ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2014


მამი, ჩვენთან აყვავილდნენ ვარდები

მამი, ჩვენთან აყვავილდნენ ვარდები,
ჩვენი ეზო აამწვანა მაისმა,
ქუჩას მცველად დადგომიან ჭადრები,
ეზოებში მუსაიფი, ჩაის სმა.

ნაზად ტანიც აიყარა ატამმა,
ქუჩის ბოლოს შრიალებენ ნაძვები,
ზეცამ ყინვის წყევლას გადანატანმა,
გაიღიმა, გაიხადა ძაძები.

უკვე სივრცეეს შეეგუა მერცხალი
და პეპლებიც გახდნენ მინდვრის ნაფიცი,
ვარ მელექსე, ცხოვრების უმეცარი,
მიძგერს გული, მაგრამ რატომ არვიცი

ვარსკვლავები კიაფობენ აზრებად,
სხივმა ცაზე ბუდე ნახა თავისი,
და მეც ვრჩები მიტოვებულ არსებად...
მამი, ჩვენთან აყვავილდა მაისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები