ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


ჩემო სამეგრელო

აალებავ სანთლის
ანანთებო ზეცად, ,
ჩემო სამეგრელოვ,
ჩემო გულის ძგერავ!
მთვარევ ,მოკამკამევ
ღამევ თუთარჩელავ!
ოი, ნანა,დედა,
ჩელა საჩეჩელა.

სურნელებავ მიწის
დადენილო ცრემლად,
ნარინჯების ტალღავ,
მოდებულო ცეცხლად.
მზის ბორჯღალო ფერო
ანანთებო ველად.
ოი,დედა,ნანა.
ჩელა საჩეჩელა.

ოქროს ბუდენაკრავ
მოსარკულო ცაო,
ალმას ვარაყ თვალო,
მონაბერო ქარო.
აფეთქებულ ხეთა
ჩამოთლილო ლალო,
სადედოფლო კაბავ,
ფარჩავ გაზაფხულო!

ფერო, დარო,ფერად,
ზღვაო, გადამფერავ
თავწაკრული დედის
იავნანიოს სმენავ.
ოი,დედა, ჩელა,
ნანა, საჩეჩელა,
ჩემო სამეგრელოვ
მზესავით რომ ელავ.

დაჩითული კაბის
შარავ,ბილიკ-შარავ,
აკეცილი შარვლის
სახლო, ოდა კარად,
მოფრიალე კალთის
ღობე,ეზო-ბაღად,
კორომ-კორომ ცალად
ოი,დედა,ნანა.

ჩვილის ღიმილნარევ
გადაკრულო არტახ,
ჩამოშლილო თმებო,
დალალების ტალღავ.
დარწეული აკვნის
აზელილო ზღაპარს
ოი,საჩეჩელა,
მთვარევ თუთარჩელა.

--------------------------------
ოი,დედა ,ნანა,
ჩელა,საჩეჩელა,
ჩემო სამეგრელოვ!
ჩემო გულის ძგერავ!
2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები