 | ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: პოეზია 10 აპრილი, 2014 |
ავტოპორტრეტი
ღამე დუმილით მოინელებს მწარე სტრიქონებს, არაფერია - ჩასჩურჩულებს ფანჯრებს ნიავი, ზიხარ და ისევ უსარგებლო წარსულს იგონებ, უღიმი იღბალს და სულელზე უფრო მიამიტ
მზერას ატარებ, შემოგაცვდა ყველა ნიღაბი, შენი წარსული შენს ხასიათს აღარ ედრება, ყველა ოცნება გამორიყე, ნაპირს მიაბი, დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად;
რადგან არ იცი რა შესთხოვო აწი ხვალისთვის, წუთისოფელი უკვე ბინად აღარ გყოფნის და კვლავ მუხლმოყრილი აუტანელ ტკივილს განიცდი, მხოლოდ და მხოლოდ პატიებას ითხოვ უფლისგან.
ემიგრანტული (საქართველოს)
ჩვენ ისევ ერთმანეთს მოველით მდუმარედ, შენ უკვე ცივად და მე უფრო ეჭვებით, ბავშვობის ოცნება, მასას რომ ვუმალეთ, ჩამალპა სულში და რეალიზმს ვეჩვევი.
შენ ჩემთვის პატარა სამოთხე აღარ ხარ და ხვდები - არც მე ვარ გმირობის ჩამდენი, რამდენი იარა უსისხლოდ შემახმა და სისხლად იცლება ჯერ კიდევ რამდენი.
ნასისხლი თვალებით გიყურებ შორიდან და ისევ ერთმანეთს მოველით მდუმარედ, მე შენთვის - კაენის მოკლული შვილი და შენ ჩემთვის - ყვავების გათხრილი სამარე.
###
ყოველი დილა იწყებოდა ბებიას ლოცვით, მერე ბოსელში გაისმოდა წყევლა მისივე; პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
და ისე ნელა მიდიოდა დღეები მაშინ, როგორც კამეჩი საღამოს და პატარა ბიჭი... და ისე სწრაფად გაიელვა ბავშვობამ მთაში, რომ საუბარი კი არა და აღდგენა მიჭირს.
ახლა დღეები კვლავ იწყება ბებიას ლოცვით, მაგრამ ხმაური აღარ ისმის დაკეტილ სახლთან და იმ დღესავით მეძალება ცრემლები, როცა ძროხები ადრე მოვიდნენ და "დოვლეთა" აკლდა.
ეგოისტური
არაფრით გავხარ ჩემს წარსულს და მით უფრო აწმყოს, არა და ვატყობ - მომავალსაც არ უჩანს პირი, მე მაინც გულში იმედებზე იმედებს ვაწყობ, სიზმარში ისევ ბოლო ხმაზე შენს სახელს ვყვირი.
ეს მოთმინებაც როგორ უცებ ამაღლდა სულში, შენს გულგრილობას მერამდენედ დუმილით ვიტან, ყველა დიალოგს გადავხედე ფიქრებში გუშინ და მივხვდი, ისევ მე გაქციე სანუკვარ მითად.
რახან ასეა და ეს “ასე”-ც ეჭვქვეშ დგას რახან, ყველაფერი რომ გამხდომია საანგარიშო, შემხედე შენც და თუ კი რამე მიზეზს მონახავ ჩემთან დარჩენის, ისევ თავად უნდა მანიშნო.
მონანიება
გადავიფიქრე ოცნებები, შემინდე ღმერთო, ასე უაზრო ფიქრები რომ მომქონდა შენთან, ცაზე რამდენი მოწყვეტილი ვარსკვლავი ენთო და მე უგნურმა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,
ო, მაპატიე უსაფუძვლო შეშფოთებანი, ის უნდობლობა მაპატიე - სასოწარკვეთა, ყალბი ლოცვების ყველა მუხლი, ყველა ლებანი, სიყვარულები მაპატიე სულის მტანჯველთა.
ყველა ვედრება მაპატიე, ყოველი სიტყვა, კვლავ მუხლმოყრილი შენს წინაშე ვდგავარ, ხსნას ველი და მარტო შენი უწმინდესი სახელი მიყვარს, დანარჩენი კი მიყვარს მხოლოდ შენი სახელით.
ისე, ჩემთვის...
გაცვეთილ ფრაზებს იმეორებ უკვე ყოველდღე, ვერც კი შენიშნე, რომ არავის აღარ აოცებს; წარსულიანად, ლექსიანად ყველას მობეზრდი და განისვენებ ჩამქრალ ჭორთა სასაფლაოზე.
წლები გავიდა, შენ კი ისევ იფხან იარებს, ჯერ პატარა ვარ - კვლავ ამშვიდებ ნაღვლიან დედას და ხვდები, თუმცა ერთხელაც კი ვერ აღიარე, რომ ვერ პატიობ თავს მაშინდელ დაგვიანებას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. მე ვერცერთმა ვერ მომხიბლა მაგალითად. დღეს რაც წავიკითხე იმათ აშკარად ჟობდა ყველას. წარმატებები მე ვერცერთმა ვერ მომხიბლა მაგალითად. დღეს რაც წავიკითხე იმათ აშკარად ჟობდა ყველას. წარმატებები
40. პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
ეს ძაან კაია.. პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
ეს ძაან კაია..
39. პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
ეს ძაან კაია.. პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
ეს ძაან კაია..
37. ++ ( ქვევით დადებითი კომენტარები ) ++ ( ქვევით დადებითი კომენტარები )
36. კარგად წერთ. კარგად წერთ.
35. ბოლო განსაკუთრებით..++++++++ ბოლო განსაკუთრებით..++++++++
34. რა კარგი ლექსები იყო :) თბილი რითმები, ნათელი აზრი :) 2+ ჯერ მარტო ეს შემიძლია :/ რა კარგი ლექსები იყო :) თბილი რითმები, ნათელი აზრი :) 2+ ჯერ მარტო ეს შემიძლია :/
33. ვიფიქრე თანდათან გავეცნობი მეთქი და სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე ლექსი დამხვდა თეა თეაკო.
ჭურიპირო ახალ ლექსებს ითხოვს ხალხი! :)) ვიფიქრე თანდათან გავეცნობი მეთქი და სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე ლექსი დამხვდა თეა თეაკო.
ჭურიპირო ახალ ლექსებს ითხოვს ხალხი! :))
32. შემხედე შენც და თუ კი რამე მიზეზს მონახავ ჩემთან დარჩენის, ისევ თავად უნდა მანიშნო.
ვიფიქრე თანდათან გავეცნობი მეთქი და სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე ლექსი დამხვდა
შემხედე შენც და თუ კი რამე მიზეზს მონახავ ჩემთან დარჩენის, ისევ თავად უნდა მანიშნო.
ვიფიქრე თანდათან გავეცნობი მეთქი და სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე ლექსი დამხვდა
31. ყოველი დილა იწყებოდა ბებიას ლოცვით, მერე ბოსელში გაისმოდა წყევლა მისივე; პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
და ისე ნელა მიდიოდა დღეები მაშინ, როგორც კამეჩი საღამოს და პატარა ბიჭი... და ისე სწრაფად გაიელვა ბავშვობამ მთაში, რომ საუბარი კი არა და აღდგენა მიჭირს.
ახლა დღეები კვლავ იწყება ბებიას ლოცვით, მაგრამ ხმაური აღარ ისმის დაკეტილ სახლთან და იმ დღესავით მეძალება ცრემლები, როცა ძროხები ადრე მოვიდნენ და "დოვლეთა" აკლდა.
არაფერ შუაშია ალბათ, მაგრამ გოდერძი ჩოხელის მოთხრობებთან ,,დამლინკა" თინა და თუნა მაგალითად ან .. ბევრი კიდე ... თბილია სოფელი ყოველი დილა იწყებოდა ბებიას ლოცვით, მერე ბოსელში გაისმოდა წყევლა მისივე; პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.
და ისე ნელა მიდიოდა დღეები მაშინ, როგორც კამეჩი საღამოს და პატარა ბიჭი... და ისე სწრაფად გაიელვა ბავშვობამ მთაში, რომ საუბარი კი არა და აღდგენა მიჭირს.
ახლა დღეები კვლავ იწყება ბებიას ლოცვით, მაგრამ ხმაური აღარ ისმის დაკეტილ სახლთან და იმ დღესავით მეძალება ცრემლები, როცა ძროხები ადრე მოვიდნენ და "დოვლეთა" აკლდა.
არაფერ შუაშია ალბათ, მაგრამ გოდერძი ჩოხელის მოთხრობებთან ,,დამლინკა" თინა და თუნა მაგალითად ან .. ბევრი კიდე ... თბილია სოფელი
30. რადგან არ იცი რა შესთხოვო აწი ხვალისთვის, წუთისოფელი უკვე ბინად აღარ გყოფნის და კვლავ მუხლმოყრილი აუტანელ ტკივილს განიცდი, მხოლოდ და მხოლოდ პატიებას ითხოვ უფლისგან. 55555++ რადგან არ იცი რა შესთხოვო აწი ხვალისთვის, წუთისოფელი უკვე ბინად აღარ გყოფნის და კვლავ მუხლმოყრილი აუტანელ ტკივილს განიცდი, მხოლოდ და მხოლოდ პატიებას ითხოვ უფლისგან. 55555++
29. კარგებია +5 კარგებია +5
27. საქართველოვ, ჩემო დედანატირებო სამშობლოვ, მე შენთვის ვარ კაენის მოკლული შვილი, შვილი რომელიც კაენმა მოგიკლა, ანუ ძმამ.
ყვავების გათხრილ სამარეს რაც შეეხება, ისლამის მიხედვით კაენს საფლავის გათხრის მაგალითი ყვავებმა უჩვენეს, ანუ მაგალითისთვის ერთმა ყვავმა მეორე მოკლა და მერე დამარხა. ასე ისწავლა პირველმა ადამიანმა, რომ მიცვალებული უნდა დაიმარხოს მიწაში.
რამდენი რამე გიდევს ამ ლექსში ჭურიპირო შენ? ისეთ ხასიათზე ვარ ახლა, წავედი ჩამოვისხი საფერავი და მივუჯექი დოსტოევსკის, კარამაზოვები გადის "ტივი"-ში და ვერ გამოვტოვებ.:) საქართველოვ, ჩემო დედანატირებო სამშობლოვ, მე შენთვის ვარ კაენის მოკლული შვილი, შვილი რომელიც კაენმა მოგიკლა, ანუ ძმამ.
ყვავების გათხრილ სამარეს რაც შეეხება, ისლამის მიხედვით კაენს საფლავის გათხრის მაგალითი ყვავებმა უჩვენეს, ანუ მაგალითისთვის ერთმა ყვავმა მეორე მოკლა და მერე დამარხა. ასე ისწავლა პირველმა ადამიანმა, რომ მიცვალებული უნდა დაიმარხოს მიწაში.
რამდენი რამე გიდევს ამ ლექსში ჭურიპირო შენ? ისეთ ხასიათზე ვარ ახლა, წავედი ჩამოვისხი საფერავი და მივუჯექი დოსტოევსკის, კარამაზოვები გადის "ტივი"-ში და ვერ გამოვტოვებ.:)
26. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას...
