ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


შორს, ზღვის ნაპირზე...

შორს, ზღვის ნაპირზე,
პალმების ქვეშ, მოაგარაკე,
იჯდა განწყობა, არ იმჩნევდა
დღეს, მონაცრისფროს...
რეალობაზე, გთხოვ,
ახლა ნუ მალაპარაკებ,
ჩემი ოცნება ჰორიზონტის
მიღმა ნარცისობს...
ზღვა იყო მშვიდი,
უხდებოდა სილურჯეს შტილი,
სხივები ანძად დაებნია
ღრუბელთა ნავებს.
ზღვა იყო წიგნი,
და ტალღები ჩვეული სტილით,
იფურცლებოდნენ წასაკითხად
მომდევნო "თავის"...
ყელზე ვარდისფერ ბენდენებით
ფლამინგოები
გრანდების ცეკვას ასრულებდნენ
ტაშზე ტალღების...
და ტყვეობიდან გამოხსნილი გარემოება
ახლა საკუთარ სისუსტეებს
ატუსაღებდა...
ჰო, არც ზღვა იყო,
არც ფლამენგო,
არც სუსტი ბრიზი,
ზურგით ვიჯექი
აუტანელ რეალობისკენ.
ჩემს ფანტაზიას შევუსრულე
ერთი კაპრიზი,
ახლა, რაც გინდა,
ის მკითხე და...
უკეთ მოგისმენ...

(სადღაც, ოდესღაც დაწერილი...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები