ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2014


* * * (გადაფრენა)

გაუთავებლად ლაპარაკობ,
მხოლოდ ჰაერის ჩასასუნთქად
მცირე პაუზა,
შენს მოგონებებს შევექცევი
ნასუფრალივით, -
ნიცა, პარიზი.

,,აუცილებლად უნდა ნახო,
ნუთუ ყელში არ გაგეჩხირა
უძრავი კადრი?!“ –
ჩუმად ვარ ისევ, შენ რა იცი
გახუნებული
სურათის ყადრი.

ისე სავსე ხარ შენს სიტყვებში
ოთხმოცდაცხრამეტს რომ ეყოფა
ალბათ ასიდან,
ისევ დუმილი, - ვერ გპასუხობ
ვერც გულიანად
და ვერც ყასიდად.

მე წავალ, შენ წახვალ, ის წავა,
ჩვენ წავალთ, თქვენ წახვალთ, ისინიც,
მერცხლები სხვა მხარეს გაფრინდნენ,
ბოლოს კი არავინ იცინის.

      24.04.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები