ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოშრევანი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2014


წმიდა სამებას

უფალო,ღმერთო,შემქმელო,ცათა და ქვეყანათაო,
შენმა უსაზღვრო სიკეთემ მე სული გამინათაო,
შენა ხარ ღმერთი ყოველთა,დავითთა,მანანათაო,
შენმა ძემ,ჩვენმა უფალმა,ჯოჯოხეთს გაანათაო.

შენ სათნოებამ ამივსო გული მადლითა შენითა,
ახლა სიხარულს განვიცდი,ვერ გამოითქმის ენითა,
შენზე მონდობილს მე ძალმიძს,შეცვლა ჭირისა ლხენითა,
ყოველ დღეს,შენი წყალობით,მე ვხვდები აღმაფრენითა.

უფალო,ღმერთო,შემქმნელო,ქვეყანათა და ცათაო,
შენი სიტყვა არს საკმარის გამოცოცხლებად ქვათაო,
გთხოვ მომეც ნიჭი მოთმენის,მისატევებლად სხვათაო,
სახელით მამისა,ძისა,წმიდისა სულისათაო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს