 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 14 აპრილი, 2014 |
პირველი თავი
პიანისტი მხატვარი ტილო და პიანო შენ მხატვარი ხარ იქ, სადაც მე ვარ მარტოდ შენ წინაშე როგორც არასდროს...
წარბებქვეშიდან ამომზიანებულ, ნუშისებრ ჭრილში ჩასმულ ალმასივით მჭრელი მზერის შემყურეს, ძნელია დაიჯერო, რომ არ არსებობს მათ მიღმა სურვილები! როდესაც მთის კალთებს გაჰყურებ, ამწვანებულსა და აზვირთულს ცამდე, ძნელია არ გაახსენდეს ამაყად აწეული ყელი ხოხბისა და ჩამოვარცხნილი თმები ციდან ზღვისპირამდე, რომელიც ხელმარჯვნივ დაფენილა ტიალ იალაღზედ, მხარი მარცხენა კი გამოფენილა სწორედ ისე როგორსაც თავად მოდილიანი ძერწავდა ტილოზე... თითებზე ჩამოწყობილა ნერვთა სიმები, ფეთქავენ ხმაურით, რიტმულად, თითქოს ტამტამზე უკრავდეს სევდა სათქმელს დაგროვილს... აისის მიერ დაცვარულ თვალებს ვუმზერ გონმიხდილი და მხედავს! ჩამათბილდა, ჩამცქერის სულის მდელომდე და მზერას თან აყოლებს სურვილებს მდუმარეს, ჩვილსა და მიუსაფარს! წამწამებს ვხედავ ფახულას და ეს უმოძრაობა მკლავს... ორად გაყოფილ მდინარეს შენაკადები მრავლად ჩამოშლია ნაკადულებად. დაფერილ ტუჩებს შეუხსნიათ ოდნავ თასმები და იწვევენ წყურვილს მნახველში ეწაფონ წვეთებს წითელი ნაკადულისას. "თვალი თავხედიაო" - იტყვიან მავანნი და მართალსაც უბნობს მათი გონება. ჩამოვაგულმკერდე ისინი... ყელი თითბერივით მბრწყინავი და პრიალა... ხორბლისფერ სხეულს ეკვრის სამოსი - თეთრი პერანგი ღრუბლებს დაესესხა, მწვანე შარვალი მთამ უსახსოვრა, ყავისფერი ბერეტი კი მიწამ უანდერძა. ასე შემოსილს ტახტზე ჯერ უთამაშია და შემდეგ ზედ წამოწოლილს, კერტებ ამოფეთქილს თვლემა დაეწყო. შეხსნია თურმე ერთი ღილი ღიღილოსებრი, გადასწევია პერანგის ორივე მხარე და გულაღმა მზირალს მზის სხივები დასთამაშებდა ურცხვად... იქვე ტახტთან დგას მამაკაცი მორიდებით. ჩამოეფარა მზეს. ვერ აპატია სურვილთა კონა სხივებად გადმონაფრქვევი. ამ სიმარტოვეს ჰპატიობდა პიანისტი თავის მოწყალეს და კითხვებს ლამბავდა გონებაში უსასრულოდ. მზემ ზურგი ასწვა და დანებება არჩია პიანისტმა! „იქნებ დავუკრა?“ - გაიფიქრა და როიალს მიუხალოვდა, რომელიც ოთახის კუთხეში მედიდურად იწონებდა თავს. მასთან ახლოს მოლბერტი. მასზე სუფთა ტილო. ახსნა რა თავი როიალს, მზემ ახალი კონა სხივებისა მიუშვირა სიმებს. აბრჭყვიალდნენ და თავლისმომჭრელი ნათება ოთახში მიმოიფანტა. პიანისტმა თვალი თან გააყოლა სინათლის სიჩქარით და რა წამს ისევ მზერა მხატვარს სწვდა, სწრაფად დაჯდა სკამზე და დაკვრა დაიწყო. ოდნავ შეირხა საწყის ჰანგებზე თბილი სხეული და დაეფარა პერანგს ერთი კერტი დაუფოთლავი. ხელიც ჩამოცურდა ტახტის საზურგედან, დაეშვა რბილად მარცხენა ბარძაყზე. თითები შეთამაშდნენ ერთმანეთში და მალევე მიყუჩდნენ.
პიანისტი, მხოლოდ დღეს დაბრუნდა სახლში დიდი გასეირნებიდან, რომელიც საკუთარი თავისთვის თავად მოეწყო. ერთ კვირიანი მუშაობის შემდეგ შეუმჩნევლად შემოსულიყო საკუთარ სახლში სადაც... - მაესტრო, რატომ გაჩერდით? - მოულოდნელი კითხვისგან შეშინებული პიანისტი როიალს ხელით დაეყრდნო, რადგან თავი შეეკავებინა და შიშისგან სკამიდან არ ჩამოვარდნილიყო. - შემაშინეთ! - რატომ? - გოგოან წამოდგა. ფეხის ტერფი გაეშიშვლებინა და შიშველი ფეხის თითებით, თითქოს წყალზედ გადისო ისე, მოლბერტისკენ გაემართა. - მოდით, იმით დავიწყოთ თუ ვინ ბრძანდებით, შემდეგ კი მე გიპასუხებთ თუ რატომ შევწყვიტე დაკვრა. - ღილი ღიღილოსებრი შეიკრა გოგომ და მეორე კერტიც დაუფოთლავი ჩაიმალა ღრუბლისგან ნასესხებ პერანგში. - მე თქვენი მოწეფე ვარ. ის ჩემი მოლბერტია, რომელიც ყველგან თან დამაქვს. ესეც წერილი - სადაც თქვენი მონა-მორჩილი „ს“ გწერთ ჩემ შესახებ. - წერილი ჩანთიდან ამოიღო. ჩანთა კი იქვე მოლბერტთან იატაკზე დაედო თურმე. - „ს“? - დიახ! - გაუწოდა კონვერტი ახალგაზრდა ქალბატონმა, რაშიც საგულდაგულოდ დაეკეცა წერილი „ს“-ს. - წაიკითხავთ? “ძვირფასო მაესტრო! ჩემო მეგობარო და ძმაო! ეს ახალგაზრდა გოგო ჩემი შვილია.” - იქნებ ხმამაღლა წაიკითხოთ მაესტრო? - შეწაყვეტინა კითხვა პიანსიტს, რომელიც თავისთვის ბუტბუტებდა. - კარგით. - და განაგრძო კითხვა: „ეს ახალგაზრდა ჩემი შვილია. ის მხოლოდ თვრამეტი წლისაა, მხატვარია. ასევე ძალიან მუსკიალურია და შესანიშნავი სმენის თანამქონე. იქნებ გასინჯოთ. დაკვრა იცის. საწყისი საფეხური. სინჯის შემდეგ აუცილებლად მომწერეთ. თუ დაიტოვებთ, ყოველი თვის გასამრჯელოს გამოგიგავნით. დღევანდელ ყოფაში ეგ არ წარმოადგენს გასაჭირს. მომწერეთ თქვენი ანგარიშის ნომერი. ჩემი ელექტრონული მისამართი წერილის დასასრულს არის მითითებული. პირველ ეტაპზე ძველი ტრადიციულით მსურდა გამომეხატა თქვენდამი პატივისცემა, ამიტომ გადავწყვიტე წერილი ჩემი შვილის ხელით გამომეგზავნა. ვფიქრობ არ ჩავჭრილვარ მასეტრო! მენატრებით როგორც ძველი მეგობარი და არც თუ ისე დიდი ხნის დაშორებული! თქვენი მეგობარი სტავერსი!
staversi1966@yahoo.com 8 აგვისტო 2008 წელი“
- საინტერესოა, მამათქვენს რომ გავახსენდი! - მე გავახსენე თქვენი თავი. - როგორ? - გადახედა გაკვირვებულმა მაესტრომ, რომელიც ჯერ კიდევ სკამიდან არ განრეულა. ხელით, ოდნავ მოგრძო, თმები უკან გადაიწია გადაიწია. - დიახ, მე შევახსენე! თქვენი ყველა კონცერტი ნანახი მაქვს, ყველა ჩანაწერი თან წამოვიღე. ხშირად ვუსმენ. მიყვარს კლასიკა და ალბათ თქვენ... - თავი დახარა - რა თქვენ? განაგრძეთ, გეთაყვა! - თქვენ... შეძლებთ, რომ მასწავლოთ. - ვნახოთ. მოლბერტს სჯობდა ტანსაცმელი წამოგეღოთ! - მაქვს! - გამობურცული ტუჩებით მიუგო მასტროს. - მაშინ ჩაივით. ეს ლონდონია და ხშირად წვიმს. ღამით კი ყოველთვის გრილა. - დაღამდა? - არა, ჯერ მხოლოდ შებინდდა. - სანამ თქვენ ჩაიცმევთ მე ჩაის მოვამზადებ. თქვენი ოთახი მეორე სართული იქნება. აბრძანდით კიბეებით და დერეფნის ბოლოს ხელ მარცხნივ. აბაზანა ოთახს თავისი აქვს. საერთო საცხოვრებელი არ გეგონოთ. გვყავს დისახლისი და ასევე ამ ბინის მეპატრონე, რომელიც კვირაში ერთხელ შემოივლის-ხოლმე წინასწარი გადახდის გამო. ასევე ძახლი, რომელიც ახლა შინ არ არის. დიასახლისი ასეირნებს. ხო მართლა, იქნებ ყავა გნებავთ თუ ჩაის არჩევთ? - ჩაი! - ხმა მეორე სართულიდან გაისმა ყრუდ.
კიბეებზე, ფრთხილად და ჰაეროვნად ადგამდა ტერფებს, ანასტასია. ოთახში ჩამჯდარი ნიავი აწვალებდა გოგონას თმას, გრძელსა და მბზინავს. თითების დახმარებით დროდადრო უკან გადაისვრიდა-ხოლმე და უკვე ჩამოყალიბებული მიხვრა-მოხვრით განაგრძობდა საფეხურების თვლას. სულ თვრამეტი საფეხური დათვალა. ჩემოდანი დიასახლისს აეტანა ოთახში, თუმცა არც ამოულაგებია ანასტასიას. იგივე სამოსში დარჩენა ისურვა. უბრალოდ ღილი ღიღლოსებრი კვლავ შეიხსნა სარკის წინ, სანამ გამოვიდოდა საძინებლიდან და ხელ-პირი ცივი წყლით დაისველა მხოლოდ. წყლის წვეთები სახიდან ყელს ჩამოჰყოლოდა და ჩაზნექილ ადგილებში ურცხად მოკალათებულან. მკერდის არამარეში პერანგი დასველებოდა და იმავ შეგრძნებებს აღუძრავდა მნახველს როგორც მშიერ ლომს ულამაზესი შველის დანახვისას. რბილი თითები კიბის სახელურს თითქოს ეხებოდნენ, მაგრამ ზედ არ ალაგებდა მათ. ჩამოიარა რა საფეხურები, რბილ და ფაფუკ ხალიჩაში ჩაეფლო მეტად ულამაზესი ტერფები. - ფეხზე ჩაიცვით. აი მანდ გამოაღეთ და ფაფუჭები აიღეთ. მამაკაცისაა მაგრამ, დროებით, სანამ შეიძენდეთ გამოგადგებათ. თან სიცივეა. - შემოსასვლელისკენ მიუთითა მასეტრომ, სადაც ფეხსაცმელების კომოდი იდგა. - არ არის საჭირო, მაქვს. - მაშ, რატომ არ ჩაიცვით? თან სველი ხართ და ყველაფერი გიჩანთ. გაცივდებით! - თავაუწევლად წაიბუტბუტა ასე ოცდათხუთმეტიდან ორმოცდახუთ წლამდე მამაკაცმა, რომელიც უკვე შეგრილებულ ჩაის სვამდა, ჰერცოგის მეუღლის ნაჩუქარი ჩაის სერვიზის ფინჯნიდან, რომელიც ეკუთვნოდა ბინის მესაკუთრეს. სავარაუდოდ, როგორც თავად მესაკუთრე ხსნიდა: მისი წინაპარი მეფის კარზე სასახლის კამერდინერად მსახურობდა და მას უსახსოვრესო. რამდენად სარწმუნო იყო ეს ვერსია ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლებელია არამც თუ უსახსოვრეს, მოიპარა კიდეც. რადგან ამ ბინაში მხოლოდ ეს ნივთი იყო ღირებული და ავეჯი. აქა-იქ ამოვარდნილი პარკეტის ფილები და ზოგ კედელზე ჩამოცვენილი ბათქაში ბინის იერსახეს არც თუ ისე სახარბიელოს და მიმზიდველს ხდიდა. და ჭაღიც, ძველისძველი, რომელიც ჰოლში ასასვლელ კიბესთან ახლოს ეკიდა მეტად დამტვერილი და მოუვლელი გახლდათ. - ვერ გავიგე რა მითხარით მასეტრო? - კითხვას კითხვითვე უპასუხა ანასტასიამ, რომელიც ჯერ კიდევ ოთახში დახეტიალობდა და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა. - ჩამოჯექით, ჩაი გაცივდება. - ახლავე! მაესტრომ სერვიზის ჩაიდნიდან ჩაი ჩამოასხა მინჯანში. თავად კი ტილოს ხელსახოცი აიღო მუხლებიდან და კისრიდანაც შემოიხსნა. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდო და მზერა გოგონასკენ გაუშვა. - ზეწარი შემოგეხვიათ, მაესტრო. - გულიანად გაიცინა ანასტასიამ. მასეტროსაც ჩაეღიმა თუმცა იმ წამსვე ფოქუფრა თვალები, რათა ეჩვენებინა თითქოს გაბრაზებულიყო გოგონას მეამიტ ხუმრობაზე. - რამდენი წლის ხართ? - თქვენთვის არ უთქვამთ, რომ ქალბატონებს წლოვანებას არ ეკითხებიან? - წაიკეკლუცა მამაკაცთან გოგონამ. - თქვენ ქალბატონი არ ბრძანდებით. ჯერ კიდევ ნორჩი ხართ კვირტებ ამოუყრელი თუმცა კერტებ ამოფეთქილი. - არ მოგწონთ? - შესაძლებელია მომწონდეს, რაც თქვენ უპირატესობას ნამდვილად არ განიჭებთ. - შესაძლებელია? ისინი ჯერ კიდევ სველია. მსიამოვნებს როცა ტანს ეწებება სამოსი. თითქოს გეხებიანო... - ჯერ კიდევ, თუმცა მოსასხამი თქვენ უკან დიასახლის უჭირავს. - ვერ შეენიშნა გოგონას. - გთხოვთ წამოდგეთ ქალბატონო. სთხოვა დიასახლისმა. ახალგზრდა მამაკაცი ეახლა აიანსტასიას. ხელი გაუწოდა ნიშნად ავაზიანობისა. თავაზიანობითვე უპასუხა სხივშემოსილმა და ოდნავ თავკერძა გოგონამ. დაეყრდნო რა მაესტროს ხელს, ეამოდგა. დისახლისმა კი მოსასხამი მხრებზედ ჩამოადო. - დაბრძანდით. ჰელენ, იქნებ კვლავ შეათბოთ ჩაი და სასურველია იტალიური ტორტილიონეც შეათბოთ. მომშივდა. თქვენ ინებებთ? გშიათ? ვახშამზე არ გირჩევთ! - თუ არ მირჩევთ, რა გზა მაქვს? დავყვები თქვენ ნებას. - დღევანდელი გაზეთები, ბატონო! - გაზეთებით ხელში ეახლა დიასახლისი მაესტროს. - მადლობთ ჰელენ! - არაფრის ბატონო! დინჯად დაუწყო გაზეთებს კითხვა მაესტრომ. ფურცლავდა მინდვრის ოდენა ფურცლებს და შიგადაშიგ ზოგჯერ გაიღიმებდა და კვლავ მოღრუბლულად დაუწყებდა ცქერას ფურცლებს. გოგონა მიშტერებოდა და ყოველ მიმიკას, იმახსევრებდა მისას. ჩაცმულობას მოეხიბლა ის. სწორად გაკეცილი და გაუთოებული შარვალი, წინდები თეთრი ფერისა, ქათქათა. ფეხსაცმელი ოთახში მანათობელ ელექტრო ნათურის სხივებს ირეკლავდა. პერანგის მანჯეტი კოპწიად შემოერტყა მაჯაზედ. საკინძეები ოქრსოფერისა იყო თუმცა არა ოქროსი. ჰალსტუხი ოდნავ გვერდზე გადასწეოდა და შეხსნილი, ნაცრისფერი კოსტუმის გარეთ დაფენილიყო. სუსტი აღნაგობისა იყო მასეტრო, ოდნავ კეხიანი ცხვირით და კავკასიური ჰაბიტუსით. შავგრემან სახეს დიდი და წყლიანი თვალები უმშვენებდა. ტუჩები არც თუ ისე თხელი და განიერი, შუბლი სწორი და ოთხუკთხედი, ამავდროულად მაღალი და ფართო ჰქონდა. დიდი ყურების ყველა ნაკვთი თანაბრად აქვს განვითარებოდა, პარალელურად გამოირჩევა სმენა-მახვილობით რაც უმთავერსად მის პროფესიაზეც აისახა. - მოკლედ რას არ წაიკითხავს ადამიანი ამ გაზეთებში. არც კი ვიცი ამით გონებას ვღლი და ვაბინძურებ თუ მხოლოდ მეხსიერების ინფორმაციული ნაწილის გასავარჯიშებლად ვიყენებ... - იქნებ, უბრალოდ ჩვევაა, მაესტრო? - დასძინა ანასტასიამ - შესაძლებელია, მაგრამ ჩვევა გამომუშავდება ისნტიქტების წყალობით. აი გაზეთის კითხვით კი ინსტიქტებს ვერ ვატყობ ცვლილებას. - დამიჯერეთ, ჩვევაა. სხვა დანარჩენი რაც თქვენ თქვით, ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა, რომელიც ალბათ კვლავ გაზეთებში ამოიკითხეთ. - ოდნავი ირონია ნარევი იუმორით გაუმასპინძლდა მაესტროს გოგონა. - ჰელენ, საძინებელი მოუმზადე გოგონას? - მიმართა იქვე, აივნის კართან მდგარ დიასახლისს. - დიახ, ბატონო! - ძალიან კარგი. ხომ არ გეძინებათ ძვირფასო? - არა, ჯერ არა. მაესტრო იქნებ დაუკრათ? - რას ისრუვებთ? - სარელაქსაციო. თუნდაც შოპენის სონეტები. - თქვენ კი დახატავთ. - არა, მოგისმენთ! - ბატონო, თქვენ სამშობლოზე გადმოსცემს ბიბისი ინფორმაციას. - მადლობთ, ჰელენ. თქვენ აქ დარჩებით? - დიახ! დავუკრავ. - როგორც გენებოთ.. - მისაღები ოთახიდან კაბინეტში შესასვლელი კარები შეაღო. სავარძელში ჩაესვენა. ერთიც სიღრმიდან ამოისუნთქა და ტელევიზორი ჩართო.
ოთახი გადამეტებით აივსო მყვირალა ბგერებით, რასაც ტელევიზორის ხმამაღლა სმენა იწვევდა. უსიცოცოხლოდ ისმენდა მაესტრო უახლეს ინფორმაცის „ბიბისი“-ს არხზე მომუშავე ჟურნალისტებისაგან, რომლებიც პირდაპირ ჩართვებს ახორციელებდნენ იმ ქვეყნიდან სადაც ოდესღაც მაესტროს ბავშვობა გაუტარებია. მისაღებიდან კი ნაცნობი მუსიკის ხმა შემოესმა, რომელიც ოთახში ზედმეტად ხმამაღალი ბგერების ხეტიალის გამო, მეტად ჩუმად ჩაესმოდა. ოდნავ დაუწია ტელევიზორს. ძლივს წამოსწია ტკივილიანი სხეული, რაც განაპირობა ნეგატიურმა საინფორმაციო ტალღამ. გული ასტკივდა. ძველებურ სამაგიდო ზარს დააწვა ზემოდან და ასე უხმო ჰელენს ოთახში. - ჰელენ იქნებ, წვეთები მომიტანო. და რას უკრავს ანასტასია, ხომ არ გეცნობათ? თუმცა შეწყვიტა უკვე დაკვრა. - სამწუხაროდ არა, ბატონო. - კარგი, მომიტანე წვეთები. - ახლავე! - ზურგშექცევით დატოვა ოთახი ჰელენმა და მას მასეტროც თან გამოჰყვა. ტელევიზორი ჩართული დატოვა, მხოლოდ ხმას დაუწია. - ჰელენ, აქ მომიტანე. კაბინეტში არ შეიტანო. ახლა თქვენ რატომ შეწყვიტეთ დაკვრა? იქნებ განაგრძოთ? - რას ინებებთ, მასეტრო? - ის, მელოდია დაუკარით, რომელიც ჩემი არ ყოფნის ჟამს დააკვნესეთ! - გასაგებია, მაგრამ არ ვიცი კომპოზიტორი არც ის თუ ვინ ასრულებს, მით უფრო წარმოშობა მისი. პატარა ვიყავი, როდესაც მუსიკალურში ვისწავლე როგორც ეტიუდი, სავარჯიშო. - არაუშავს რა... თქვენ შეასრულეთ! კლავიშებს ისევ მსუბუქად შეეხო და ააჟღერა მისთვის უცნობი და მაესტროსთვის ნაცნობი მელოდია. უსმენდა მშვიდად მაესტრო, დასცქეროდა კლავიშების მოძრაობას. თან თვალებსა და თავს კლავიშების ხმიანობით ანაყრებდა. უსმენდა მიუსაფრად... და ყველაზე უბედურ ემიგრანტად იგრძნო თავი. შეუდარებელ ჰარმონიას ფანჯრებიდან გაეღწია. მეზობლების რიგი დადგა მასეტროს კართან. კარების გაღებას ვერ გასწვდა ქალბატონი ჰელენი და მხოლოდ დაღლის შემდეგ მოისაზრა, რომ სკამი იქვე კარებთან დაედგა და ჩამომჯდარიყო. თავადაც შემოსასვლელიდან ტკბებოდა ნოსტალგიური შესრულებით, რომლისაც არც არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ტიროდა ყველა, ტიროდა თვითონაც. ოთახი ათ წუთში სრულად გაივსო ადამიანებით. მათი ნაწილი ინტერესით უცქერდა შემსრულებელს და უსმენდნენ მუსიკას, რომლის მსგავსი ჯერ არ ესმინათ. ნაწილი კი მხოლოდ ცნობისმოყვარეობას მოჰყოლია ან მეზობელს. კიდევ ერთი ნაწილი, უბრალოდ, იმ დროს შემოვიდნენ სადარბაზოში, როდესაც ჩოჩქოლი იყო ატეხილი. ყველა მესამე სართულზე იყრიდა თავს. ჰელენი აღარ ჩანდა. ის ღია კართან იდგა სკამზე. ვერაფერს ხედავდა საწყალი და გადაწყვიტა სკამზე ასულიყო. ტანად დაბალი ქალი იყო. სოფლად გინახავთ ალბათ საშუალო ზომის ლოდი, რომელიც კოჭის ქვასა ჰგავს, სწორედ იმ ლოდს ჰგავდა, სახელი კი ყოვლად შეუფერებელი გამოდგა, მხოლოდ დიდისთვის. დარწმუნებული იყო მაესტრო, რომ ბავშვობაში მისი სახელი ნამდვილად ამართლებდა, რადგან ულამაზესი პირისახისა გახლდათ ასე სამოცდაათი წლის ქალბატონი, მეტად გულჩვილი და მორჩილი იყო ჰელენი. საოცრად მეამიტი და ზედმეტად თბილი. - ეს სულიკოა. წამოიძახა ხალხში, ერთ-ერთმა. ეს სულიკოა, გამახსენდა! არაჩვეულებრივია, არაჩვეულებრი. - ჩაიწყვიტე ხმა, უხერხემლიანო! ჰელენ რა ხდება აქ? - გამოერკვა მაესტრო, მას შემდეგ რაც ახმაურდა ვიღაც ტირანი. ჰელენმა ვერაფრის თქმა მოახერხა, რადგან თვით გაურკვევლად აცეცებდა თვალებს მაღლიდან. წამით შეტორტმანდა და დაბნეულობისგან წაბარბაცდა სკამზე. უცხოს მხრებს დაეყრდნო და თავი შეიკავა. სანამ ჰელენმა მოახერხა სკამიდან ჩამოცოცება ოთახიც დაიცალა. - მასეტრო რას იტყვით? - შესანიშნავად გაართვით დავალებას თავი. ძალიან რბილი შეხება გაქვთ კლავიშებთან, თითქოს ინტიმურია ურთიერთობა თქვენ შორის. თქვენ კლავიშებს ეხებით ფუნჯით და თავი მოლბერტის წინ ჰგონიათ ფუნჯით ხელში! - მადლობა, მაესტრო! შეიძლება გკითხოთ? - მკითხეთ. - ნახევრად მკაცრი ტონით, შეახსენა გოგონას, რომ ის ის იყო და არა მამამისის მეგობარი. - რატომ ტიროდით? - ..., იქნებ კიდევ მივირთვათ ჩაი მუსიკის თანხლებით. გლობუსის გვერდით დგას პატეფონი. ჩართეთ! ფირფიტა ქვეშ უჯრაშია. გამოაღეთ და ვივალდი ამოიღეთ. - კი მაგრამ, „სიდი ფლეიერი“ არ გაქვთ? - არა. არც სურვილი მაქვს ვიქონიო. ჩართეთ და ერთად მოვისმინოთ. სანად კითხვას დასვამდეთ, გეტყვით თუ რატომ?... როგორც კი ჩართავთ მიხვდებით. ჰელენ, ჰელეენ! - გასძახა დიასახლის. - იქნებ ჩვარი მოუტანოთ ანასტასიას რათა ფირფიტა გაწმინდოს და დაეხმარეთ ჩართვაში. არაფერი გააფუჭოს. ეგ ხომ ამ საუკუნის სახეა უთუოდ! - დიახ, მაესტრო! მაესტრო, მისაღებშივე მდგარ სავარძელში დაჯდა, რომელიც იმ ტახტის წინ იდგა სადაც ანასტასია დღეს ნებივრობდა. დაბალ მაგიდაზე ფეხები შემოწყო და თითების თამაში დაიწყო. როდესაც ასე იქცეოდა, ჰელენმა იცოდა თუ რა სურდა მაესტროს. ეს-ესაა რაც დააასრულა ანასტასიას მიხმარება.მალევე დოქითა და ტაშტით ხელში გამოცხადდა ბატონთან. დოქიდან თბილი წყალი გადმოღვარა ტაშტზე და წინდების გახდაში დაეხმარა მაესტროს. - არ შეწუხდე ჰელენ, მე თავად. შენ მხოლოდ მითხარი. რა ფერისაა ცა? - ყვითელი, ბატონო! - რატომ? - რადგან, თქვენ გსურთ ასე, და თქვენი თვალები მას ყვითლად ხედავენ. - რატომ? - რადგან, თვლით რომ ის სარკეა და რაც დედამიწაზე ხდება ირეკლავს. შესაბამისად თქვენ მას ჭუჭყს ადარებთ. ამიტომ არის ღია ყავისფერი და ზოგჯერ ყვითელი. დღეს ყვითელი იმიტომ ვთქვი, რომ პოზიტიური დღე გვაქვს. - მაშინ იქნებ მითხრა რა ფერია მიწა? - ის ლურჯია ბატონო, ზოგჯერ წითელი, გააჩნია თქვენ განწყობას ან მეტად... - მიწა, ისეთივე წეს-ჩვეულებების მატარებელია და დიდი მესაიდუმლე როგორც უფალი! - არ დაასრულებინა საუბარი ჰელენს ანასტასიამ. ჰელენი, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ანასტასიას და ჩასჩურჩულა. - ორივეს დაგვსჯის და სჯობს უთხრა, რომ ლურჯია და რომ ის მსხვრევადი ბროლის ბურთია. კიდევ ლურჯი იმიტომაა, რომ დედამიწაზე წყალი სჭარბობს ხმელეთს. უთხარი! - ჰელენ, აუხსენი უკვე? - დიახ, მაესტრო! - მაშინ სთხოვე მომიახლოვდეს, დაჯდეს ჩემ წინ და გაიმეოროს ყველაფერი. მაგიდიდან მშრალი ფეხები ჩამოიღო. - სასტიკად გამაღიზიანებლად საუბრობდა მაესტრო. სხვა გზა არ დარჩენოდა თვრამეტი წლის ანასტასიას და დაჰყვა ამჯერად ჰელენის ნებას. არ სურდა მის გამო დიასახლისი დასჯილიყო. - ჩაი მოიტანე ორისთვის და ეს წყალი გადაღვარე, გთხოვ! - ახლავე ბატონო! ოთახში ვივალდი ჟღერდა...
ღამის გულისპირზე დაიღვარა მთვარის სივერცხლე, აქა-იქ ვარსკვლავთა კიაფი მიანშინებდა მეორე დილის დარიანობაზე, მაგრამ სანამ ირიჟრაჟებდა ორი ადამიანი: მხატვარი და პიანისტი ჯერ კიდევ მაგიდას ესხდნენ პირისპირ. ორივე, მარჯვენა გვერდით, ღია აივნის კარებს უცქერდნენ და თან ერთ წუთიანი ინტერვალით სიგარეტს აბოლებდნენ. თამბაქოს ბოლი წრიულ და ასიმეტრიულ გამოსახულებებს ჰქმნიდა სივრცეში. ხანგამოშვებით პირთა მათთაგან ბოლი მაგიდას დაეფინებოდა-ხოლმე და ფინჯნის ზედაპირებსაც ფენებად ედებოდა. იქვე საფერფლე მოეტანა დიასახლისს. სიგარეტით, საფერფლეში თამაში უყვარდა მაესტროს. თამბაქოს ნამწვის დახმარებით საფერფლის ერთ კუთხეში მოაგროვებდა ხოლმე ფერფლს და სხვადასხვა სწორხაზოვნებით თუ ზიგზაგისებური შტრიხებით ქმნიდა სხვადასხვა სახე-უსახურობას. ჩამოიზნიქა ბნელი და თან ჩამოჰყვა დაბერებული დედამიწამდე... შემოდგომის ფერებში გამოწყობილი მეტიჩრობდა ასე ორ ადამიანთან, რომლებიც უცქერდნენ თუ როგორ ცეკვავდა მათ წინაშე ის... აივნის წინ ნაძვი აზიდულა და მთვარეს კენწეროთი უღიტინებდა. - გინახავთ მომღიმარი მთვარე? - რას ამბობთ? - აი, შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ მთვარეს სახე აქვს? - რა თქმა უნდა, ბავშვობაში მეტად ვერთობოდით და მუდამ ვმსჯელობდით და შემდეგ დავობდით ჩემ მეგობრებთან ერთად თუ რატომ ჰქონდა მას ადამიანის სახე და რატომ ის ის მრგვალი სახისპირისა... - ჰოდა ახლა თუ შეატყვეთ, რომ იღიმის? - ოდნავი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზედ და ისე გაუმეორა შეკითხვა ინასტასიამ. - ვერ შევატყვე. მე კვლავ იმ სევდიან სახეს ვხედავ რასაც ბავშვობაში. - კარგად დააკვირდით, გთხოვთ! - კარგი, მას ამიხსენით და მეც ვეცდები სწორედ ის დავინახო როგორც თქვენ ხედავთ! - ახსნა არ არის საჭირო. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რომ მზეს უყურებთ... და ყველაფერი თავისთავად მოხდება. სწორედ ისე ნახავთ როგორც მე ვხედავ. იცით, რომ მზეც სევდიანობს ხოლმე? - და ეს როდის ხდება? - როდესაც შეხედავთ მზეს და შემდეგ იძულებული იქნებით დახუჭოთ თვალები, სწორედ მაშინ წარმოიდგინეთ მთვარე და აქაც ყველაფერი თავისთავად მოხდება. თქვენ იგრძნობთ მის სევდას და ნახავთ სახეს... - თქვენ მეოცნებე ხართ. - დიახ, ვარ! მე ეს მომწონს - შესაძლოა, მაგრამ ეს ცხოვრებას უხდება, იყო მეოცნებე, როგორ ფიქრობთ? - ამაზე არ ვფიქრობ. ვთვლი, რომ ჯერ ადრეა. - აი, თქვენი პრობლემა, სწორედ ეგ არის, ახალგაზრდების. ფიქრის ნაცვლად ოცნებობთ. - ამას, თქვენ ამბობთ? როგორ უკრავთ მაშინ თუ არ ოცნებობთ? ოცნებაც ხომ ნოტებს ჰგავს, რომლებიც აუცილებლად უნდა ააჟღერო, ჰგავს კლავიშს, რომელსაც უნდა ჩამოჰკრა და ბოლოს, ისინი სიმები არიან რაზეც იწერება მუსიკა... - მაშინ მითხარით, ახლა რაზე ოცნებობთ? - ანასტასია დაფიქრდა. თვალები დახარა და გონებაც მალევე გაუნათდა. - მინდა, რომ ყველაზე, ყველაზე წარმატებული, მსახიობი და მხატვარი ვიყო! - დიახ, ჩემო კარგო ანასტასია. თქვენ ახლა ის ისურვეთ რაც გაწუხებთ და არა იოცნებეთ. ამ განსხვავებაზე გესაუბრებით. - ვერ დაგეთანხმებით. იცით რომ თქვენც შეგიძლიათ ხატოთ? - ვხატავ! - მაგრამ არ გაჰყევით მხატვრობას. თქვენ რეალისტი ხართ და არა მეოცნებე-იდეალისტი. სწორედ, თქვენ აირჩიეთ პროფესიად, ის, რაც გაჭმევდათ და მოგცემდათ ცხოვების გაგრძელების საშუალებას და დაივიწყეთ ოცნება, რომელსაც შეიძლება თქვენთვის ის დიდი წარმატება მოეტანა რასაც ბავშვობაშივე, თუნდაც ჩემ ასაკში (თქვენივე თქმით), ისურვებდით. თქვენ ლახვარი ჩაიეცით საკუთარ შესაძლებლობას და ამით გზა დაკარგეთ, რომელიც ერთ-ერთი იყო. აი მე კი, ვამბობ, ვოცნებობ და სურვილსაც ვამხელ სხვებთან, ისე რომ არ მეშინია. თქვენ, დარწმუნებული ვარ შეამჩნევთით თუ როგორ იქექებით ფერფლში. - დიახ, ჩვევაა, მხოლოდ. - არა, ეს ჩვევა არაა. ეს მიძინებული სურვილებია, რომელიც შეიძლებოდა ექციეთ დიდ შემოქმედად ანუ მხატვრად. თქვენ შექმნიდით კუბიზმში უიშვიათეს შედევრებს. - არ ხართ მართალი, ეს მხოლოდ ჩვევააა. - კატეგორიული იყო მაესტრო და მისი გამომეტყველებაც ამასვე მოასწავებდა. - ჰელენ, რომელი საათია? - ჰკითხა დიასახლისს, რომელიც ამჯერად სკამზე იჯდა ისევ შემოსასვლელ კართან და თვლემდა. დიასახლისი ძილ-ბურანიდან გამოერკვა და დიდ კედლის საათს ახედა, რომელიც მის მოპირდაპირედ ეკიდა, რომელსაც თავად მაესტროც შესანიშნავად ხედავდა. - ღამის სამის ნახევარია, ბატონო! - დავიძინოთ, დროა უკვე. - არ გავაგრძელოთ მაესტრო, საუბარი? - მეძინება, ანასტასია, თან მთავრემ მართლა გამიღიმა და სანამ გამიბრაზდება იქნებ ძილს მივცე თავი. - ამ სიტყვებმა ანასტასია გააკვირვა. მოულოდნელობისაგან და სიხარულისაგან მისთვის ჩუმად მარჯვენა ხელის ერთი მოძრაობით, მაესტროს ზურგს უკან, გამოხატა აღფრთავანება, თან შემდეგი სიტყვაც დააყოლა“Yes”-ო. ქვედა სართულზე განეთავსებინა მაესტროს საძინებელი. ჯერ საპირფარეშოში გამწემსდა, შემდეგ საძინებლის კარი შეაღო, ტორშერის ღილაკს თითი დააჭირა და შუქი აანთო. თაროდან წიგნი ჩამოიღო, რომელიც სხვა წიგნებიდან განცალკევებით ედო. დედიშობილა ჩაწვა ლოგინში და ჩაკეცილი ფურცლიდან განაგრძო კითხვა. ჰელენი და ანასტასია კიბეებს აუყვნენ. ერთმანეთს ძილინებისა უსურვეს. შემდეგ კი ჩაიკეტნენ თავიანთ საძინებლებში.
რა რთული ყოფილა უშენობით ვტანჯავდე მიწას და ვაწვალებდე ცას, დახშულს, ჩემი მუსიკით... ძველ სკივრში ჩაობებულ ისტორიას წააგავს ჩემი ცხოვრება და წვიმაში განზრახ დატოვებულ სარეცხს... იწვიმე, არ შეწყდე! ჭექს პასუხების გარეშე... ელავს კითხვების გარეშე... მცირეა სამყარო მისთვის და რა დიდებულია ერთი გოჯი ბავშვობის ნატერფალი მიწისა... დარიანი დღეც გათენდა. რიჟრაჟს არ შესწრებიან. გვიან დაწვნენ და ჩასძინებოდათ, მაგრამ ჰელენი როგორც ყოველთვის დაბაჩუნობდა უხმაუროდ და ასევე შიშობდა და გულში იმეორებდა „რამეს ფეხი არ წამოვკრა და სადმე ზღათანი არ გავადინოო.“ ნაკლებად ადარდებდა თავი, უფრო ეშინოდა, ამასთანავე ერიდებოდა მასეტროსი, თავისი ბატონის, რომელმაც ყველაზე გვიან დაიძინა. ფარდები გადაწია დიასახლისმა. ფანჯრები შეაღო და დაუბრკოლებლად შემოსვლის საშუალება მისცა მზის სხივებს. შემდეგ ზურგი აქცია მზეს და მას მიეფიცხა. ბებერ ძვლებამდე შეაღწიეს სიხვებმა. თავისებურად, ჩვეულად წაიღიღინა თავისთვის და ნახევრმთვარესავით შეატრიალა თავი მზისკენ, გაუღიმა და სამსაზრეულოსკენ წავიდა ღიღინით. ღუმელზე ჩაიდანი შემოდგა. შემდეგ იქვე მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა. მარცხენა ხელისგულზე ნიკაპი ჩამოდო და დაელოდა წყლის ადუღებას. ფიქრს მიეცა. „ეჰ, რად უნდა დავუთმო ამ ადამიანს დარჩენილი მწირი სიცოცხლე, არ მესმის?! სახლში არ მიშვებს, ვერაფერს ახერხებს უჩემოდ. ყურიც კი ვერ გამოუწმენდია თავისით. იქნებ მრავალფეროვანია ეს ცხოვრება, მაგრამ... ჩემთვის ეს ცხოვრება ფერწერა არასოდეს ყოფილა, არც ანასტასიას ასაკში. მაშინ მე ყველაზე უბედური ვიყავი. დედ-მამა არ მყავდა, არც გათხოვილი ვიყავი, თან დედისერთა... მოკლედ ახია ჩემზე ეს ცხოვრება. არც კი უნდა ვმადლობდე მას. მხოლოდ უფლის მეშინია და მწყალობს, რომ ლუკმა არ გამჭირვებია და შვილსაც შესაბამისად ვპატრონობ. მაშინ რატომ ვარ უკმაყოფილო? რად ვეურჩები ჩემ თავს ან ბატონს ამ სიბერეში? რა, ლეშს, რომ ჰპატრონობს ამიტომ არის ღირსი ვლანძღავდე და უმადურებას ვიჩენდე? არ ვიცი?!... შეიძლება რაც აქ ვმსახურობ, მას შემდეგ მისგან უფრო მეტი მჭირდება. იქნებ ის რაც მინდა ყურადღებაა?!... მხოლოდ ყურადღება! მართალი ვარ!.. ყურადღება მაკლია. როგორ მირაჟივით შემომეჭერ და გაქრი ჰააა?! ეგრე როგორ შეიძლება? - დავბერდი მე და გული ჩემი შენი თმის ბოლოზე არის გამობმულიიი...“ ჩაიდანშიც წყალი ადუღდა. ერთი „ეეეჰ“-ო შემოილაწუნა სახეში და წამოდგა სკამიდან. კვლავ იმავე ფინჯნებში დააყენა ჩაი. ერთი ბატონის ოთახში შეიტანა (დაუკაკუნებლად შედიოდა, ბოლო ოთხი წელია, მასთან ოთახში), შემდეგ ანასტასიასთან შევიდა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა. ვერც კარზე კაკუნის ხმა გაეგო. ამიტომ გადაწყვტა „მობრძანდის“ გარეშე შესულიყო ოთახში. ფინჯანი ჩაი ლოგინის თავდან მდგარ პატარა მაგიდაზე დადო, რომელსაც გადაფარებული ჰქონდა საოცრად გაცვეთილი მომცრო სუფრა. მაღლა აზიდული კედლები სიძველისა და ნესტის წყალობით, ობის საღებავებით მორთულა სხვადასხვა ფიგურებად. აქა-იქ შეამჩნევდი საენტერესო ფერწერას ბუნებისას. ზოგან კი არასაბუნებისმეტყველო იერსახით უმზრდნენ ანასტასიას. ჭაღი კედლის ნახევრამდე ჩამოზიდულიყო და დაგრეხილ რკინის ჩუქურთმებზე შემომსხდარან დამწვარი ნათურები. მხოლოდ ერთი ნათურა ანათებდა ოთახს. ოვალურ ფანჯრას ღრიჭოები გასჩნოდა. ღიჭოებში კი მზის სხივები ისრებად ეფინებოდა ოთახის ორ კუთხე და იატაკს, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა საუკუნეების წინანდელი პრიალება, რასაც ვერ ვიტყვით მასტროს ოთახზე. იგივე სიმაღლის ბათქაშჩამოცვენილ კედლებს შორის, მდიდრული საწოლი იდგა. თავისი ბრწყინვალებით მნახველს თვალს უმალ მოსჭრიდა. მუხისგან შეკრული, ეს მეტად მკიცე საწოლი იმდენად ხიბლავდა თავავდ მასეტროს, რომ მან ძილის პროცესი ნოტებად აქცია. ერთ კედელთან რომელიც ზურგით მისაღებისკენ იდგა საგრძნობლად დაზიანებულიყო და ორ ადგილას ოთახის შიდა მხრიდან გამაგრებისთვის ორი საკმაოდ მოზრდილი ფიცარი ჩაეკერებინა, ალბათ მშენებელს თუმცა შესაძლოა მასეტროსაც. ფიცრებს შორის, რომლებიც დამრეცად ეყენა საწერი მაგიდა იდგა. ამ მაგიდასთან მუშაობდა ის. მაგიდას ერთი დიდი უჯრა ამშვენებდა, რომელიც მაგიდის შუაში მოქცეულიყო. უჯრაში ხრშირად გამოყენებადი ნივთები იდვა, რომელსაც მუდა მუშაობის პროცესში მიმართავდა საშველად. იქვე უჯრის ბოლო მარჯვენა კუთხეში უცნაურ ქუდს ინახავდა, რომელსაც ძირითადად ღამით, სახლიდან გასვლის დროს იყენებდა. იქვე ხელთათმანებიც ტყავის და გასაშლელი ხელჯოხი. მაგიდას ახალ შეძენილი სავარძეელი ამშვენებდა, რომელიც მის წინ ყელყელაობდა. სავარძელზე ძველი გობელინი გადაეფარებინა დიასახლისს. გობელინს ეტყობოდა რომ ქარხნული წარმოებისა იყო და არც სე ღირებული. ამიტომ შეირჩა და გამეტებულ იქნა ის სავარძლისთვის. ტორშერთან კიდევ ერთი სავარძელი დგას. თუ დავაზუსტებთ წევს რომელიც წიგნის კითხვისას ჩაიზნიქებოდა და იატაკს ეამბორებოდა ხოლმე მაესტროს წყალობით. სავარძლის უკან კი თაროები მთელი კედლის სიგრძისა, ფანჯრის ანჯამებამდე. ჰელენს გამოეღო ანჯამები. ეს-ესაა რაც ანასტასიას ოთახიდან გამოვიდა. - დილა მშვიდობისა, ბატონო! - მიუგო მასტროს, რომელმაც თვალები მზის სხივის ეჭვიანობაზე გაახილა. - დილა მშვიდობის ჰელენ. რა გვაქვს სადილად? - საუზმედ ბატონო! - უკვე სადილის დროა ჰელენ. - არა, ბატონო ჯერ კიდევ ადრეა. - ჰელენ არ მეკამათო ჩემთვის გვიანია. ე.ი. სადილი მინდა. - გუშინდელს მიირთმევთ? პურიც გუშინდელია. - შესანიშნავია! და გუშინ რა გვქონდა? - იტალიური მაკარონი, სახელი აღარ მახსოვს. აუცილებელია გითხრათ? - არა. ანასტასიამ გაიღვიძა? ჩემ ოთახში ხომ არ შემოპარულა? - აბა, როგორ გაბედავდა ბატონო? არა. ძერ სძინავს. - გააღვიძეთ, ახლავე. - გვიან დაიძინა, ბატონო. - შესაძლოა, მაგრამ არა ჩემზე გვიან. - აზიატობდა მაესტრო. - ახლავე! ჰელენი ანასტასიას ოთახის კარებთან იდგა და აკაკუნებდა. პასუხი არ გასცა ანასტასიამ, რადგან ის უკვე ამდგარიყო და სააბაზანოში შხაპს იღებდა. დიასახლისმა წყლის ხმაურზე მიხვდა, რომ ვიღაც აბაზანაში, იყო და ეს ვიღაც ანასტასიაა. - ჰელეეენ, შეიძლება, რომ აბაზანის ჩემი ხალათი მომაწოდო? - თითქმის ბოლომდე გამოღებული კარიდან გასძახა ჰელენს. მიუახლოვდა დიასახლისი აბაზანას და სცადა კარების დახურვა. იცოდა, რომ არ იკეტებოდა, მაგრა მცდელობას არ აკლებდა. აბა როგორღა მოახერხებდა როცა თვითნ და მასეტროც აბაზანის კარებს შიგნიდან კეტავდნენ ურდულით, რმელიც სსაკმაოდ მოზრდილი იყო იმისთვის რომ შეგემჩნია. „ეტყობა განზრახ დატოვა ღიად“, თქვა თავისთვის ჰელენმა და შემობრუნდა ზურგით რათა ანასტასიასთვის ხალათი მოეძებნა.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არაჩვეულებრივი თხრობა, რა ლამაზი სიტყვებია, რა აზრები, , არ ვიცი ასეთი სასიამოვნო კარგა ხანია არ წამიკითხავს, , რომელი ერთი დავაკოპირო, ისე ყურად თუ იღებ შენიშვნებს კარგს იზამ, უფრო დამშვენდება, ეს მართლა ულამაზესი ქალივით , მუსიკალური პროზა, სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას ! არაჩვეულებრივი თხრობა, რა ლამაზი სიტყვებია, რა აზრები, , არ ვიცი ასეთი სასიამოვნო კარგა ხანია არ წამიკითხავს, , რომელი ერთი დავაკოპირო, ისე ყურად თუ იღებ შენიშვნებს კარგს იზამ, უფრო დამშვენდება, ეს მართლა ულამაზესი ქალივით , მუსიკალური პროზა, სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას !
3. თხოვნაა, თუ შეძლებთ კითხვისას მსუბუქად აუაროთ შეცდომებს გვერდი. ძირითადად ნაწარმოებს არ ვასწორებ რაც ცუდი ჩვევააა, თუმცა დამიჯერეთ, თუ ოდესმე ჩემმა ნაწარმოებებმა იხილიეს დღის სინათლეს, აბსოლუტურად გაშალაშინებულსა და სუფთას მოგაწვდით. "ფეისზე" კი იდება უკვე გამოსწორებული ვარიანტი.
გმდლობთ და გაიხარეთ თქვენა!!! თხოვნაა, თუ შეძლებთ კითხვისას მსუბუქად აუაროთ შეცდომებს გვერდი. ძირითადად ნაწარმოებს არ ვასწორებ რაც ცუდი ჩვევააა, თუმცა დამიჯერეთ, თუ ოდესმე ჩემმა ნაწარმოებებმა იხილიეს დღის სინათლეს, აბსოლუტურად გაშალაშინებულსა და სუფთას მოგაწვდით. "ფეისზე" კი იდება უკვე გამოსწორებული ვარიანტი.
გმდლობთ და გაიხარეთ თქვენა!!!
2. თუ ამ ავტორის რეიტინგს გადავხედავთ იმ ხანაში როცა ურაკპარაკზე კარგი ავტორების აღლუმი იყო, ვფიქრობ ამ მოთხრობას (?) ჩავუჯდე და ასეც მოვიქცევი. :) \
მიმიზიდა მუსიკის განსაკუთრებულმა სიყვარულმა.
თუ ამ ავტორის რეიტინგს გადავხედავთ იმ ხანაში როცა ურაკპარაკზე კარგი ავტორების აღლუმი იყო, ვფიქრობ ამ მოთხრობას (?) ჩავუჯდე და ასეც მოვიქცევი. :) \
მიმიზიდა მუსიკის განსაკუთრებულმა სიყვარულმა.
1. ისეთი იმპრესიონისტული დასაწყისი იყო, (შიგდაშიგაც) და ამ ფონზე უცებ "სულიკო" - მოულოდნელობის კარგი ეფექტი იყო.
რადგან ელექტრონული ფოსტა არსებობს უკვე (ანუ განსაზღვრულია ეპოქა, წელიც კი არის აღნიშნული), ამ ფონზე თხრობის სტილი, მაესტროს და მისი დიასახლისის საუბრის, ურთიერთობის ფორმები ანაქრონულად გამოიყურება, ჩემი აზრით.
მსუბუქი ეროტიკულობაც ერთგვარ ხიბლს მატებს ნაწერს.
დასაწყისში კარგად არ ჩანს (ან მე ვერ მივხვდი), ანასტასიას თუ მთვლემარეს მოუსწრო პიანისტმა, "წარბებქვეშიდან ამომზიანებულ, ნუშისებრ ჭრილში ჩასმულ ალმასივით მჭრელი მზერა" როგორღა შეამჩნია მძინარე ადამიანს? თხრობა ხან პირველ პირშია, ხან მესამეში და ამანაც დამაბნია ცოტა.
საინტერესო და განსხვავებული ნაწერია, მეცხრამეტე საუკუნის ევროპული რომანების სურნელით გაჯერებული.
მცირეოდენი შეცდომებიცაა, მაგ. - "მეამიტი" არა, "მიამიტი".
სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.
ისეთი იმპრესიონისტული დასაწყისი იყო, (შიგდაშიგაც) და ამ ფონზე უცებ "სულიკო" - მოულოდნელობის კარგი ეფექტი იყო.
რადგან ელექტრონული ფოსტა არსებობს უკვე (ანუ განსაზღვრულია ეპოქა, წელიც კი არის აღნიშნული), ამ ფონზე თხრობის სტილი, მაესტროს და მისი დიასახლისის საუბრის, ურთიერთობის ფორმები ანაქრონულად გამოიყურება, ჩემი აზრით.
მსუბუქი ეროტიკულობაც ერთგვარ ხიბლს მატებს ნაწერს.
დასაწყისში კარგად არ ჩანს (ან მე ვერ მივხვდი), ანასტასიას თუ მთვლემარეს მოუსწრო პიანისტმა, "წარბებქვეშიდან ამომზიანებულ, ნუშისებრ ჭრილში ჩასმულ ალმასივით მჭრელი მზერა" როგორღა შეამჩნია მძინარე ადამიანს? თხრობა ხან პირველ პირშია, ხან მესამეში და ამანაც დამაბნია ცოტა.
საინტერესო და განსხვავებული ნაწერია, მეცხრამეტე საუკუნის ევროპული რომანების სურნელით გაჯერებული.
მცირეოდენი შეცდომებიცაა, მაგ. - "მეამიტი" არა, "მიამიტი".
სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|