ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2014


ვერ დამაბრალებ (კესანები)

ფიქრისგაუმხელად მესალმები,
თვალებშიც, რატომღაც, არ მიყურებ,
მახსოვს, ბავშვობაში, კესანების,
როგორ მპირდებოდი თაიგულებს.
ცისკრის ღიმილი რომ დამაბარო,
ნამით შეგიგროვებ და მოგიტან,
გინდა ერთგულება დამავალო?!
სულში მაქვს გამჯდარი ბავშვობიდან.
ახლა აკიდოებს ცვარად ადევს
ფერმკრთალი დღეების ნათითური.
სანამდე ამ კარსაც ჩარაზავდეს
ზამთარი,
იქნება დამიბრუნდე.
ზმანებებს თუ შენით გავათენებ,
ქარებს გადავლახავ,
ქარიშხლიანს,
და იქნებ გრძნობებიც გადავღვარო,
მიუსაფრობას რომ განიცდიან.
რომ მერე გაზაფხულს შევხვდეთ ერთად,
თეთრ-მწვანე ენძელებზე ფიფქებს ნადნობს,
რომ მერე ცისთვალა კესანებსაც
დაგვიანებული ფიცი ვანდოთ.
მერე - სიახლოვე შემაპარო
ატმის სურნელების ნიაღვარად.
ვინ იცის,
ის წლებიც გადავყარო,
ფერებწართმეული ფოტოს დარად.
ინატრე,
გულებმა ხეტიალი
კვლავაც ერთდროულად გააგრძელონ,
მუდამ შავ ზღვასავით ფეთიანი
სუნთქვა დავუკოცნოთ საქართველოს.
სულგაშლილ
ლექსებსაც მოგიყვები,
ლექსებით ერთმანეთს როგორ ვგავართ,
მხოლოდ გვაშორებენ ღამეები,
მე ვერ დამაბრალებ ოღონდ ღალატს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები