ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მაისი, 2014


უკანა ქუჩელი ბიჭები

ცხოვრობდნენ ერთ რიგით, პატარა ქალაქში, უყვარდათ მუსიკა, სპორტი და ქალები. უყვარდათ ცხოვრება ო ისე ძალიან...არ ქონდათ არც შური, არც ბოღმა-დარდები.
  ბიჭები, უკანა ქუჩელი ბიჭები პოპჯგუფის* სიმღერებს ზეპირად მღეროდნენ, იცოდნენ ვითომ რომ ცხოვრება რთულია?  რომ იმ წლებს სათუთად უნდა გაფრთხილებოდნენ?
  ჯერ სკოლა, სწავლა და თამაში, თამაში...
ფეხბურთი,
ჯოკერი,
კალათბურთისთვის, დარაჯსაც ქრთამავდნენ,
ჰო გააბოლებდა მოხუცი უფილტროს ,
ბიჭები დარბაზში თამაშსაც მართავდნენ.
ბლოკშოტი, ჩაჭრა და ქულები, ქულები
და იყო მუსიკაც...

ჰო დრო ჭამს ყველაფერს...

დღეს ბიჭებს სხვადასხვა გზით მიყავთ ცხოვრება:
ერთი ზის,
მეორე წევს ცივ მიწაში,
მესამე ვაჭრობს და ფულებსაც შოულობს,
მეოთხეს გვერდით ყავს ფეხმძიმე მეუღლე.

უკანა ქუჩაზე კი  სხვა ბიჭები ჩაივლიან,
იმედია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს