 | ავტორი: აირინი ჟანრი: პროზა 29 მაისი, 2014 |
ჩემი ერთკვირიანი დასვენების პირველი დღე ცოტა უცნაურად დაიწყო. ადრიანად გამაღვიძეს ბებიაჩემის შინაბერა დებმა. აივნის მოაჯირზე გადაყუდებულ, ნახევრად მძინარეს მომახსენეს, რომ გაზი გათავდა და ბალონის დასატენად მიდიოდნენ რაიონში. მერე რითი მიდიოდნენ? გასული საუკუნის, დაჭეჭყილი, ოდესღაც რძისფერი, ნაკაწრებით აჭრელებული “ვოლგით”. გამიმართლა, გაყოლა რომ არ შემომთავაზეს. დილის სუსხით აკანკალებულს საუზმესავით დამიტოვეს ფასდაუდებელი გაფრთხილებები:
ჩაი თერმოსშია. სახურავი ფრთხილად მოხსენი, ხელზე არ გადაიქციო. თუ დავუშვათ და ეს ამბავი შეგემთხვა, ზეთზე და სანთელზე დამზადებული მალამო სამზარეულოშია თაროზე.
შენი ამბავი რომ ვიცით, ჩვენს მოსვლამდე სახლში არ გაჩერდები. ქუდი არ დაგავიწყდეს, “შიფანერკაში” კიდია. მაგნიტური დღეებია და მზე არ ჩაგივარდეს თავში.
ბოტები კიბეზე აწყვია. ჩაიცვი! გველები დახოხიალობენ ყველგან, შემთხვევით ფეხი არ დაადგა. შხამიანები არ არიან, მაგრამ. . .
მეცხვარის ძაღლს თუ გადააწყდი, წივილ-კივილით არ გაიქცე. მშვიდად იდექი და არ გიკბენს.
ბალზე არ ახვიდე! დაბლა ტოტები ჩამოკრიფე! ხიდან რომ ჩამოვარდე, თქვენებს რა პასუხი გავცეთ?
ხუთი ამდენი მითხრეს, ვერ დავიმახსოვრე. მაწვნის ქალი მოვა, ორი ნახევარლიტრიანი ქილა მიეცი და რასაც მოგიტანს მაცივარში შეინახეო, ეს უკვე მანქანიდან გადმომძახეს და გაქრნენ. მიაღწიეს თავისას. რა დამაძინებდა, გამოვფხიზლდი.
ბებიდების რჩევები და მითითებები პირნათლად შევასრულე: რძის ქალიც გავისტუმრე და ასანთის სათხოვნელად მოსული მეზობლის გოგოც. ვისაუზმე, ქუდი დავიხურე, ბოტები ჩავიცვი. სახატავი ალბომი, ფანქრები ავიღე და მინდვრის ბოლოს ძველი საყდრის სანახავად გავეშურე. ბლის ორი ტოტიც გავიყოლე. თავიდან მთლიანად მივირთმევდი, შემდეგ კურკის გამორჩევა დავიწყე. გზადაგზა თხილის წკეპლას ვიქნევდი და ენერგიულად ვცელავდი წარაფებიდან გადმოსულ ეკლიან ბალახს. ხავსმოდებულ საფლავის ქვაზე ვიჯექი. რამდენიმე ესკიზი გავაკეთე. უგულოდ ვხატავდი. თითქოს, რაღაც მიშლიდა ხელს და მაფორიაქებდა. ის, რომ, მარტო ვიყავი? საყდარზე სარესტავრაციოდ შემოვლებული ხარაჩოები მაღიზიანებდა? უხსენებლის შიშით ხშირ-ხშირად რომ ვტრიალდებოდი უკან? არ ვიცი! მერე მოიღრუბლა. წვიმას აპირებდა. გამახსენდა, ფანჯრები დამრჩა ღია. წასვლა დავაპირე და დასცხო სეტყვამ. უახლოესი თავშესაფარი სამრეკლო იყო. ალბომი გადავიფარე და გავიქეცი.
ყველაფერი მაშინებდა აქ: საზიზღარი ლოკოკინები, კედელზე რომ მიღოღავდნენ, ვარდისფერი ჭიაყელა, უმწეოდ, რომ იკლაკნებოდა მღვრიე გუბეში, მოზრდილი, შაბიამნისფერი ხვლიკი, დაფეთებული რომ გაუჩინარდა კედლის ძირში. ზურგით შემოსასვლელის კუთხეს ავეკარი და ფრესკის ფრაგმენტები შევათვალიერე. მკრეხელური დასკვნები გავაკეთე –წმინდანებს დიდი თავები და ტანთან შედარებით ძალიან პატარა ფეხები ჰქონდათ. თითქოს, თვალს ვერ აცილებდნენ მოპირდაპირე კედელზე ნახშირით დახატულ ფერხორციან ანგელოზებს, დიდი მკერდით და კოხტა ფეხებით.
ჰაერი გაჯერებული იყო ლორთქო ბალახის, ფოთლების, ასკილის და ფშატის ყვავილების ტკბილი სურნელებით. სეტყვას საშინელი რაკუნი გაუდიოდა სამრეკლოს სახურავზე. სულიერი ვინატრე, თუნდაც, მეცხვარის ყურებწაჭრილი და ჯაჭვით დასაბმელი, ხბოსტოლა, დორბლიანი ძაღლი. ხმაური მალე შეწყდა. საოცარ სიჩუმეს დროდადრო რომელიღაც ფრინველის ჭიკჭიკი არღვევდა. მოულოდნელად, გაიელვა. ჭექა-ქუხილმა სადღაც ახლოს გადაიარა. ჩავიკეცე და სახეზე ხელები ავიფარე.
თავი რომ ავწიე, ათი, თორმეტი წლის ბიჭი დავინახე, სამრეკლოს ცენტრში იდგა. ოდნავ დაელმებული, მოწითალო თვალებით შემომცქეროდა. გამიკვირდა- უცნაურად გამოიყურებოდა ახალ ტანსაცმელში საგანგებოდ გამოწყობილი. გრილი ნიავი მხრებზე გრძელ, წითურ თმას უფრიალებდა. - შენ აქ საიდან გაჩნდი? - იქიდან.- უმისამართოდ გაიშვირა ხელი.
გარეთ გავიხედე. სეტყვამ ისევ წამოუშინა. საკმაოდ მოზრდილი ყინულის კენჭები თეთრი ბადესავით გადაფარებოდა სასაფლაოს. ბიჭი თვალს არ მაცილებდა. უხერხულად გავასწორე ალბომის დამბალი ყდა. - გინდა საიდუმლო გაჩვენო?- მკითხა მოულოდნელად. - მაჩვენო თუ მითხრა? - გაჩვენო.
შეტრიალდა. კუთხეში თავის სიმაღლეზე მორყეული აგური გამოაძრო. სიღრმეში ხელი შეყო და პატარა ჟანგიანი ყუთი გადმოიღო. სანამ გახსნიდა, გამომხედა. რაღაცნაირი მზერა ჰქონდა, - დადარაჯებული, ოდნავ გახარებული და იდუმალი. ყუთში ვერცხლის ქაღალდში გახვეული წვრილმანები ეწყო. ბიჭი ნომერს ასახელებდა და სათითაოდ მიჩვენებდა:
დასაკეცი დანა. დომინო. თმის სამაგრი პეპელა. შურდული. ოთხნახვრეტიანი ღილი. ხელთათმანი. გაჩერებული საათი.
საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი. დროდადრო ელავდა და ბიჭს საშიშად უბრწყინავდა გუგები. - არ მითხრა, რომ პეპელა და ხელთათმანი შენია. - არაფერი არ არის ჩემი, ყველაფერი სხვისია. - მერე, რა არის აქ საიდუმლო? - ამ ნივთების პატრონებმა არ იცოდნენ, მათი დაკარგული აქ რომ შევინახე. სამაგიეროდ, პირველის გარდა, ყველა მათგანმა, ცალ- ცალკე და სხვადასხვა დროს ნახა სხვისი ნივთები. - რა სისულელეა! წარსულში რატომ ლაპარაკობ? რომელიმე ცნობისმოყვარემ, მაგალითად, შურდულის პატრონმა, ხელმეორედ რომ მოინახულოს შენი საიდუმლო და ყუთი გარეთ მოისროლოს? - ეგ არ მოხდება. - რატომ? - მოკვდა. ამათგან არც ერთი არ არის ცოცხალი. - კარგი ერთი! რა ხუმარა ხარ! მე რატომ მიჩვენე?