მაგდალენა ბეი თქვენს შენიშვნებს რაც შეეხება, "ძროხების" ამბავში ვერ დაგეთანხმებით, ძროხის სინონიმი ნამდვილად არ მეგულება ქართულში. ნამდვილად ძროხები მოვიდნენ ნაადრევად, ნადირს გამოექცნენ, ჩემი დოვლეთაც ძროხა იყო და ის სხვებზე ნელი აღმოჩნდა :)) მოკლედ ძროხა ქვია ამ ლამაზთვალება ცხოველს (ცხოველიც ქვია) და სულაც არ სწყინს ხოლმე ასე რომ მივმართავ :)) ანუ ამ შემთხვევაში ძროხა არაა უხეში მიმართვა :)) ეგ სიტყვა ქართულში საიდან გაჩნდა და სხვა ზუსტი შესატყვისი რატომ არ მოეძებნება ეგ აღარ ვიცი. )) "იფხან იარებს" - იარა მაშინ გექავება როცა მორჩენის პირასაა, მაგრამ თუ მოიფხან შეიძლება გაგიუარესდეს, ამით უბრალოდ იმ მომენტის აღწერა მინდოდა, წლებია რომ თითქოს გადაივიწყა წარსული და მაინც იმდენს ფიქრობს ყოველდღე უახლდება განცდები) აქვე გეტყვით რომ არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ლექსში სულ ლამაზი და სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები უნდა იყოს, ჩემი აზრით ბილწი სიტყვების გამოყენებაც კი დასაშვებია თუ შესაბის მომენტში გამოიყენებ :) ნასისხლ თვალებზე საერთოდ ვერ დაგეთანხმეთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მარტო ჩემი აზრი მიმაჩნია სწორად, უბრალოდ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ და სხვებიც თავისას იტყვიან. ბოლოს - ჩამქრალი ჭორები ალბათ უფრო შინაარსულად არ მოგეწონათ თორემ არამგონია უხეშად ჟღერდეს, ამიტომ გავმარტავ აქვე: ჩამქრალი ჭორების გამოყენებით უბრალოდ იმ ადამიანის მდგომარეობის ასახვა მინდოდა რომელიც ერთ დროს ყურადღების ცენტრში იყო და ახლა აღარავის აინტერესებს. და თუ მეტყვით, რომ არასწორია, როცა ადამიანს ყურადღების სურვილი კლავს და აქვე ნიკო სამადაშვილის ამ სტროფსაც მომიტანთ:
"რა ოხრად გინდა ყველამ შენზე ილაპარაკოს, გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს, არ გირჩევნია ისე ჩუმად გადაიკარგო, რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?"
მაშინ მე გეტყვით, რომ თქვენ მართალი ხართ :))
გულწრფელი მადლობა, დრო რომ დაუთმეთ ჩემს ნაწერებს, ასევე მადლობა შეფასებისათვის და სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს არგუმენტებსაც, თუ მოიტანთ რა თქმა უნდა. :) პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას...
მაგდალენა ბეი თქვენს შენიშვნებს რაც შეეხება, "ძროხების" ამბავში ვერ დაგეთანხმებით, ძროხის სინონიმი ნამდვილად არ მეგულება ქართულში. ნამდვილად ძროხები მოვიდნენ ნაადრევად, ნადირს გამოექცნენ, ჩემი დოვლეთაც ძროხა იყო და ის სხვებზე ნელი აღმოჩნდა :)) მოკლედ ძროხა ქვია ამ ლამაზთვალება ცხოველს (ცხოველიც ქვია) და სულაც არ სწყინს ხოლმე ასე რომ მივმართავ :)) ანუ ამ შემთხვევაში ძროხა არაა უხეში მიმართვა :)) ეგ სიტყვა ქართულში საიდან გაჩნდა და სხვა ზუსტი შესატყვისი რატომ არ მოეძებნება ეგ აღარ ვიცი. )) "იფხან იარებს" - იარა მაშინ გექავება როცა მორჩენის პირასაა, მაგრამ თუ მოიფხან შეიძლება გაგიუარესდეს, ამით უბრალოდ იმ მომენტის აღწერა მინდოდა, წლებია რომ თითქოს გადაივიწყა წარსული და მაინც იმდენს ფიქრობს ყოველდღე უახლდება განცდები) აქვე გეტყვით რომ არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ლექსში სულ ლამაზი და სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები უნდა იყოს, ჩემი აზრით ბილწი სიტყვების გამოყენებაც კი დასაშვებია თუ შესაბის მომენტში გამოიყენებ :) ნასისხლ თვალებზე საერთოდ ვერ დაგეთანხმეთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მარტო ჩემი აზრი მიმაჩნია სწორად, უბრალოდ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ და სხვებიც თავისას იტყვიან. ბოლოს - ჩამქრალი ჭორები ალბათ უფრო შინაარსულად არ მოგეწონათ თორემ არამგონია უხეშად ჟღერდეს, ამიტომ გავმარტავ აქვე: ჩამქრალი ჭორების გამოყენებით უბრალოდ იმ ადამიანის მდგომარეობის ასახვა მინდოდა რომელიც ერთ დროს ყურადღების ცენტრში იყო და ახლა აღარავის აინტერესებს. და თუ მეტყვით, რომ არასწორია, როცა ადამიანს ყურადღების სურვილი კლავს და აქვე ნიკო სამადაშვილის ამ სტროფსაც მომიტანთ:
"რა ოხრად გინდა ყველამ შენზე ილაპარაკოს, გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს, არ გირჩევნია ისე ჩუმად გადაიკარგო, რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?"
მაშინ მე გეტყვით, რომ თქვენ მართალი ხართ :))
გულწრფელი მადლობა, დრო რომ დაუთმეთ ჩემს ნაწერებს, ასევე მადლობა შეფასებისათვის და სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს არგუმენტებსაც, თუ მოიტანთ რა თქმა უნდა. :)
25. ვაჰ მშვენიერი ლექსებია,რატო არ ვიყავი მე აქ?! მონანიება განსაკუთრებულია. 555 და წარმატებები ავტორს.ხშირად მოვალ აქ. ვაჰ მშვენიერი ლექსებია,რატო არ ვიყავი მე აქ?! მონანიება განსაკუთრებულია. 555 და წარმატებები ავტორს.ხშირად მოვალ აქ.
24. მრავალფეროვნება იგრძნობა...თემაც გულწრფელად მოაქვს ავტორს. "ცივი და ეჭვიანი შეხვედრაც" ძალიან რეალურია. მესმის ჭურიპირის, მაგრამ ვფიქრობ, სიტყვა "ძროხებს", "იფხან იარებს" პროზა უფრო იტანს, ვიდრე პოეზია. "ნასისხლი თვალები"-ც უკარგავს სხივს ლექსს. ვერც "ჩამქრალ ჭორებს" მივესალმები. მხოლოდ კეთილი სურვილებით... მრავალფეროვნება იგრძნობა...თემაც გულწრფელად მოაქვს ავტორს. "ცივი და ეჭვიანი შეხვედრაც" ძალიან რეალურია. მესმის ჭურიპირის, მაგრამ ვფიქრობ, სიტყვა "ძროხებს", "იფხან იარებს" პროზა უფრო იტანს, ვიდრე პოეზია. "ნასისხლი თვალები"-ც უკარგავს სხივს ლექსს. ვერც "ჩამქრალ ჭორებს" მივესალმები. მხოლოდ კეთილი სურვილებით...
23. მე შენთვის - კაენის მოკლული შვილი და შენ ჩემთვის - ყვავების გათხრილი სამარე.
კარგი ლექსებია...5 მე შენთვის - კაენის მოკლული შვილი და შენ ჩემთვის - ყვავების გათხრილი სამარე.
კარგი ლექსებია...5
22. მე შენთვის - კაენის მოკლული შვილი და შენ ჩემთვის - ყვავების გათხრილი სამარე.
კარგი ლექსებია...5 მე შენთვის - კაენის მოკლული შვილი და შენ ჩემთვის - ყვავების გათხრილი სამარე.
კარგი ლექსებია...5
21. "პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს."
მაგარია ძალიან. :) "პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს."
