ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2014


როგორ არ გებრალები?! (ძველი რვეულიდან)

ფაქიზ სულში, ოცნებების მძევლებად,
შენს სიყვარულს გამოვისხამ მტევნებად.
მაგ ტუჩების, ლოცვისაგან დაღლილის,
მილიონი კოცნაც არ მებევრება.

გაჟრჟოლებად გადამექცა ფიქრები,
ათ სიცოცხლეს შენი მონა ვიქნები,
მაგ თვალებმა ბორკილებად დამადო
წამწამები, ორი ბღუჯა, რძისფერი.

ამენთები სიზმრად კელაპტარივით,
ცხადშიც მაბნევ, წუხანდელ სიზმარივით,
ჩემს აზრებში ატორტმანებული ხარ,
ფშავი ქალის თითებში ხერტალივით.

ჩემი ლტოლვის ოკეანის ნაპირებს,
გრიგალივით დაატყდები, ატირებ,
რად მაღელვებ მაგ გრძნობების თამაშით,
პირდაპირ თქვი, ჩემს მოკვლას თუ აპირებ.

რომ მეგონა, შენს გულს ფეხი ავუწყვე,
ჩემს გრძნობებს წინ მოძღვარივით გაუძეხ,
არ დამინდე, გადამჩეხე უფსკრულში
და მსოფლიოს გამარჯვება აუწყე.

ნუთუ ვერ გრძნობ, უხილავი ძაფებით,
მოგეჯაჭვე, დღედაღამ მელანდები,
სანამ გული გასკდა საპნის ბუშტივით,
სანამ ვცოცხლობ, -თუ ოდნავ გებრალები,

გაიღვიძე, შემომხედე მთქნარებით,
შემამჩნიე მაგ ყინულის თვალებით.
ნუთუ, მკერდში გული გაგჩერებია? -
აბა მითხარ, როგორ არ გებრალები?!

13. 04. 2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს