 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2014 |
ჩაი ჟასმინით და მწარე მატე- ჩემი სიმარტოვის არომატი, თეთრი პუდელივით დასეირნობს ღამის ილუზიურ ოთახებში, სადაც ეს ცხოვრება- სასაცილო, საპნის მექსიკური სერიალი, ისევ უსაშველოდ გაიწელა, ყელში ამოსული ნერვებივით. შენ კი კვლავ აბრალებ გულგრილობას, არარომანტიკულ საღამოებს და სისხლში გაჟონილ ბალღამივით, ამინდს ხასიათი უფუჭდება, (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება, სარფიანად...) მრგვალ მაგიდაზე კი მოწყენილად, შოკოლადისფერი თვლემს ბოდლერი, და ორპირი ქარი გამჭვირვალე ფარდას დამცინავად აფრიალებს... სანამ ამინდივით გაცივდება, ჩაი ჟასმინის და მწარე მატე, როგორც ამ ცხოვრების აფიორა, ჩემი ჩამოშლილი თმის ფუნჯებით, ბოროტების შავი ყვავილები, მკერდზე დავიწყებად დაიხატე, შენთვის ასე არარომანტიკულ, ჩემი მარტოობის გრძელ ღამეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
38. აბა რა:) 5. აბა რა:) 5.
37. ძალიან,ძალიან კრგად წერ :) ძალიან,ძალიან კრგად წერ :)
35. როგორ მომნატრებია აქაურობა... და ეს ლექსი, ჟადენ... (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ - ჰმ... როგორ მენიშნა რაღაც... შემომენატრა ეს პოეზია მე
როგორ მომნატრებია აქაურობა... და ეს ლექსი, ჟადენ... (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ - ჰმ... როგორ მენიშნა რაღაც... შემომენატრა ეს პოეზია მე
34. და ვეთანხმები მუხას :) და ვეთანხმები მუხას :)
33. ყველაზე ნამდვილად ლექსია ეს ისეთია შეფასებაც არ გინდება უბრალოდ გსიამოვნებს :)) <3 ყველაზე ნამდვილად ლექსია ეს ისეთია შეფასებაც არ გინდება უბრალოდ გსიამოვნებს :)) <3
32. ავტორი ლექსს ხატავს, კი არ წერს! ავტორი ლექსს ხატავს, კი არ წერს!
31. რა წესია ეს - 18 აპრილის მერე უ-jaden-ობა ?!
რა წესია ეს - 18 აპრილის მერე უ-jaden-ობა ?!
30. ისევ უსაშველოდ გაიწელა, ყელში ამოსული ნერვებივით. შენ კი კვლავ აბრალებ გულგრილობას, არარომანტიკულ საღამოებს და სისხლში გაჟონილ ბალღამივით, ამინდს ხასიათი უფუჭდება, (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება, სარფიანად...)
5++მოგიკითხე ისევ უსაშველოდ გაიწელა, ყელში ამოსული ნერვებივით. შენ კი კვლავ აბრალებ გულგრილობას, არარომანტიკულ საღამოებს და სისხლში გაჟონილ ბალღამივით, ამინდს ხასიათი უფუჭდება, (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება, სარფიანად...)
5++მოგიკითხე
29. კარგიიიია !
:) გილოცავ აღდგომას <3 კარგიიიია !
:) გილოცავ აღდგომას <3
28. მშვენიერია მშვენიერია
27. კი, თამარ, აწი უკვე რაღა დამავიწყებს :) მადლობა :*
მადლობა დიდი ყველას :* კი, თამარ, აწი უკვე რაღა დამავიწყებს :) მადლობა :*
მადლობა დიდი ყველას :*
26. "რომანტიკული", ნანა... მხოლოდ და მხოლოდ რომანტიკული!
"ეკონომი-კუ-რი ფაკულტეტი" - რომელზეც შეისწავლება ეკონომი-კ-ა... და "ეკონომი-უ-რი მხარჯველი" - რომელსაც ეკონომიურად ურჩევნია ფულის ხარჯვა, ეკონომიას აკეთებს...
და ლექსი - შენებური, გემრიელი და ლამაზი. "რომანტიკული", ნანა... მხოლოდ და მხოლოდ რომანტიკული!
"ეკონომი-კუ-რი ფაკულტეტი" - რომელზეც შეისწავლება ეკონომი-კ-ა... და "ეკონომი-უ-რი მხარჯველი" - რომელსაც ეკონომიურად ურჩევნია ფულის ხარჯვა, ეკონომიას აკეთებს...
და ლექსი - შენებური, გემრიელი და ლამაზი.
25. ძალიან არომატიულია შენი პოეზია ნანა...:-* ლამაზი....დახვეწილი ლექსი....საოცრად გულწრფელი...555 ძალიან არომატიულია შენი პოეზია ნანა...:-* ლამაზი....დახვეწილი ლექსი....საოცრად გულწრფელი...555
24. თქვენთან არარომანტიკული ამინდებიც ძალიან რომანტიკულია. თქვენთან არარომანტიკული ამინდებიც ძალიან რომანტიკულია.
23. ეს დღისით წავიკითხე და ძილის წინაც შემოვინახე, ტკბილი ლუკმასავით. :*
ეს დღისით წავიკითხე და ძილის წინაც შემოვინახე, ტკბილი ლუკმასავით. :*
22. აქ სულ ოდნავ დამაკლდი ნან.. >:D< მაგია აქვს სიტყვებს შენს ლექსებში... აქ სულ ოდნავ დამაკლდი ნან.. >:D< მაგია აქვს სიტყვებს შენს ლექსებში...
