ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2014


მთებისაკენ გაქცეული ლექსი (ნაწილობრივ მთის ხმაზე)

"ყინულს უკვე დაადნობდა მზე ერდოზე,
სისხამ აიკაპიწებდა ნისლებს მთები",
ჩამოაყრდნო ბაბომ  სევდა მზერით ვედროს,
შეისწორა მხრებთან ჩამოშლილი თმები,
წლებზე კიდევ უფრო მეტად  ჭაღარები.
კაცმა ფიქრი წაატანა ქალის ნათქომს,
"ეჰ, ტიალი ჯეელი რომ აღარა ვარ,
ვინ ოხერი დაგტოვებდა ახლა აქობს.
აგავლევდი,  ჩავკიდებდით ისევ ხელანს,
ზაფხულს აღარ დავუწყებდით ბარში მოცდას,
შენი ცქერა თუკი კვლავ გამახელებდა,
განა ვინმე დამიშლიდა მემრე კოცნას...
გახსოვ? როგორ მოგიხელთე ნარიანში,
გამოგტაცე თითებიდან კაბის კალთა..."
"ეჰ, ჩე... რეებს იგონებო, რანეირი
თქმა იციო, დააჯერებ ვინმეს მართლა..."
დაიმორცხვა, თვალი ჩუმად გააპარა
ბაბომ, მერე რძე ცურიდან მოდენა და
სინანულით გააქნია თავი პაპამ,
მე კი მათი ჯეელობა  დამენანა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები