ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2014


ოთხი ოთახი

***
ვზივარ ოთახში დუმან ხატები
საწოლს ამჩნია კვალი ქარიშხლის
მე ვარსკვლავებად გავიფანტები
და გაზაფხულის კარავს გავიშლი

***
ოთახი მოკვდავ ლექსის მარაბდა
მოსილი ლავით აზრთა ქაოსით
ოთახში ვდგავარ როგორც კარადა
კარადა სავსე ძველი სამოსით
***
არ დამეძინა გარეთ ვიღაც პირქვე ხოხავდა
და ძველ ჯიბიდან ეყრებოდა ოქროს ხურდები
ფხოჭნიდა მიწას განიცდიდა მძიმედ ოხრავდა
არვინ სჩიოდა ფულს ხიკავდნენ ხარბი ქურდები

***
ვეღარ ძლევს გული პატარა მიკრობს
ერთ დროს მსოფლიო ომის ამტანი
ვზივარ თითქოს ოთახიც ფიქრობს
ოთახი სადაც მებრძვის ზამთარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები