ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2014


ღმერთის მდგმური

26 წელია მდგმური ვარ. ღმერთის მდგმური.
მიჭირს ქირის გადახდა. არადა, ერთი შეხედვით ადვილია უფლის მდგმურობა.
არა კაც-ჰკლა,
არა იმრუშო,
არა იპარო.
ღმერთი ჩემგან ათი მცნებას დაურღვევლობას მოითხოვს, რომელსაც იმთავითვე ვერ ვიცავ, რადგან სხვა თუ არაფერი, ათიდან მარტო სამი მახსოვს და იმ სამიდან ერთს ვიცავ პირნათლად, მეექვსეს...
მე?
მე მილიონამდე სურვილი მაქვს და მილიარდთა მილიონი სურვილებით შეწუხებულ ღმერთს ალაგ-ალაგ ნაბუტბუტები ლოცვით
წარბსა და შუბლს თუ გავუხსნი ხოლმე.
ღმერთო, მიმდგმურე ცოტა ხანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები