ყველა ნაზამთრალ ოცნებას გავუღე გულის კარიო, ვაი, რა სუსტად არიან ეხლა სჭირდებათ დარიო, ფიქრებში ისე ვირწევი როგორც უნიჩბო ნავიო, კიდევ შორსაა ნაპირი დაჰბერე ზურგის ქარიო, სამშობლო მომნატრებია, შემომჩვევია ჯავრიო, ვინც შენს იმედად დავტოვე, ღმერთო დასწერე ჯვარიო.