მაგარია ძალიან. :)
20. ყველა ოცნება გამორიყე, ნაპირს მიაბი, დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად; ---------------------------------------------------------------- შენ ჩემთვის პატარა სამოთხე აღარ ხარ და ხვდები - არც მე ვარ გმირობის ჩამდენი. --------------------------------------------------------------------- გაცვეთილ ფრაზებს იმეორებ უკვე ყოველდღე, ვერც კი შენიშნე, რომ არავის აღარ აოცებს; წარსულიანად, ლექსიანად ყველას მობეზრდი და განისვენებ ჩამქრალ ჭორთა სასაფლაოზე.
წლები გავიდა, შენ კი ისევ იფხან იარებს, ჯერ პატარა ვარ - კვლავ ამშვიდებ ნაღვლიან დედას და ხვდები, თუმცა ერთხელაც კი ვერ აღიარე, რომ ვერ პატიობ თავს მაშინდელ დაგვიანებას. ყველა ოცნება გამორიყე, ნაპირს მიაბი, დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად; ---------------------------------------------------------------- შენ ჩემთვის პატარა სამოთხე აღარ ხარ და ხვდები - არც მე ვარ გმირობის ჩამდენი. --------------------------------------------------------------------- გაცვეთილ ფრაზებს იმეორებ უკვე ყოველდღე, ვერც კი შენიშნე, რომ არავის აღარ აოცებს; წარსულიანად, ლექსიანად ყველას მობეზრდი და განისვენებ ჩამქრალ ჭორთა სასაფლაოზე.
წლები გავიდა, შენ კი ისევ იფხან იარებს, ჯერ პატარა ვარ - კვლავ ამშვიდებ ნაღვლიან დედას და ხვდები, თუმცა ერთხელაც კი ვერ აღიარე, რომ ვერ პატიობ თავს მაშინდელ დაგვიანებას.
19. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს მუხაო )
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას... ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს მუხაო )
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას...
18. მე პატივს ვცემ თქვენ უფლებას, წაშლა-აღდგენა , რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ,
თუმცა მე ყველა ლექსი წაკითხული მაქვს, შეფასებული და ჩემი სუბიექტური აზრიც დაფიქსირებული! დაველოდები ახალ ნაწარმოებს. მე პატივს ვცემ თქვენ უფლებას, წაშლა-აღდგენა , რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ,
თუმცა მე ყველა ლექსი წაკითხული მაქვს, შეფასებული და ჩემი სუბიექტური აზრიც დაფიქსირებული! დაველოდები ახალ ნაწარმოებს.
17. მე ვხედავ ნიჭს :) მე ვხედავ ნიჭს :)
16. ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
10 აპრილი, 2014 ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
10 აპრილი, 2014
15. მე დღეს მინდა აქ გავჩერდე.
ისე, ჩემთვის...
გაცვეთილ ფრაზებს იმეორებ უკვე ყოველდღე, ვერც კი შენიშნე, რომ არავის აღარ აოცებს; წარსულიანად, ლექსიანად ყველას მობეზრდი და განისვენებ ჩამქრალ ჭორთა სასაფლაოზე.
წლები გავიდა, შენ კი ისევ იფხან იარებს, ჯერ პატარა ვარ - კვლავ ამშვიდებ ნაღვლიან დედას და ხვდები, თუმცა ერთხელაც კი ვერ აღიარე, რომ ვერ პატიობ თავს მაშინდელ დაგვიანებას.
წარმატებები ნიჭიერს. მე დღეს მინდა აქ გავჩერდე.
ისე, ჩემთვის...
გაცვეთილ ფრაზებს იმეორებ უკვე ყოველდღე, ვერც კი შენიშნე, რომ არავის აღარ აოცებს; წარსულიანად, ლექსიანად ყველას მობეზრდი და განისვენებ ჩამქრალ ჭორთა სასაფლაოზე.
წლები გავიდა, შენ კი ისევ იფხან იარებს, ჯერ პატარა ვარ - კვლავ ამშვიდებ ნაღვლიან დედას და ხვდები, თუმცა ერთხელაც კი ვერ აღიარე, რომ ვერ პატიობ თავს მაშინდელ დაგვიანებას.
წარმატებები ნიჭიერს.
14. ჰოო, აშკარად იგრძნობა სითბო :)
მახსოვს აქ "კაენის მოკლული შვილის" გამო ჯვარზე კინაღამ რომ გაგაკრეს :)
და "დოვლეთაც " რა კარგად დამამახსოვრდა..
ჰოო, აშკარად იგრძნობა სითბო :)
მახსოვს აქ "კაენის მოკლული შვილის" გამო ჯვარზე კინაღამ რომ გაგაკრეს :)
და "დოვლეთაც " რა კარგად დამამახსოვრდა..
13. დიდი მადლობა ყვლას... ურაკზე ძალიან დამთბარა :)))) დიდი მადლობა ყვლას... ურაკზე ძალიან დამთბარა :))))
12. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
11. კარგებია.++ კარგებია.++
10. ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
10 აპრილი, 2014 წაშლილები მაინც არ შეესაბამება სიმართლეს.მოუფიქრე რამე სხვა სახელი, რაც უფრო ახლოსაა სათქმელთან.:) კარგია რომ დაუბრუნდი საიტს და სიკეთე შენ
ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
10 აპრილი, 2014 წაშლილები მაინც არ შეესაბამება სიმართლეს.მოუფიქრე რამე სხვა სახელი, რაც უფრო ახლოსაა სათქმელთან.:) კარგია რომ დაუბრუნდი საიტს და სიკეთე შენ
9. დაბრუნებას გილოცავ)) სიკეთე შენ. დაბრუნებას გილოცავ)) სიკეთე შენ.
8. ხუთი ქულით ვაფასებ ჭურიპირის ყველა ლექსს, წაკითხულიც მქონდა და შეფასებულიც თავის დროზე, მაგრამ გადავწყვიტე ისევ დამეწერა ხუთი ქულა. ადრე ჯამში 30 ქულა გერგო ჩემგან, ახლა უფრო ეკონომიურად გამომივიდა, ექვს ლექსში ერთი ხუთი ქულა დაგიწერე.
ვაღიარებ რომ ძალიან, ძალიან ნიჭიერი ხარ ჭურიპირო, უზადოდ ფლობ სიტყვას, კალამს და ემოციას.
იმედია სიფიცხეს აღარ გამოიჩენ და აღარ წაშლი რამეს, თუმცა იმასაც აღვინშნავ, რომ შენი თითქმის იდეალური პატიოსნება
ურთიერთობებში ყველასთვის მისაბაძია, პირადად ჩემთვისაც კი...
გმადლობთ რომ დაბრუნდი და ეს მართლა მშვენიერი პოეზია რომ დაგვიბრუნე მზის სხივების მწყემსო.
პატივისცემით
ხუთი ქულით ვაფასებ ჭურიპირის ყველა ლექსს, წაკითხულიც მქონდა და შეფასებულიც თავის დროზე, მაგრამ გადავწყვიტე ისევ დამეწერა ხუთი ქულა. ადრე ჯამში 30 ქულა გერგო ჩემგან, ახლა უფრო ეკონომიურად გამომივიდა, ექვს ლექსში ერთი ხუთი ქულა დაგიწერე.
ვაღიარებ რომ ძალიან, ძალიან ნიჭიერი ხარ ჭურიპირო, უზადოდ ფლობ სიტყვას, კალამს და ემოციას.
იმედია სიფიცხეს აღარ გამოიჩენ და აღარ წაშლი რამეს, თუმცა იმასაც აღვინშნავ, რომ შენი თითქმის იდეალური პატიოსნება
ურთიერთობებში ყველასთვის მისაბაძია, პირადად ჩემთვისაც კი...
გმადლობთ რომ დაბრუნდი და ეს მართლა მშვენიერი პოეზია რომ დაგვიბრუნე მზის სხივების მწყემსო.
პატივისცემით
7.
ბევრი კარგი და მონათესავე ფრაზაა აქ ჩემთვის ^_^ სამწუხაროდ მხოლოდ ორი პლიუსი მაქვს და პირველად ვწუხვარ ამაზე :D :D :D ++
ბევრი კარგი და მონათესავე ფრაზაა აქ ჩემთვის ^_^ სამწუხაროდ მხოლოდ ორი პლიუსი მაქვს და პირველად ვწუხვარ ამაზე :D :D :D ++
6. ძალიან არეულად კი დამიკომენტარებია, მაგრამ მთავარია მიმიხვდა ავტორი :)) ძალიან არეულად კი დამიკომენტარებია, მაგრამ მთავარია მიმიხვდა ავტორი :))
5. ძალიან კარგი ფრაზები ვიპოვნე აქ .
მომეწონა! ძალიან კარგი ფრაზები ვიპოვნე აქ .
მომეწონა!
4. მინდოდა, რამე საინტერესო კომენტარი დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე. ალბათ იმიტომ, რომ ავტორმა ისედაც კარგად იცის ჩემი აზრი. 5-ს დავწერ პირდაპირ. მინდოდა, რამე საინტერესო კომენტარი დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე. ალბათ იმიტომ, რომ ავტორმა ისედაც კარგად იცის ჩემი აზრი. 5-ს დავწერ პირდაპირ.
3. დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად - დაგეთანხმე და ჩავასწორე უკვე, ნიღბებს კი აღარაფერი ეშველება :)) მადლობელი :) დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად - დაგეთანხმე და ჩავასწორე უკვე, ნიღბებს კი აღარაფერი ეშველება :)) მადლობელი :)
2. წაშლილები აღსდგა-ანუ ჭურიპირი დაბრუნდა! მოხვედ მშვიდობით....და მოწონება ამ ლექსებს +++++++ წაშლილები აღსდგა-ანუ ჭურიპირი დაბრუნდა! მოხვედ მშვიდობით....და მოწონება ამ ლექსებს +++++++
1. მესამე ყველაზე უფრო, ალბათ ჩემთვის ახლობელი განცდები მოაქვს და იმიტომ, ადრეც ვთქვი და ფიინალზე იგივე აზრზე ვრჩები ისევ :)
კიდევ, ავტოპორტრეტიც გამოვარჩიე და ერთი რჩევა, თუ გაითვალისწინებთ:
მზერას ატარებ, შემოგაცვდა ყველა ნიღაბი, შენი წარსული შენს ხასიათს აღარ ედრება, ყველა ოცნება გამორიყე, ნაპირს მიაბი, მეორე სტროფში აქ ნიღბებს შევცვლიდი, იმიტომ რომ ხშირად წერენ ნირბებზე და გაცვდა და კიდევ ბოლო ფრაზა ცუდათ იკითხება
დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად - უკვე ასე რომ ჩასვა მგონი უფრო ირაკრაკებს :)
მესამე ყველაზე უფრო, ალბათ ჩემთვის ახლობელი განცდები მოაქვს და იმიტომ, ადრეც ვთქვი და ფიინალზე იგივე აზრზე ვრჩები ისევ :)
კიდევ, ავტოპორტრეტიც გამოვარჩიე და ერთი რჩევა, თუ გაითვალისწინებთ:
მზერას ატარებ, შემოგაცვდა ყველა ნიღაბი, შენი წარსული შენს ხასიათს აღარ ედრება, ყველა ოცნება გამორიყე, ნაპირს მიაბი, მეორე სტროფში აქ ნიღბებს შევცვლიდი, იმიტომ რომ ხშირად წერენ ნირბებზე და გაცვდა და კიდევ ბოლო ფრაზა ცუდათ იკითხება
დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად - უკვე ასე რომ ჩასვა მგონი უფრო ირაკრაკებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|