*** (ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან)
(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან, დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები! ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან. კაცი - წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...
მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია, ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც) კაცი - გაცრეცილი ლექსის რვეულია, ქალი - ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.
ჭიამაიების ერთი ოცეული ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღეს დარია, ქალი ყვავილია ნორჩი - ბროწეულის, კაცი? კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,
ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ, გული სიყვარულით როცა დაიმტვერა, ქალი შენია და თითქოს არც შენია, კაცი გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!
უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ, მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი კაცი წვიმა არის ქალი - წყალდიდობა!.. შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -
მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია, ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი, კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს
ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან, ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი- თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!
გენრი დოლიძე
ქალი დაკოცნილი აირწინაღიდან
(ეძღვნება ზღვაში შეჭრილ რესტორან "სან-რემოს" მოაჯირზე ასულ, გენრის მიერ ვერშეპყრობილ სვეტას, რომელიც ცურვამ გადაიფიქრა)
გენრის ევასე და მოგსდევს ვინაიდან დგახარ მოაჯირზე ცურვას ეპირები, ქალი - დაკოცნილი აირწინაღიდან კაცი - გაძარცული მეტროს ჯიბგირების.
ჩვენ ხომ კარგად გვესმის გენრის შეუძლია წერა, ნიჭი აქვს და უნდა ვთქვათ კიდევაც, კაცი - უფრო მეტად მაინც შვეულია, ქალი - ისეთია, რომ ღირს გაკიდება.
ჭიამაიების ერთი ოცეული, ხოჭოს დავასიეთ, ჰოდა დღეს მკვდარია, ქალი - დასახეთქი, როგორც ბროწეული კაცი? დანას მოჰგავს უფრო თეთრტარიანს
ყასბის, ნეკნებშუა ხბოს რომ ჩარჩენია, დახლი ბაზრობაზე როცა დაიმტვერა, ქალი? არც ჩემია მაგრამ არც შენია, გენრი ჰენრია და თითქოს მაინც ვერა.
ფეხით ახვედი და მეცხრე სართულზე ხარ, ლიფტი გაიჭედა, როგორც ჯაგში შველი, კაცი კიბეა და ქალი კისრისტეხა, შუქი თუ არ მოვა შენ მე რას მიშველი.
მთვარე დეკოლტეში ვერ გამოეტია, მისკენ მიმახედეს, თვალიც გაიჭედა, გენრი ყოველთვის და ყველგან პოეტია, თუკი სათამადო სუფრა გაიჩითა.
ქალი - დაკოცნილი აირწინაღიდან, საცობს შამპანურის ჩემკენ მოაჯირი- თებდა, თებერვალში ცივა ვინაიდან, კიდეც გაიყინეთ შენ და მოაჯირი.
დაკოჭლება
ზამთარში წვიმა. ეს არაფერს არ ნიშნავს. თითქმის. მაგრამ მე ვამბობ. ღამეა და. ზამთარში წვიმა. და ჩემში ღამე. ახლა უკვე სხვა იმიჯს იქმნის. ვთქვათ. კორონერის. ვთქვათ. მარსალის. მიგლოვეთ. იმათს.
ვინც ყველაფერი გაწირეს და საფლავში წვანან. თქვენს. ვისაც რაღაც დაგრჩენიათ და ნაზად დასდევთ. საყურადღებოდ. მე ვამბობ რომ. ღამეში. თანაც ასეთ ღამეში. ასეთ წვიმას თოვლივით დასდებს.
მე. არამზადა. ხვალ დილითვე. წარსულის მსგავსად. იქ. კომბინატში ვეახლები ვიღაცა დებილს. მე ეს ამბავი ბოღმითა და ტკივილით მავსებს. მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები.
ეს ჩემი ღმერთი წამოდგა და ჩემიდან მიდის. ჩემი თვალები. სამუდამო დარდების ზონა. ძარღვებშიც. როგორც ჩემს ოთახში. ხანია დიდი. რაც ხსენებული წვიმის დიდი წვეთები ჟონავს.
