 | ავტორი: სირინოზი ჟანრი: პროზა 23 აპრილი, 2014 |
გრანდიოზული ოთახი აღმოსავლური ნელსაცხებლების არომატით გაჟღენთილიყო. იყო მაცდუნებელი დეკოლტეები და შიშველი მუხლები, კიდევ იდუმალი კისკისი და ნისლში შერეული ღამე... იოანას სხეულზე ვიწროდ მოტმასნილი კაბა, ენდი უორჰოლის ტრაფარეტულ ნახატებს ჰგავდა აბრეშუმზე, რომელიც იმდენად ნაზი და ჰაეროვანია, გსურს ხელით შეეხო...ქალმა, იონამ,(ასე რომ ჰგავდა ნახატს) ღრმად ამოისუნთქა და ნახატიც დავიწყებას მიეცა, მხოლოდ მის ყურთან დრო და დრო მადიანი ბგერები იღვრებოდა: -იოანა… შენ მშვენიერი ხარ! შემიყვარე… თუ უკვე გიყვარვარ?! და მოგეალერსები ვნებიანად... სულ ვნებიანად... გრანდიოზულ ოთახში სტუმრებმა იმდენი ისაუბრეს, იმდენ თემას შეეხნენ გაშინაურდნენ, საოცრად დაახლოვდნენ. თანაც იმდენად რომ მიმართვა „თქვენ“ უხერხულობას ქმნიდა და მიმართვა „შენ“ მაინც უხერხულობას ქმნიდა. ამ დროს ვიღაცამ როიალის კლავიშებიც აამუსიკა, სიცილში კარგად რომ ვერ გაიგეს და მქუხარე ტაშით გადაფარეს. ერთით ნოლი: ტაშის სასარგებლოდ... თუმცა არაფერი ისეთი და კვლავ: _იოანა...შენ ჩემთვის, ჩემთვის... ოო...როგორ მინდიხარ! იოანას მხრებიდან აღზნებული ხელები წელზე ჩამოცურდნენ, თვალები კი შორიახლოს საუბარში გართულ, სავსე მკერდიან მარიას მიეკრნენ. იოანამ ეს ანარეკლი, ნაღვლიანი სარკიდან გადაყლაპა და შემდეგ: -იოანა ჩემო თვალის სინათლევ უნდა გეალერსო... ჩემო სუნთქვავ! თუმცა არაფერი ისეთი. . . სტუმრები უფრო კარგ ხასიათზე იყვნენ და უფრო მეტს საუბრობდნენ მუსიკისა და ხელოვნების ჭეშმარიტებაზე, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ. ქალი, იოანა კი ნაღვლიანი, სარკის წინ, მოწყენილი იდგა, მაგრამ ვინ არ ყოფილა მოწყენილი?! ჰო და არაფერი ისეთი... გრანდიოზული ოთახი აღმოსავლური ნელსაცხებლების არომატით გაჟღენთილიყო. იყო მაცდუნებელი დეკოლტეები და შიშველი მუხლები, კიდევ იდუმალი კისკისი,ნისლში შერეული ღამე და... და ქალი, იოანა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ეული ქალი იოანა..
ემოციურია. იდუმალი. ეული ქალი იოანა..
ემოციურია. იდუმალი.
22. მინდა წაკითხვა მინდა წაკითხვა
21. ავტორი: სირინოზი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 0 23 აპრილი, 2014
შენ საერთოდ ხმას არ უნდა იღებდე :D პროზა არა კვატი :D :D :D ავტორი: სირინოზი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 0 23 აპრილი, 2014
შენ საერთოდ ხმას არ უნდა იღებდე :D პროზა არა კვატი :D :D :D
20. ჰო თეო გეტყობა ხალისი ძალიან გიყვარს და ლექსებსსაც ეტყობა რომ მათ ხალისის დროს წერ ;)
ჰო თეო გეტყობა ხალისი ძალიან გიყვარს და ლექსებსსაც ეტყობა რომ მათ ხალისის დროს წერ ;)
19. აუფ :D სირინოზო მეც არ მეგონა ისეთი ნაწერები გქონდა რომ....:დ ახლა კი ვიხალისე:):D აუფ :D სირინოზო მეც არ მეგონა ისეთი ნაწერები გქონდა რომ....:დ ახლა კი ვიხალისე:):D
18. გრანდიოზული ოთახი მართლა ვერ ჟღერს, აღწერის გარეშე. სათაურიც უკეთესი შეიძლებოდა. ისე ჰო გრანდიოზული ოთახი მართლა ვერ ჟღერს, აღწერის გარეშე. სათაურიც უკეთესი შეიძლებოდა. ისე ჰო
17. გრანდიოზული ოთახი მართლა ვერ ჟღერს, აღწერის გარეშე. სათაურიც უკეთესი შეიძლებოდა. ისე ჰო გრანდიოზული ოთახი მართლა ვერ ჟღერს, აღწერის გარეშე. სათაურიც უკეთესი შეიძლებოდა. ისე ჰო
15. ნაწერის სტილი მომეწონა.სათქმელიც კარგად და გასაგებადაა მოტანილი. ჩანს პოტენციალი და წარმატებებს გისურვებ + + ნაწერის სტილი მომეწონა.სათქმელიც კარგად და გასაგებადაა მოტანილი. ჩანს პოტენციალი და წარმატებებს გისურვებ + +
14. ჰო... მოგიკითხავ:))
ჰო... მოგიკითხავ:))
13. ჰო, ასე ჯობია სირინოზო. სათაურს მოუხერხე რამე. გაიზრდები შენ. ჰო, ასე ჯობია სირინოზო. სათაურს მოუხერხე რამე. გაიზრდები შენ.
