მე და შენ რად გვინდა ფურცელი ან თუნდაც კალამი? მე და შენ, ისედაც, ფიქრებით ვაგრძელებთ საუბარს, ამ ღამეს, ამ ცაზე იმდენი ვარსკვლავი არ არის, რამდენი სიტყვებიც უსიტყვოდ გითხარი ამ წუთას.
ვეძებე ის მთვარე წუხელ, რომ უცქერდი ქალაქში, სოფელში ვერ ვნახე, მე მგონი, ღამეა უმთვარო. ცას კიბეს მივადგამ, ვარკვლავებს ღრუბლებით გადავშლი, – იქნება გაწვიმდეს?! წვიმაში არმოსვლა ვიჩქარო....
ძაღლი ჰყეფს ჭინჭრიან, უკაცოდ დარჩენილ ორღობეს, დავწერე რაღაც და შენ, მგონი, ნაწერსაც დახედე. შეხვედრა რად მინდა? – ისედაც მოგაგნებ როგორმე და ასე შორიდან მე შენზე ზრუნვასაც ვახერხებ...
დაგისხამ ჩაის და მურაბას ჩაგიყრი ჟოლოთი, რომ სევდის ვირუსი ლოგინში დატოვო ოფლივით. თითები არ მყოფნის და მერე საათზე დროს ვითვლი, არავის ველი და თან მაინც ვიღლები ლოდინით.
ახლა ცა უმთვარო მაგონებს ცარიელ კორიდას, მე აქ ვარ, სოფელში... ვარსკვლავებს ვუყურებთ ორივე. ფიქრებით გათბობ და ფიქრებით გამხნევებ შორიდან და მანძილს ვაგრძელებ, რომ ახლოს ვერასდროს მოვიდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. რა კარგია :* 5 რა კარგია :* 5
15. სევდა და მონატრება. კარგი ლექსია. სევდა და მონატრება. კარგი ლექსია.
14. ნამდვილად! (ესაა ჩემი კომენტარი, ანუ სათაურს დავეთანხმე) :*
ნამდვილად! (ესაა ჩემი კომენტარი, ანუ სათაურს დავეთანხმე) :*
12. მომეწონა. "ფიქრებით გათბობ და ფიქრებით გამხნევებ შორიდან და მანძილს ვაგრძელებ, რომ ახლოს ვერასდროს მოვიდე."
მომეწონა. "ფიქრებით გათბობ და ფიქრებით გამხნევებ შორიდან და მანძილს ვაგრძელებ, რომ ახლოს ვერასდროს მოვიდე."
11. სიამოვნებით შემოვდივარ აქ, ვიცი, რომ კარგი ლექსი დამხვდება. ისე, კარგი _ ცოტაა ამ ლექსისთვის. ყოჩაღ! სიამოვნებით შემოვდივარ აქ, ვიცი, რომ კარგი ლექსი დამხვდება. ისე, კარგი _ ცოტაა ამ ლექსისთვის. ყოჩაღ!
10. სევდის ვირუსი...
ვეძებ წამალს...თუმცა, აგერაა–ლექსი! სევდის ვირუსი...
ვეძებ წამალს...თუმცა, აგერაა–ლექსი!
9. რათქმაუნდა მოვალ, მთავარია არ დამავიწყდეს. ჩავინიშნავ რათქმაუნდა მოვალ, მთავარია არ დამავიწყდეს. ჩავინიშნავ
8. დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით "ჯაფარა77." ასეთი თბილი კომენტარისთვის :-* სიამოვნებით გაგიცნობთ და გეტყვით რომ 27 ივნისს პოეზიის ფესტივალი გარა ატარებს ჩემს საღამოს მწერალთა სახლში ( მაჩაბლის 13) საღამოს 7 საათზე... თუ მობრძანდებით ძალიან გამახარებთ სიყვარულით ; დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით "ჯაფარა77." ასეთი თბილი კომენტარისთვის :-* სიამოვნებით გაგიცნობთ და გეტყვით რომ 27 ივნისს პოეზიის ფესტივალი გარა ატარებს ჩემს საღამოს მწერალთა სახლში ( მაჩაბლის 13) საღამოს 7 საათზე... თუ მობრძანდებით ძალიან გამახარებთ სიყვარულით ;
7. ავტორი: ლელი კახელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 მაისი, 2014
ეს ძალიან პირადი, ძალიან ჩემი და ძალიან ღრმა ლექსია. შესრულებაც ძალიან მომეწონა. იმდენად შემეხო რომ სული ამტკივდა.
მსგავსი კარგად გადმოცემული ემოციის, შესრულების, მუსიკალურობის ლექსი აქ კიარა, არც არასდროს წამიკითხავს მგონი.
ეს ავტორი ჩავინიშნე გულის ყველაზე დიდ ჯიბეში და ვოცნებობ მის გაცნობაზე. ჩვენ აშკარად ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა.
ფეხზე ვდგავარ და ტაშს გიკრავთ.
ადრეც წამიკითხავს თქვენი ლექსები, მაგრამ დღეს აღმოგაჩინეთ... +უსასრულობა ამ ლექსს ავტორი: ლელი კახელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 მაისი, 2014
ეს ძალიან პირადი, ძალიან ჩემი და ძალიან ღრმა ლექსია. შესრულებაც ძალიან მომეწონა. იმდენად შემეხო რომ სული ამტკივდა.
მსგავსი კარგად გადმოცემული ემოციის, შესრულების, მუსიკალურობის ლექსი აქ კიარა, არც არასდროს წამიკითხავს მგონი.
ეს ავტორი ჩავინიშნე გულის ყველაზე დიდ ჯიბეში და ვოცნებობ მის გაცნობაზე. ჩვენ აშკარად ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა.
ფეხზე ვდგავარ და ტაშს გიკრავთ.
ადრეც წამიკითხავს თქვენი ლექსები, მაგრამ დღეს აღმოგაჩინეთ... +უსასრულობა ამ ლექსს
5. "ფიქრებით გათბობ და ფიქრებით გამხნევებ შორიდან და მანძილს ვაგრძელებ, რომ ახლოს ვერასდროს მოვიდე."__როგორ ეურჩება აქ ერთმანეთს ქალური სიამაყე და ამავე დროს მზრუნველობის ფაქიზი განცდა?!
" წვიმაში არმოსვლა ვიჩქარო...."__ეს ფრაზა გამყვება, ვიცი... "ფიქრებით გათბობ და ფიქრებით გამხნევებ შორიდან და მანძილს ვაგრძელებ, რომ ახლოს ვერასდროს მოვიდე."__როგორ ეურჩება აქ ერთმანეთს ქალური სიამაყე და ამავე დროს მზრუნველობის ფაქიზი განცდა?!
" წვიმაში არმოსვლა ვიჩქარო...."__ეს ფრაზა გამყვება, ვიცი...
4. ვალაიქებ :) დაგისხამ ჩაის და მურაბას ჩაგიყრი ჟოლოთი,
ბავშობის მერე ჟოლო არ მიჭამია მოინდა ვალაიქებ :) დაგისხამ ჩაის და მურაბას ჩაგიყრი ჟოლოთი,
ბავშობის მერე ჟოლო არ მიჭამია მოინდა
3. ძალიან მომეწონა, ,,ამ ღამეს, ამ ცაზე იმდენი ვარსკვლავი არ არის, რამდენი სიტყვებიც უსიტყვოდ გითხარი ამ წუთას ძალიან მომეწონა, ,,ამ ღამეს, ამ ცაზე იმდენი ვარსკვლავი არ არის, რამდენი სიტყვებიც უსიტყვოდ გითხარი ამ წუთას
2. ამ ლექსის შემდეგ უნდა იჩქაროს აშკარად :))))) ამ ლექსის შემდეგ უნდა იჩქაროს აშკარად :)))))
1. თბილი... +++ თბილი... +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|