წვიმა. ასევე ზამთარში და ამასთან კოჭლიც. ორი დღით ადრე გადაყრიან ხიდიდან დასტებს. ჩემს თავს. ბებერ თავს. ერთნაირად თეთრსა და მოჭრილს მოიტანს. თქვენთან მოიტანს და თოვლივით დასდებს.
რეზო გეთიაშვილი
დაბლოკვა
ბათუმში წვიმა. ეს არაფერს არ ნიშნავს. თითქმის. მაგრამ მე ვამბობ. ღამეა და. ბათუმში წვიმა. და გაბაიძე. ახლა უკვე სხვა იმიჯს იქმნის. ვთქვათ. რედაქტორის. ვთქვათ. ადმინის. მიმბლოკეთ. იმათს.
ვინც ყველა ლექსი დაწერეს და ქალებთან წვანან. თქვენს. ვისაც ვიღაც ვერ შეგიბამთ და ლექსით დასდევთ. საყურადღებოდ. მე ვამბობ რომ. ლიტკლუბზე. თანაც ასეთ ლექსებზე. ასეთ პოსტებს მინდია დასდებს.
მე. მოპოეტო. დილიდანვე. ურაკის მსგავსად. აქ. ლიტკლუბ.ჯეზე ვაკრიტიკებ დიდებს და ბავშვებს. ზოგს ეს ამბავი ბოღმითა და ტკივილით ავსებს. მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვამჩნევ.
ეს ჩემი მუზა წამოდგა და ჩემიდან მიდის. ჩემი ქალები. სამუდამო გაჭედვის ზონა. ურაკზეც. როგორც ლიტკლუბ.ჯეზე. ხანია დიდი. რაც ჩემს ნიკებზე ნიკის დიდი ბლოკები ჟონავს.
წვიმა. ასევე ბათუმში და ამასთან სველიც. ოთხი დღის შემდეგ გადაყრიან ლიტ.გედან დასტებს. და ჩემს კომენტარს. ერთნაირად ბოროტს და ველურს. მოიტანს თქვენთან. მაგრამ ვაი რომ ვეღარ დასდებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ერთი გულწრფელი კითხვა გამიჩნდა და , მინდია, მეტი საქმე არ გქონდა?! არა კი გავერთე მაგრამ.. :დ ერთი გულწრფელი კითხვა გამიჩნდა და , მინდია, მეტი საქმე არ გქონდა?! არა კი გავერთე მაგრამ.. :დ
4. რა კარგებია...ვიხალისე ვისიამოვნე...:-*
"კაცი კიბეა და ქალი კისრისტეხა"....ნუ ეს საუკუნის ფრაზაა მგონი...:)))
რეზო გეთიაშვილის არაჩვეულებრივი ლექსია...:-*
რა კარგებია...ვიხალისე ვისიამოვნე...:-*
"კაცი კიბეა და ქალი კისრისტეხა"....ნუ ეს საუკუნის ფრაზაა მგონი...:)))
რეზო გეთიაშვილის არაჩვეულებრივი ლექსია...:-*
3. კარგია და მომეწონა , რომ იუმორისტულში დევს! კარგია და მომეწონა , რომ იუმორისტულში დევს!
2. არ მესმის რა საჭიროა ამდენი პოეტი- იყოს რამდენიმე კარგი, დანარჩენები დაწერენ იმ კარგების კარგ პაროდიებს და აღარც ველური და ბოროტი კომენტარები იქნება საჭირო მერე :)
ისე, ბათუმში რომ სველია წვიმა ეს მეც მქონდა შემჩნეული, მაგრამ ვერ ვამხელდი :)
არ მესმის რა საჭიროა ამდენი პოეტი- იყოს რამდენიმე კარგი, დანარჩენები დაწერენ იმ კარგების კარგ პაროდიებს და აღარც ველური და ბოროტი კომენტარები იქნება საჭირო მერე :)
ისე, ბათუმში რომ სველია წვიმა ეს მეც მქონდა შემჩნეული, მაგრამ ვერ ვამხელდი :)
1. ორივე ლექსის ორიგინალი მაგრად მომწონს და გადაკეთებულზე მაგრად ვიცინე... :))))))) საააააააააააააღოლ:) ორივე ლექსის ორიგინალი მაგრად მომწონს და გადაკეთებულზე მაგრად ვიცინე... :))))))) საააააააააააააღოლ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|