 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 15 აპრილი, 2014 |
ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება, აწოწილ ხეებს შორის მიცოცავს ბილიკები... ამაყი მწვერვალები ყოველ წელს ითოვლება, ღრუბლებიც საუბრობენ ხანდახან მიმიკებით...
დადიან ორღობეში დაღლილი სახეებით, ამინდზე საუბრობენ ჭაღარა ბაბუები, ბავშვური შემართებით,ერთმანეთს ამხნევებენ, სიკვდილს კი მოლოდინს და მოთმენას აგუებენ...
წყაროსთან შეგროვილან დამჭკნარი ენძელები, შაქარა ბებიები, ჭრელ–ჭრული ჩიხტოკოპით, სიცოცხლით გადაღლილებს სიკვდილიც ეძნელებათ, შვილებზე დარდობენ და შვილიშვილს ვერ იყოფენ...
ჭალაში,ღელის პირას ბავშვები თამაშობენ, ტალახით აშენებენ პიზას და ბასტილიას, ხანდახან ერთმანეთში უაზროდ კამათობენ, მერე კი რიგდებიან,შემდეგ კი კვლვ ტირიან.
მიდიან დღეები და სოფელი გვიბერდება, ვირთხები დარაჯობენ დანგრეულ ნასახლარებს, სისხლისგან იცლებიან,სისხლი კი არ დედდება, იმედიც არსად მოსჩანს გულებს რომ გაახარებს...
ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება, აწოწილ ხეებს შორის არ მოსჩანს ბილიკები, ჩიტები სახურავზე ბუდეს არ იტოვებენ, გამხმარან ,გაჩეჩილი,დალალა ტირიფები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მომეწონა ნამდვილად, მარტივი და მართალია...
მომეწონა ნამდვილად, მარტივი და მართალია...
14. ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება, აწოწილ ხეებს შორის მიცოცავს ბილიკები... ამაყი მწვერვალები ყოველ წელს ითოვლება, ღრუბლებიც საუბრობენ ხანდახან მიმიკებით... ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება, აწოწილ ხეებს შორის მიცოცავს ბილიკები... ამაყი მწვერვალები ყოველ წელს ითოვლება, ღრუბლებიც საუბრობენ ხანდახან მიმიკებით...
11. ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება, :)) ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება, :))
10. წყაროსთან შეგროვილან დამჭკნარი ენძელები, შაქარა ბებიები,
კარგია! ++ წყაროსთან შეგროვილან დამჭკნარი ენძელები, შაქარა ბებიები,
კარგია! ++
9. "ღრუბლებიც საუბრობენ ხანდახან მიმიკებით..." - მომეწონა ეს ფრაზა და მთლიანობაში ლექსი. მეორე სტროფში "საუბრობენ"-ს მოუხდება შეცვლა.
"ღრუბლებიც საუბრობენ ხანდახან მიმიკებით..." - მომეწონა ეს ფრაზა და მთლიანობაში ლექსი. მეორე სტროფში "საუბრობენ"-ს მოუხდება შეცვლა.
8. უბრალოდ ვიტყვი რომ გენიალურად მგრძნობიარე ლექსია ყველა სხვა სიტყვა მეზედმეტება.5........ უბრალოდ ვიტყვი რომ გენიალურად მგრძნობიარე ლექსია ყველა სხვა სიტყვა მეზედმეტება.5........
7. ძალიან , ძალიან კარგი ლექსია ... +2 ძალიან , ძალიან კარგი ლექსია ... +2
6. განვმეორდები.. თქვენ ჭკვიანი ხართ ბატონო ლიპო! განვმეორდები.. თქვენ ჭკვიანი ხართ ბატონო ლიპო!
5. მიდიან დღეები და სოფელი გვიბერდება, ვირთხები დარაჯობენ დანგრეულ ნასახლარებს, სისხლისგან იცლებიან,სისხლი კი არ დედდება, იმედიც არსად მოსჩანს ,გულებს რომ გაახარებს... მტკივნეული რეალობა ++ მიდიან დღეები და სოფელი გვიბერდება, ვირთხები დარაჯობენ დანგრეულ ნასახლარებს, სისხლისგან იცლებიან,სისხლი კი არ დედდება, იმედიც არსად მოსჩანს ,გულებს რომ გაახარებს... მტკივნეული რეალობა ++
4. "ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება," "ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება,"
3. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2. საზიზღრად პირფერი უნდა ვიყო რომ დავეთანხმო პირველი კომენტარის შინაარსს. საზიზღრად პირფერი უნდა ვიყო რომ დავეთანხმო პირველი კომენტარის შინაარსს.
1. ძალიან, ძალიან კარგი ლექსი!
მეგონა , ფოტოფირი მეკავა ხელში, ფერადი, მაგრამ გახუნებული, თითოეულ კადრზე ვჩერდებოდი და მახსენდებოდა მათი გადაღების ისტორია.
სათაურს მართლა სისხლის წვეთები ჩამოდის , თითქოს.
ყოველი სტრიქონი, ყველა სტროფი თანაბრად ძლიერი და ემოციურია.
ძალიან, ძალიან კარგი ლექსი!
მეგონა , ფოტოფირი მეკავა ხელში, ფერადი, მაგრამ გახუნებული, თითოეულ კადრზე ვჩერდებოდი და მახსენდებოდა მათი გადაღების ისტორია.
სათაურს მართლა სისხლის წვეთები ჩამოდის , თითქოს.
ყოველი სტრიქონი, ყველა სტროფი თანაბრად ძლიერი და ემოციურია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|