ძველო მეგობარო,მოგაკითხე, ღამე შენთან უნდა გავათიო. ვხედავ,სასაფლაოს მოაჯირზე შენი ლანდებია გალაკტიონ!..
ვხედავ სილუეტებს აჩრდილების, ვიცი,სევდა გინდა განმარიდო. შენთან ლაპარაკში დავიღლები, ოღონდ მესაუბრე გალაკტიონ!..
თოვლი სუდარაა საფლავვების, თეთრმა სიშავეზე დამაბნია. ზეცას ანათებენ ვარსკვლავები, მიწის გლოვაა და კამათია.
ირგვლივ უსამართლო დუმილია, ვიცი სიმარტოვე არ დამინდობს. შეგთხოვ,"ფანჯარასთან ნუ მიმყვან, თორემ გადავხტები,გალაკტიონ!.."
იქნებ მეც გიშველო,გალაკტიონ, მერი ვერ ვიქნები,მაპატიე. მაგრამ შევეცდები დაგამშვიდო, თვალებს შეგიმშრალებ ანატირებს.
თავი მიტოვებულს შევადარე, არ მსურს,ნოსტალგიამ დამაბნიოს. შენც ხომ განგიცდია "მე და ღამე", შენც ხომ გიტირია,გალაკტიონ?!..
მზესა თიბათვისას,გენიოსო, სთხოვე,განსაცდელი ამარიდოს. ვცდილობ,პოეზიით შევიმოსო, ლექსის მწერალი ვარ,გალაკტიონ!..
გიკვირს,რატომ ბედავს სითამამეს, გიკვირს,რატომ არის ამაყიო. გული დედამიწას მივაბარე, მეტი რა დავკარგო გალაკტიონ!..
უკვე დაგიტირე მეათასედ, იქნებ თვალი მაინც გაახილო. ალბათ,ამას გთხოვდა მესაფლავე, ალბათ დაგტიროდა,გალაკტიონ!..
დღეს კი,მესაფლავეც გადაღლილა, ღმერთმა თავის ლოცვა დააწიოს. შენთან,მიწისიქეთ წამოვიდა, სადმე დამიხვდიო,გალაკტიონ!..
ალბათ ჩემი სიტყვა სულერთია, იქნებ შეწუხება მაპატიო. ალბათ პოეტების ბუნებაა, ძალზედ ამაყი ხარ,გალაკტიონ!..
ისევ უშედეგოდ მოგესალმე, ღამე მარტომ უნდა გავათიო. ვხედავ,სასაფლაოს მოაჯირზე, შენი ლანდებია,გალაკტიონ!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. :)) მადლობა :)) მადლობა
27. მაგარია +2 მეტის დაწერა რომ შემეძლოს აუცილებლად დავა+ებდი )) მაგარია +2 მეტის დაწერა რომ შემეძლოს აუცილებლად დავა+ებდი ))
24. კარგი ლექსია ეს............5 კარგი ლექსია ეს............5
23. რა თქმა უნდა უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ და ეს სულაც არაა პრობლემა ჩემთვის,მაგრამ აქვე ვიტყვი,რომ ლექსმა საკმაო მოწონება დაიმსახურა გალაკტიონობის კონკურსზე და აქედან გამომდინარე,კარგი თუ არა,ძალიან ცუდიც არამგონია იყოს. რა თქმა უნდა უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ და ეს სულაც არაა პრობლემა ჩემთვის,მაგრამ აქვე ვიტყვი,რომ ლექსმა საკმაო მოწონება დაიმსახურა გალაკტიონობის კონკურსზე და აქედან გამომდინარე,კარგი თუ არა,ძალიან ცუდიც არამგონია იყოს.
22. არ დავკონკრეტდები მაგრამ რა შეკითხვები დასვით თავადვე შეგიძლიათ პასუხი გასცეთ მას არ დავკონკრეტდები მაგრამ რა შეკითხვები დასვით თავადვე შეგიძლიათ პასუხი გასცეთ მას
21. უშედეგო მისალმება რას ნიშნავს? გალაკტიონი ერთია და ლანდები საიდან ამდენი? გალაკტიონი მარტოსული იყო. მეგობრები არ ყოლია. შენ შეგიძლია მეგობრად იგულო მაგრამ, ის მაინც მარტოობას აირჩევდა. კარგი იქნებოდა წაგეკითხა ჯავახაძის (უცნობი) თუ საუბარში დაიღლები, რაღატომ უნდა ესაუბრო? ბევრი ალოგიკურობაა. ლექსი არ ნიშნავს ულოგიკობას. რითმებიც სუსტია. მე მინდა უფრო უკეთესად წერო.
მკვლელები ნიკორწმინდას და უბისას არ ექცეოდა უღირსად, დაატარებდა გულით მზეს, ძველი პიჯაკის უბით ცას. ჰოდა, უგნურმა მამულმა, ხელიც ამიტომ უბიძგა.
უშედეგო მისალმება რას ნიშნავს? გალაკტიონი ერთია და ლანდები საიდან ამდენი? გალაკტიონი მარტოსული იყო. მეგობრები არ ყოლია. შენ შეგიძლია მეგობრად იგულო მაგრამ, ის მაინც მარტოობას აირჩევდა. კარგი იქნებოდა წაგეკითხა ჯავახაძის (უცნობი) თუ საუბარში დაიღლები, რაღატომ უნდა ესაუბრო? ბევრი ალოგიკურობაა. ლექსი არ ნიშნავს ულოგიკობას. რითმებიც სუსტია. მე მინდა უფრო უკეთესად წერო.
მკვლელები ნიკორწმინდას და უბისას არ ექცეოდა უღირსად, დაატარებდა გულით მზეს, ძველი პიჯაკის უბით ცას. ჰოდა, უგნურმა მამულმა, ხელიც ამიტომ უბიძგა.
20. მადლობა.
კი,ის ვერლიბრი მაგარი იყო,მაგრამ ჟიურიმ ასე გადაწყვიტა და.
ც ნიშნავს შენ-ც და მე-ც მადლობა.
კი,ის ვერლიბრი მაგარი იყო,მაგრამ ჟიურიმ ასე გადაწყვიტა და.
ც ნიშნავს შენ-ც და მე-ც
19. მაგრამ მესამე ადგილზე რომ გავიდა ის მაგარი იყო.
შენც ხომ განგიცდია "მე და ღამე", შენც ხომ გიტირია,გალაკტიონ?!.. კაი მაშინ 'ც' გამაგებინე მაგრამ მესამე ადგილზე რომ გავიდა ის მაგარი იყო.
შენც ხომ განგიცდია "მე და ღამე", შენც ხომ გიტირია,გალაკტიონ?!.. კაი მაშინ `ც` გამაგებინე
18. რათქმაუნდა გაუგებარი არაა, ვანში დაგლიჯე, გილოცავ რათქმაუნდა გაუგებარი არაა, ვანში დაგლიჯე, გილოცავ
17. სულაც არაა გაუგებარი სულაც არაა გაუგებარი
16. ,მერი ვერ ვიქნები,მაპატიე.? ეს ვერ გავიგე ,მერი ვერ ვიქნები,მაპატიე.? ეს ვერ გავიგე
14. უზომოდ მომეწონე ) უზომოდ მომეწონე )
12. მომეწონააააა მომეწონააააა
11. კარგი ხარ, ავთანდილ. ++ კარგი ხარ, ავთანდილ. ++
10. მადლობა :)) მადლობა :))
9. კარგი ლექსია და კარგი ავტორი ხარ, შენ კიდევ გაიზრდები დიდი პოტენციალი გაქვს ჩემი აზრით ++ წარმატებები მეგობარო კარგი ლექსია და კარგი ავტორი ხარ, შენ კიდევ გაიზრდები დიდი პოტენციალი გაქვს ჩემი აზრით ++ წარმატებები მეგობარო
6. ამოვიღებ.მეც მეზედმეტება :/ ამოვიღებ.მეც მეზედმეტება :/
5. ალბათ მშობელ მიწას პასუხს მოვთხოვ, თავად აღარ ვიცი რა ვიფიქრო. იქნებ,ლექსი მაინც მომიწონო, იქნებ უღიმღამოდ გამიღიმო.
Es strofi mezedmeta.. Ise ki kargi leqsia.. ++ warmatebebi :* ალბათ მშობელ მიწას პასუხს მოვთხოვ, თავად აღარ ვიცი რა ვიფიქრო. იქნებ,ლექსი მაინც მომიწონო, იქნებ უღიმღამოდ გამიღიმო.
Es strofi mezedmeta.. Ise ki kargi leqsia.. ++ warmatebebi :*
3. ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი// ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 მაისი, 2014 ნახეთ, რა ბიჭია ჩვენი ავთანდილი . წარმატებები ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი// ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 მაისი, 2014 ნახეთ, რა ბიჭია ჩვენი ავთანდილი . წარმატებები
2. დიდი მადლობა <3 დიდი მადლობა <3
1. კარგი ლექსია...შენც კარგი ბიჭი ხარ_უფრო დასაფასებელი კი ის არის(ჩემი მხიდან)_გალაკტიონს რომ უწერ ლექსს-შენ,21-ე საუკუნის პირმშო.
ალბათ ჩემი სიტყვა სულერთია, იქნებ შეწუხება მაპატიო. ალბათ პოეტების ბუნებაა, ძლიერ ამაყი ხარ,გალაკტიონ!..
ტალანტი ყოველთვის გრძნობს თავის უპირატესობას...თუმცა,ზოგჯერ მზისგან მოპარულ სინათლეს მთვარესავით იფერებს ზოგიერთი და ამ მოჩვენებითი ცრუშუქით ამაყობს...მთვარე მაინც ვერ გაუტოლდება მზეს...მას საკუთარი სინათლე არ გააჩნია... ,,ზევით ასწიეთ,მზე,ზევით".._.ესეც გალაკტიონის სიტყვებია. წარმატებები შენ,ათული,მიყვარხარ +++++ კარგი ლექსია...შენც კარგი ბიჭი ხარ_უფრო დასაფასებელი კი ის არის(ჩემი მხიდან)_გალაკტიონს რომ უწერ ლექსს-შენ,21-ე საუკუნის პირმშო.
ალბათ ჩემი სიტყვა სულერთია, იქნებ შეწუხება მაპატიო. ალბათ პოეტების ბუნებაა, ძლიერ ამაყი ხარ,გალაკტიონ!..
ტალანტი ყოველთვის გრძნობს თავის უპირატესობას...თუმცა,ზოგჯერ მზისგან მოპარულ სინათლეს მთვარესავით იფერებს ზოგიერთი და ამ მოჩვენებითი ცრუშუქით ამაყობს...მთვარე მაინც ვერ გაუტოლდება მზეს...მას საკუთარი სინათლე არ გააჩნია... ,,ზევით ასწიეთ,მზე,ზევით".._.ესეც გალაკტიონის სიტყვებია. წარმატებები შენ,ათული,მიყვარხარ +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|