ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2014


* * * (ხავსი)

ჩემთვის უჩვეულო ამბავია,-
ჯერ სათაური დაიბადა,
ლექსით კი მხოლოდ ახლა ვივსებ
ფილტრივით ფილტვებს
და სუნთქვა აღარ მეჩვენება იმდენად რთული,
რადგან დღეს ჩემი არარსებობა
შენს არსებობას სრულიად იტევს.

ჩემთვის ჩვეული ამბავი იყო
მეგრძნო, რომ მაკლდი,
სიცარიელეს ვაშენებდი
აგურ-აგურ და აგერ ქვაზე
მადლივით დამხვდი.

დრო არ მაქვს ფიქრის,
მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი,
თუ შენ სიყვარულს
ეგოიზმით მოვეჭიდები,
გაგანადგურებ.

წყლით ვივსებ ფილტვებს
და ის ფაქტი, რომ შენ იცოცხლებ,
თუნდაც უჩემოდ,
თუნდაც ქვაზე,
არარსებობის  გამართლებას
სათუოს არ ხდის.

მივუბრუნდები კვლავ სათაურს,-
ამ ცხოვრებაში ხელმოსაჭიდად
გმადლობ, რომ მახლდი.

        01:02
11.04.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები