ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2014


მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა

დღეს შემოდგომის ბოლო დღე არის,
ხვალ ქარი ფოთლებს აკრიფავს ყველგან,
მერე კი ვერსად დამემალები,
ნაფეხურები მომიყვანს შენთან.
წარსულს წასული ვეღარ დავარქვი,
ხავსი ყველაფერს არ ეკიდება.....
ჩვენგან გათელილ გზებს და ბილიკებს
პირველი თოვლიც მოერიდება.
გაზაფხულს ვეღარ გადავურჩებით
კვლავ მონატრება აიწყვეტს ღილებს,
ჩვენ ძველებურად ისევ შევხვდებით,
ისევ მომიტან ლურჯთვალა იებს,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები