 | ავტორი: ფიქრის მხატვარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 მაისი, 2014 |
ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ძილში ერთი გადმობრუნებაც კმარა, რომ მის ზურგს შევეხო. ძველებურ ფანჯრის რაფაზე უყვავილო ქოთანი გვიდგას. თუ ყვავილი მომენატრება მინდორში მივდივართ და შემდეგ განწყობას ლარნაკში ვაწყობთ. ყოველთვის მასზე გვიან ვიძინებ, მერე კი ვჯდები და მის სიზმრებს ვუყურებ პოპკორნის გარეშე (ღამით ჭამა მასუქებს) ჩვენ არ გვყავს ძაღლი, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება კატა, რომელიც მაშინ ისეირნებს, როცა მოუნდება და მეზობლის სახლიდან აღარ გამოვა ვირთაგვების გულისგამაწვრილებელი ხმა. მინდოდა ეზოში წერილების ყუთი დაგვედგა, თუმცა გადავიფიქრე. მირჩევნია ციყვებისთვის ავაშენოთ ხეზე სახლი, რომელსაც ოდესმე დავრგავთ. მე ვიცი როგორ უყვარს ციყვები.. მე დღეები დამქონდა შენი მუსიკა და შენი ნახატები (სხვისი, ოღონდ შენი მოტანილი). როცა გეუბნები, რომ გაგებუტე ამბობ, რომ შენ უფრო. მერე გაშინებ, რომ მოგიკვდები. შენ ცხვირზე მკბენ, მე გეუბნები მეკოცნე ახლა და შენც მკოცნი. სულ არ გვახსენდება ძველი გაბუტვა.. ჯერ მისი პოეზია შემიყვარდა, მერე მივხვდი, რომ ჩემი პოეზია ის არის. -როგორი ხმა აქვთ არა ნიჟარებს? -ჰო.. მაგრამ ზღვასთან უფრო კარგია. -ვიცი. მე ჩამოვალ, შენ აღარ იქნები. -მთავარია ზღვასთან იყო. მომეჩვენა რომ თვალებით ოკეანე დამქონდა. ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, ძილში ერთი გადმობრუნებაც კმარა, რომ მის ზურგს შევეხო. ის მალე ზღვაში გავა. მე ქოთნიდან გადავყრი განწყობას და ვირთაგვებთან ერთად შევაწუხებ მეზობლებს გულისგამაწვრილებელი ხმით და როცა ბოლო სართულიდან გადმოვხტები იღბლიანი კატასავით არ გამიმართლებს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. "ძველებური ფანჯრის რაფაზე უყვავილო ქოთანი გვიდგას. თუ ყვავილი მომენატრება, მინდორში მივდივართ..."__ერთი შეხედვით, რა უბრალო და უსუნოა მინდვრის ყვავილივით,მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. კარგია. "ძველებური ფანჯრის რაფაზე უყვავილო ქოთანი გვიდგას. თუ ყვავილი მომენატრება, მინდორში მივდივართ..."__ერთი შეხედვით, რა უბრალო და უსუნოა მინდვრის ყვავილივით,მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. კარგია.
6. სასიამოვნო ადამიანების კომენტარები) მადლობა თქვენ.. სასიამოვნო ადამიანების კომენტარები) მადლობა თქვენ..
5. განწყობები ლარნაკში– კარგი იყო.
და საერთოდაც.
მე რა, რომ მე არ მიყვარს ასე:)
განწყობები ლარნაკში– კარგი იყო.
და საერთოდაც.
მე რა, რომ მე არ მიყვარს ასე:)
4. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მეცხრე სიცოცხლე სწორედ ესაა =) წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მეცხრე სიცოცხლე სწორედ ესაა =)
3. Since we shareing the same bed we are not shareing the same dreams any more..სათაურის გამო გამახსენდა ეს ფრაზა სიმღერიდან და რაღაც ამდაგვარს ველოდი . კარგად მოვიქეცი რომ შემკვედი და წავიკითხე. რა კარგია საკუთარი პოეზია რომ გყავს :) Since we shareing the same bed we are not shareing the same dreams any more..სათაურის გამო გამახსენდა ეს ფრაზა სიმღერიდან და რაღაც ამდაგვარს ველოდი . კარგად მოვიქეცი რომ შემკვედი და წავიკითხე. რა კარგია საკუთარი პოეზია რომ გყავს :)
2. მომწონს ეს გვერდი ) მომწონს ეს გვერდი )
1. :) ძალიან ლამაზ ფიქრებს ხატავ. :) ძალიან ლამაზ ფიქრებს ხატავ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|