11. მოკლედ,ნაწერი მომეწონა, თავისებური ნელსაცხების სუნი დაჰკრავდა თითქოს. ვაბშეც,მოვალხოლმე აქ მოკლედ,ნაწერი მომეწონა, თავისებური ნელსაცხების სუნი დაჰკრავდა თითქოს. ვაბშეც,მოვალხოლმე აქ
9. ისევ ის მინუსები და ისევ ის პლიუსები =) ისევ ის მინუსები და ისევ ის პლიუსები =)
7. "გრანდიოზულ ოთახში სტუმრებმა იმდენი ისაუბრეს, იმდენ თემას შეეხნენ გაშინაურდნენ, საოცრად დაახლოვდნენ. თანაც იმდენად რომ მიმართვა „თქვენ“ უხერხულობას ქმნიდა და მიმართვა „შენ“ მაინც უხერხულობას ქმნიდა" ძალიან საინტერესოა ++ წარმატებები "გრანდიოზულ ოთახში სტუმრებმა იმდენი ისაუბრეს, იმდენ თემას შეეხნენ გაშინაურდნენ, საოცრად დაახლოვდნენ. თანაც იმდენად რომ მიმართვა „თქვენ“ უხერხულობას ქმნიდა და მიმართვა „შენ“ მაინც უხერხულობას ქმნიდა" ძალიან საინტერესოა ++ წარმატებები
6. დაიმახსოვრეთ! :)) დაიმახსოვრეთ! :))
5. "იოანას მხრებიდან აღზნებული ხელები წელზე ჩამოცურდნენ, თვალები კი შორიახლოს საუბარში გართულ, სავსე მკერდიან მარიას მიეკრნენ. იოანამ ეს ანარეკლი, ნაღვლიანი სარკიდან გადაყლაპა და შემდეგ: -იოანა ჩემო თვალის სინათლევ უნდა გეალერსო... ჩემო სუნთქვავ! თუმცა არაფერი ისეთი. . ."
ჰო, ნუ დაუჯერებთ სიტყვებს. ნურც ხელებს. :) "იოანას მხრებიდან აღზნებული ხელები წელზე ჩამოცურდნენ, თვალები კი შორიახლოს საუბარში გართულ, სავსე მკერდიან მარიას მიეკრნენ. იოანამ ეს ანარეკლი, ნაღვლიანი სარკიდან გადაყლაპა და შემდეგ: -იოანა ჩემო თვალის სინათლევ უნდა გეალერსო... ჩემო სუნთქვავ! თუმცა არაფერი ისეთი. . ."
ჰო, ნუ დაუჯერებთ სიტყვებს. ნურც ხელებს. :)
4. სწორი ინტერპრეტაციის უნარი გქონიათ :)) სწორი ინტერპრეტაციის უნარი გქონიათ :))
3. ამ პატარა ნოველაში (იმედია არ ვცდები) კარგად გავარჩიე გულგრილი საზოგადოება და საზოგადოების პრობლემა: ცუდად ხარ?! და ვინ არის კარგად? ჰო და არაფერი ისეთი...ნუ ეს ჩემი ინტერპრეტაცია :D :D მომეწონა ++ ამ პატარა ნოველაში (იმედია არ ვცდები) კარგად გავარჩიე გულგრილი საზოგადოება და საზოგადოების პრობლემა: ცუდად ხარ?! და ვინ არის კარგად? ჰო და არაფერი ისეთი...ნუ ეს ჩემი ინტერპრეტაცია :D :D მომეწონა ++
2. იმპრესიონისტული დიახ :)))
სწორედ გრანდიოზული ასე მინდოდა :)) იმპრესიონისტული დიახ :)))
სწორედ გრანდიოზული ასე მინდოდა :))
1. იმპრესიონისტული მინიატურა "სამოსელი პირველის" სურნელით :)
"გრანდიოზული ოთახი" რაღაც ვერ ჟღერს.
იმპრესიონისტული მინიატურა "სამოსელი პირველის" სურნელით :)
"გრანდიოზული ოთახი" რაღაც ვერ ჟღერს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|