 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 მარტი, 2014 |
გია ფერაძე - ადამიანი, რომელიც უღვთოდ გასწირა ბედისწერამ. ზოგჯერ რა დაუნდობელია წუთისოფელი, ადამიანს ისე სტანჯავს, ლამის თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გია ფერაძე ცხოვრებამ ტრაგიკულ პიროვნებად აქცია, ციხის კედლებში გამოკეტა... მიუხედავად ამისა, მას ამ ცხოვრებისთვის ზურგი არ შეუქცევია, ვაჟკაცურად უმკლავდებოდა თავის ხვედრს. ირინა მიქატაძეს ძველი თბილისის კოლორიტი გულწრფელად უყვარდა, მაგრამ ვაი რომ არ დასცალდა მის გვერდით ტკბილად დაბერება. იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, „არასერიოზული კაცისა“ და „ლეკო თათაშელის“ როლების შემსრულებელი უკვე ლექსებში იგონებდა თავის ძვირფას მეუღლეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა. დაბოლოს, მინდა ეს ჩემი სტატია ჩემივე ლექსით დავასრულო, რომელსაც მე ’’გია ფერაძის მონოლოგი“ დავარქვი:
გია ფერაძის მონოლოგი
ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება! ეს გაუმარჯოს მეიდანს, ძველი თბილისის დიდებას! ეჰ, ქალბატონო დეიდა... რა ვქნა, ცხოვრებამ დამღალა! ჩემი ბავშვობის ხეივანს აღარ ვახსოვარ ჭაღარა! ბედმა უღმერთოდ გამწირა, როს გამიმეტა ციხისთვის! დროის დამძლია ქარ-წვიმამ, ვერ ვიარწივე მიწისთვის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. 33 წლის წინ...
1985 წლის 19 მარტს კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დაზაფრა და აალაპარაკა თბილისი.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო – გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა…
შემზარავი იყო ამ შემზარავი ტრაგედიის გაგრძელებაც – ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა – ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.
გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა.
გია ფერაძის შესახებ
გია ფერაძე - ადამიანი, რომელიც უღვთოდ გასწირა ბედისწერამ. ზოგჯერ რა დაუნდობელია წუთისოფელი, ადამიანს ისე სტანჯავს, ლამის თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გია ფერაძე ცხოვრებამ ტრაგიკულ პიროვნებად აქცია, ციხის კედლებში გამოკეტა... მიუხედავად ამისა, მას ამ ცხოვრებისთვის ზურგი არ შეუქცევია, ვაჟკაცურად უმკლავდებოდა თავის ხვედრს.
ირინა მიქატაძეს ძველი თბილისის კოლორიტი გულწრფელად უყვარდა, მაგრამ ვაი რომ არ დასცალდა მის გვერდით ტკბილად დაბერება. იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ,,არასერიოზული კაცი“-სა და ,,ლეკო თათაშელი“-ს როლების შემსრულებელი უკვე ლექსებში იგონებდა თავის ძვირფას მეუღლეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა.
დაბოლოს, მინდა ეს ჩემი სტატია ჩემივე ლექსით დავასრულო, რომელსაც მე ,,გია ფერაძის მონოლოგი“ დავარქვი:
გია ფერაძის მონოლოგი
ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება! ეს გაუმარჯოს მეიდანს, ძველი თბილისის დიდებას!
ეჰ, ქალბატონო დეიდა... რა ვქნა, ცხოვრებამ დამღალა! ჩემი ბავშვობის ხეივანს აღარ ვახსოვარ ჭაღარა!
ბედმა უღმერთოდ გამწირა, როს გამიმეტა ციხისთვის! დროის დამძლია ქარ-წვიმამ, ვერ ვიარწივე მიწისთვის!
ოთარ რურუა
პ. ს. სამომავლოდ იდეაში გია ფერაძეზე პატარა მინი-სპექტაკლის გაკეთება მაქვს გადაწყვეტილი ჩემს მეგობარ მინდია ქიტიაშვილთან ერთად, რომელშიც წაკითხული იქნება როგორც გიას ლექსები, ისე მისადმი მიძღვნებიც. მე და მინდია რამდენი წლის განმავლობაში ერთ თეატრში ვმოღვაწეობდით (კონკრეტულად გეპეის თეატრში), ვნახოთ რა გამოვა.
33 წლის წინ...

9. ლექსი კარგია და ყველა კომენტარს ვეთანხმები ლექსი კარგია და ყველა კომენტარს ვეთანხმები
8. ტრაგიკული ადამიანი...კარგია,რომ გაიხსენეთ + + ტრაგიკული ადამიანი...კარგია,რომ გაიხსენეთ + +
7. ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება! მართლაც ტრაგიკული პიროვნება იყო... ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება! მართლაც ტრაგიკული პიროვნება იყო...
6. პირველ კომენტარს ვეთანხმები.+2 პირველ კომენტარს ვეთანხმები.+2
5. გია ფერაძე ძალიან ლამაზ ლექსებს წერდა(კარგი მსახიობი რომ იყო ეს სხვაა),არა მგონია ასეთი სულის კაცი მკვლელი იყოს.
ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.
დიდი მადლობა მისი გახსენებისთვის. გია ფერაძე ძალიან ლამაზ ლექსებს წერდა(კარგი მსახიობი რომ იყო ეს სხვაა),არა მგონია ასეთი სულის კაცი მკვლელი იყოს.
ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.
დიდი მადლობა მისი გახსენებისთვის.
4. ძალიან კარგია, ++ ძალიან კარგია, ++
3. ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება
ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება
2. ჩემი აზრით ასეთი ადამიანების გახსენება აუცილებელია, ამასთან ვეთანხმები ნემეს კომენტარს. მომეწონა. ++ ჩემი აზრით ასეთი ადამიანების გახსენება აუცილებელია, ამასთან ვეთანხმები ნემეს კომენტარს. მომეწონა. ++
1. გია ფერაძე ზოგს მსხვერპლად მიაჩნია,ზოგს-დამნაშავედ,მაგრამ ერთი რამ უეჭველია-ესაა ტრაგიკული ადამიანი,რომლის ნიჭიც ციხის პირქუშ კედლებში დაიმარხა და ვერც პირად ცხოვრებაში გაიხარა... დიდსულოვანი ადამიანი ხარ ,ოთარ...კიდეც მომეწონა,კიდეც მეტკინა :( გია ფერაძე ზოგს მსხვერპლად მიაჩნია,ზოგს-დამნაშავედ,მაგრამ ერთი რამ უეჭველია-ესაა ტრაგიკული ადამიანი,რომლის ნიჭიც ციხის პირქუშ კედლებში დაიმარხა და ვერც პირად ცხოვრებაში გაიხარა... დიდსულოვანი ადამიანი ხარ ,ოთარ...კიდეც მომეწონა,კიდეც მეტკინა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|