაშლილია ზღვარი კონვენციურსა და ვერლიბრს შორის, არა და, ლექსი ორივეს ნიშან-თვისებას ატარებს... სევდიანი საახლწლო... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|