21. :) მადლობა გოგოებო :* :) მადლობა გოგოებო :*
20. და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება
ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ის საქმიანად და არარომანტიკულად გაატარო. მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ გამოდის. :(
და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება
ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ის საქმიანად და არარომანტიკულად გაატარო. მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ გამოდის. :(
19. აქ ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე, სახეები, სათქმელი... მოკლედ ძალიან მომეწონა +5 აქ ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე, სახეები, სათქმელი... მოკლედ ძალიან მომეწონა +5
18. :) მადლობა! :* :) მადლობა! :*
17. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
უპირობო ხუთოსანი ხარ ;) :)))))) ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
უპირობო ხუთოსანი ხარ ;) :))))))
16. ჩემი დღიურის კიდევ ერთი მაგარი ლექსი ^^ <3 ჟადენ. . . <3 ჩემი დღიურის კიდევ ერთი მაგარი ლექსი ^^ <3 ჟადენ. . . <3
15. მმმმ, რა გემრიელი ლექსია, როგორი ჩემსულისფერი :* მმმმ, რა გემრიელი ლექსია, როგორი ჩემსულისფერი :*
14. კარგად მახსოვს ეს ლექსი და მიყვარს! :-* კარგად მახსოვს ეს ლექსი და მიყვარს! :-*
11. როგორ ვერ იხდენ "სარფიან, ბეჭედდასმულ გარიგებებს!"
"და სისხლში გაჟონილ ბალღამივით, ამინდს ხასიათი უფუჭდება," როგორ ვერ იხდენ "სარფიან, ბეჭედდასმულ გარიგებებს!"
"და სისხლში გაჟონილ ბალღამივით, ამინდს ხასიათი უფუჭდება,"
10. სანამ ამინდივით გაცივდება, ჩაი ჟასმინის და მწარე მატე, როგორც ამ ცხოვრების აფიორა, ჩემი ჩამოშლილი თმის ფუნჯებით, ბოროტების შავი ყვავილები, მკერდზე დავიწყებად დაიხატე, შენთვის ასე არარომანტიკულ, ჩემი მარტოობის გრძელ ღამეში.++ წარმატებები... სანამ ამინდივით გაცივდება, ჩაი ჟასმინის და მწარე მატე, როგორც ამ ცხოვრების აფიორა, ჩემი ჩამოშლილი თმის ფუნჯებით, ბოროტების შავი ყვავილები, მკერდზე დავიწყებად დაიხატე, შენთვის ასე არარომანტიკულ, ჩემი მარტოობის გრძელ ღამეში.++ წარმატებები...
9. ამინდს ხასიათი უფუჭდება, (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება სარფიანად..) ++ ამინდს ხასიათი უფუჭდება, (და მე უმწეობის დასაფარად, ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ- მე და ჩემი ყოფის საქმიანი და ბეჭედდასმული გარიგება სარფიანად..) ++
8. დიდი მადლობა! ჩავასწორებ და მეცოდინება შემდეგისთვის.
პ.ს. არა და როგორ ყვირის ეს "კ" და ყურს ჭრის ამ სიტყვაში, "მექსიკურს" კი უხდება ძალიან :) დიდი მადლობა! ჩავასწორებ და მეცოდინება შემდეგისთვის.
პ.ს. არა და როგორ ყვირის ეს "კ" და ყურს ჭრის ამ სიტყვაში, "მექსიკურს" კი უხდება ძალიან :)
7. რომანტიული არ არის სწორი გამოთქმა... ყველა სიტყვა "იკ" დაბოლოვებით, ურ-ულ სუფიქსებით წარმოებისას აუცილებლად ინარჩუნებს თავის "კ"-ს:
რომანტიკული, ეკონომიკური, ფანტასტიკური... აგერ, თავადაც სწორად გიწერია - მექსიკური. :) რომანტიული არ არის სწორი გამოთქმა... ყველა სიტყვა "იკ" დაბოლოვებით, ურ-ულ სუფიქსებით წარმოებისას აუცილებლად ინარჩუნებს თავის "კ"-ს:
რომანტიკული, ეკონომიკური, ფანტასტიკური... აგერ, თავადაც სწორად გიწერია - მექსიკური. :)
6. ისევ უსაშველოდ გაიწელა, ყელში ამოსული ნერვებივით ++ ისევ უსაშველოდ გაიწელა, ყელში ამოსული ნერვებივით ++
5. უი, არ ვიცი, სუსიკო, იმედია რომანტიული ამინდები სწორი გამოთქმაა :) მადლობა :) თეთრი პოეტი :) უი, არ ვიცი, სუსიკო, იმედია რომანტიული ამინდები სწორი გამოთქმაა :) მადლობა :) თეთრი პოეტი :)
4. რომანტიულია თუ რომანტიკული? გულწრფელად მაინტერესებს და ვიკითხე. მე მიყვარს ეს პოეტი. ძალიან მომეწონა ეს ლექსიც, ჩემი საყვარელი ჩაის არომატით დაიწყო თან რომანტიულია თუ რომანტიკული? გულწრფელად მაინტერესებს და ვიკითხე. მე მიყვარს ეს პოეტი. ძალიან მომეწონა ეს ლექსიც, ჩემი საყვარელი ჩაის არომატით დაიწყო თან
3. აუ,ჟადენ,რაკაია რომ წერ აუ,ჟადენ,რაკაია რომ წერ
1. რა მძაფრი არომატი ჰქონდა ახლა ამ სიმარტოვეს, jaden.
რა მძაფრი არომატი ჰქონდა ახლა ამ სიმარტოვეს, jaden.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|