ბიჭი ძალიან ახლოს მოვიდა, დაკვირვებით ჩამხედა თვალებში და ათრთოლებული ხმით მითხრა: - კარგი გოგო ხარ! მენანები, მაგრამ. . . აუცილებლად უნდა გენახა. . .
სულ უფრო და უფრო მიპყრობდა გამოუცნობი შიში. გულში ჩავიკარი ალბომი, ავადმყოფი ხარ მეთქი, მივაძახე და გარეთ გავვარდი. გაჩქარებული მივდიოდი და წვიმის წყლით დაფარულ გზაზე მივაჭყაპუნებდი. დასავლეთიდან შავი ღრუბელი წამოვიდა. ისევ დაიქუხა და მოულოდნელად, გონება გამინათდა. ფანქრები! საფლავის ქვაზე დამრჩა. რა თქვა იმ საშინელმა ბიჭმა? ნივთების პატრონები ცოცხლები არ არიან, მენანებიო?! სამრეკლოში ჩემს შემდეგ შემოვიდა. მშრალი იყო. წესით სველი უნდა ყოფილიყო თავიდან ბოლომდე. ღმერთო! მოვტრიალდი.
ბიჭი იქ დმხვდა. საიდუმლო ყუთი შეენახა და იდგა გახევებული. უსიტყვოდ დავეტაკე მორყეულ აგურს. ერთიანად გათეთრებული გადამეღობა. - არ ნახო, გეხვეწები!
მხარზე ვუბიძგე და ვერცხლის ქაღალდი გადავხსენი. ჩემი ფანქრები დანარჩენ ნივთებს ზემოდან ედო. ვიგრძენი, როგორ მიცემდა გული. თავბრუ დამეხვა. ბიჭმა დაიჩოქა, ყინულივით ცივი ხელები ფეხზე შემომხვია და ქვევიდან ამომხედა. - გთხოვ, არ ამოიღო! - ხომ არ გაგიჟდი ლაწირაკო? ადექი ზეზე! - გემუდარები, დატოვე ფანქრები ადგილზე! შენ არ იცი, ეს ჩემთვის რას ნიშნავს. არ წაიღო! - ვინ ხარ, რას ბოდიალობ? მშობლები არ გყავს, რომ გიმკურნალონ?
ფანქრები ავიღე. ბიჭმა ხელები გამიშვა. მუხლებზე შეტრიალდა. ხოხვით მიიწია კედელთან, საწყლად მოიკუნტა მხრებში და აქვითინდა. უკანასკნელად შევავლე თვალი. თმის გროვიდან მოყვითალო-მოლურჯო ყურის ბიბილო უჩანდა. თავზარი დამეცა. ტალახში ამოსვრილ ბოტებზე დავიხედე. ბიჭს კი, სრულიად ახალ ფეხსაცმელებზე, სუფთა, მშრალი ძირები უპრიალებდა.
გზა ვის ახსოვდა? პირდაპირ გადავჭერი. მთელი სისწრაფით მივქროდი. ყაყაჩოებით გადაბიბინებული მინდორი წითელი ზღვასავით ღელავდა. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი, მაგრამ ბორცვებს ვახტებოდი, ნახნავებში ვბორძიკობდი, შალაფა ბალახის ბასრი წვეროები თითებს მისერავდნენ. ხევის თავზე მარტოხელა აკაკის ხესთან შევჩერდი. მეგონა გული გამისკდებოდა. ყელი გამიშრა, ძლივს ვითქვამდი სულს. ელვამ ზეცა შუაზე გადასერა, დაიქუხა. შევხტი, ფეხი სველ ბალახზე დამისხლტა და ხევში გვერდულად გადავეშვი. მიწაზე არ ვიყავი ჯერ დაცემული და საშინელმა გრგვინვამ ყურები დამიხშო. მეხი ხეს დაეცა და რამდენიმე ნაწილად გადაჩეხა. ცეცხლი წამში მოედო მერქანს. მე უკვე ქვევით მივგორავდი და ყოველ ამოტრიალებაზე ვხედავდი, როგორ ძლიერდებოდა ხანძარი. ხის ფუღუროდან ნაკვერჩხალი და ცხელი ნაცარი ლავასავით იფრქვეოდა და გარშემო ყველაფერს შიშინით და ტკაცანით ანადგურებდა. კვამლი სპირალებად მიიგრაგნებოდა ზევით.
ბალახებში ვიწექი პირაღმა. დასრესილი ყაყაჩოები და ბაიები მეყარა მკერდზე. ვხედავდი, როგორ მიცურავდნენ დაძენძილი ღრუბლები. ერთი მხრიდან ბუჩქთან მოქუჩებული სეტყვა მაწუხებდა, მეორე მხრიდან - ცეცხლის სიმხურვალე. საშინლად მტკიოდა მარცხენა მუხლი. გვერდზე გადმოვტრიალდი. ცალი ბოტი სიახლოვეს ეგდო და ზღარბი ცდილობდა შიგ შეძვრომას. მაჯაზე, განივი ჭრილობიდან სისხლი მოთქრიალებდა. არარეალობის გრძნობა დამეუფლა. თითქოს, ეს მე არ ვიყავი და სხვისი თვალით ვაფიქსირებდი ყველაფერს. კვრინჩხის ტოტს მოვეჭიდე და წამოდგომა ვცადე.
შორიდან ქალების ხმა მომესმა. მეძახდენენ, მეძებდნენ. . . , . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეთ ბიჭს არავინ იცნობდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან მომეწონა...არაგერი ზედმეტი... კარგი პროზაა...5 ძალიან მომეწონა...არაგერი ზედმეტი... კარგი პროზაა...5
20. ჩემი მოკრძალებული აზრით დასაწყისი და ფინალი იმდენად განცხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ორი მოკლე მოთხრობა დაიწერებოდა,
"ვისაუზმე, ქუდი დავიხურე, ბოტები ჩავიცვი სახატავი ალბომი, ფანქრები ავიღე და მინდვრის ბოლოს ძველი საყდრის სანახავად გავეშურე'აი აქედან ბოლომდე ყველაფერი მომეწონა . შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ვრცელიც, წერის ნიჭი გაქვს შენ დაწერე, ვისაც წაკითხვა უნდა არა მგონია მოცულობას უპირარესობას ანიჭებდეს. კეთილი სურვილებით.!
ჩემი მოკრძალებული აზრით დასაწყისი და ფინალი იმდენად განცხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ორი მოკლე მოთხრობა დაიწერებოდა,
"ვისაუზმე, ქუდი დავიხურე, ბოტები ჩავიცვი სახატავი ალბომი, ფანქრები ავიღე და მინდვრის ბოლოს ძველი საყდრის სანახავად გავეშურე`აი აქედან ბოლომდე ყველაფერი მომეწონა . შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ვრცელიც, წერის ნიჭი გაქვს შენ დაწერე, ვისაც წაკითხვა უნდა არა მგონია მოცულობას უპირარესობას ანიჭებდეს. კეთილი სურვილებით.!
18. კარგი თხრობაა, რომ დაგაინტერესებს ისეთი. მისტიკური სიუჟეტიც მომეწონა. კარგი თხრობაა, რომ დაგაინტერესებს ისეთი. მისტიკური სიუჟეტიც მომეწონა.
16. აგლაია, დიდი მადლობა! :) აგლაია, დიდი მადლობა! :)
15. ინტერესით წავიკითხე. მოულოდნელობების ეფექტებით გაჯერებულია, სათავგადასავლო მცირე პროზას ჰგავს. თხრობის მანერა საინტერესოა და ''მაგნიტური"... ყოჩაღ, აირინ! ნიკიც მომწონს შენი "აირინი" :) ინტერესით წავიკითხე. მოულოდნელობების ეფექტებით გაჯერებულია, სათავგადასავლო მცირე პროზას ჰგავს. თხრობის მანერა საინტერესოა და ``მაგნიტური"... ყოჩაღ, აირინ! ნიკიც მომწონს შენი "აირინი" :)
14. საჯერ გაიქცა კომენტარი, დახტის მონიტორზე ეს ვებგვერდი გადაირია საერთოდ.
პაპიდა და ბაბო/ბაბოდა - იციან კახეთში. :) საჯერ გაიქცა კომენტარი, დახტის მონიტორზე ეს ვებგვერდი გადაირია საერთოდ.
პაპიდა და ბაბო/ბაბოდა - იციან კახეთში. :)
13. "მარტოხეო ოლე" - გოგლა ლეონიძე. "აკაკი" - კარგი მცენარეა, ლამაზი და მშვენიერი. :) "მარტოხეო ოლე" - გოგლა ლეონიძე. "აკაკი" - კარგი მცენარეა, ლამაზი და მშვენიერი. :)
12. ბებიდა და ბაბუდა - იმერეთშიც ასე მიმართავენ. იმერეთში გავიზარდე მე და ელენე ბაბუდა მასწავლიდა რუსულს. :) ბებიდა და ბაბუდა - იმერეთშიც ასე მიმართავენ. იმერეთში გავიზარდე მე და ელენე ბაბუდა მასწავლიდა რუსულს. :)
11. მეგობრებო, გამახარა თქვენმა სტუმრობამ ჩემს გვერდზე. :) მადლობა კომენტარებისთვის, მოწონებისთვის, შეფასების და სამართლიანი შენიშვნებისთვის.
ნეფერტარი, როგორი ტევადი და მშვენიერი მოსასმენი არის "ბებიდები" - ბებიის დები. ამ სიტყვას მგონი მგონი კახეთში იყენებენ, შეიძლება ქართლშიც.
მაგდალენა ბეი, შემეძლო ალვის, ტყემლის ან ჭადრის ხე დამეწერა, მაგრამ ამ ხეს სხვა დატვირთვა მივეცი. აკაკი მისტიური ხეა. სასაფლაოების სიახლოვეს იზრდება. ჯგუფურად და კორომებად არა, ერთმანეთისგან მოცილებით - "მარტოხელად". დასავლეთში მინდვრად განცალკევებით მდგომ ხეს მგონი ოლეს უწოდებენ? ისე, სახელის "აკაკის" გამო მართლაც გაურკვევლად იკითხება. მოვუხერხებ რამეს. :)
mrs.smith, ვიღაც მომავლიდან, შეგნებულად დავდე საიტზე შემოკლებული ვარიანტი. ვიცი, ძნელი არის მონიტორზე ვრცელი ნაწერის კითხვა.
მეგობრებო, გამახარა თქვენმა სტუმრობამ ჩემს გვერდზე. :) მადლობა კომენტარებისთვის, მოწონებისთვის, შეფასების და სამართლიანი შენიშვნებისთვის.
ნეფერტარი, როგორი ტევადი და მშვენიერი მოსასმენი არის "ბებიდები" - ბებიის დები. ამ სიტყვას მგონი მგონი კახეთში იყენებენ, შეიძლება ქართლშიც.
მაგდალენა ბეი, შემეძლო ალვის, ტყემლის ან ჭადრის ხე დამეწერა, მაგრამ ამ ხეს სხვა დატვირთვა მივეცი. აკაკი მისტიური ხეა. სასაფლაოების სიახლოვეს იზრდება. ჯგუფურად და კორომებად არა, ერთმანეთისგან მოცილებით - "მარტოხელად". დასავლეთში მინდვრად განცალკევებით მდგომ ხეს მგონი ოლეს უწოდებენ? ისე, სახელის "აკაკის" გამო მართლაც გაურკვევლად იკითხება. მოვუხერხებ რამეს. :)
mrs.smith, ვიღაც მომავლიდან, შეგნებულად დავდე საიტზე შემოკლებული ვარიანტი. ვიცი, ძნელი არის მონიტორზე ვრცელი ნაწერის კითხვა.
10. მე ვიცნობდი მასეთ ბიჭს=))))) რეკლამა არ სჭირდება ისედაც კარგი რამეა...............2 მშვენიერი პროზაა ეს.... მე ვიცნობდი მასეთ ბიჭს=))))) რეკლამა არ სჭირდება ისედაც კარგი რამეა...............2 მშვენიერი პროზაა ეს....
9. აი რას ნიშნავს რეკლამა, თან სმიტის :) შესანიშნავი ნაწერია, შემშურდა კიდეც. ენას და სიტყვებს რომ ბრწყინვალედ ფლობ გასაგებია, თან მისტიკაც ისეთი იყო, უჰ... უბრალოდ, ვფიქრობ იჩქარე დამთავრება, თუმცა ჩემი მაქსიმუმი აქ. აი რას ნიშნავს რეკლამა, თან სმიტის :) შესანიშნავი ნაწერია, შემშურდა კიდეც. ენას და სიტყვებს რომ ბრწყინვალედ ფლობ გასაგებია, თან მისტიკაც ისეთი იყო, უჰ... უბრალოდ, ვფიქრობ იჩქარე დამთავრება, თუმცა ჩემი მაქსიმუმი აქ.
8. კარგი იყო ) კარგი იყო )
6. ძალიან სასიამოვნოდ ჩამეკითხა. დასაწყისი იმდენად მსუბუქი და ლაღი ჰქონდა, ცოტა იუმორისტულ გადახვევას ველოდი. მეორე ნაწილს სულ პატარა რაღაც კი აკლდა (ძალიან უცებ განვითარდა, მითუმეტეს დასაწყისის მოცულობას თუ გავითვალისწინებთ), მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო.
დიახაც =) ძალიან სასიამოვნოდ ჩამეკითხა. დასაწყისი იმდენად მსუბუქი და ლაღი ჰქონდა, ცოტა იუმორისტულ გადახვევას ველოდი. მეორე ნაწილს სულ პატარა რაღაც კი აკლდა (ძალიან უცებ განვითარდა, მითუმეტეს დასაწყისის მოცულობას თუ გავითვალისწინებთ), მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო.
დიახაც =)
5. კი, კარგი თხრობაა. ცოტა მეტ განვითარებას ითხოვს თითქოს მისტიკური მხარე.( ისე, კი შემეშინდა, მგონი და ეს კარგია.) კითხვა გამიჩნდა, ერთი. რომელი აკაკი? წერეთელი თუ მარტოხელა აკაკი? თუ ხე იყო მარტოხელა? წარმატებები... კი, კარგი თხრობაა. ცოტა მეტ განვითარებას ითხოვს თითქოს მისტიკური მხარე.( ისე, კი შემეშინდა, მგონი და ეს კარგია.) კითხვა გამიჩნდა, ერთი. რომელი აკაკი? წერეთელი თუ მარტოხელა აკაკი? თუ ხე იყო მარტოხელა? წარმატებები...
4. "დიდი დეიდების" > "დიდი ბებიდების"; ბებიდა, ბაბუდა, ეს - ნორმალური მიმართვებია.
ძალიან მომეწონა, ძალიან. 5 ქულა. "დიდი დეიდების" > "დიდი ბებიდების"; ბებიდა, ბაბუდა, ეს - ნორმალური მიმართვებია.
ძალიან მომეწონა, ძალიან. 5 ქულა.
3. jonatan livingstoni, კოლანი, მადლობა ყურადღებისთვის!
ამ სათაურით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ცხოვრება და სიცოცხლე ღმერთის დიდი საიდუმლოა.
სათაურის შერჩევა მართლაც რთულია.
აი, რა უპასუხა დიდმა ერნესტ ჰემინგუემიმ ჟურნალ "ინოსტრანნაია ლიტერატურას" ჟურნალისტს კითხვაზე: "- სათაურს როდის შეარჩევთ ხოლმე? წერის დროს? - არა, რომანს ან მოთხრობას რომ მოვრჩები, სავარაუდოდ სათაურების სიას შევადგენ. ზოგჯერ ასამდეც გამომდის. მერე კი თითო-თითოდ ვშლი. ზოგჯერ მთელ სიას წავშლი." :)
jonatan livingstoni, კოლანი, მადლობა ყურადღებისთვის!
ამ სათაურით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ცხოვრება და სიცოცხლე ღმერთის დიდი საიდუმლოა.
სათაურის შერჩევა მართლაც რთულია.
აი, რა უპასუხა დიდმა ერნესტ ჰემინგუემიმ ჟურნალ "ინოსტრანნაია ლიტერატურას" ჟურნალისტს კითხვაზე: "- სათაურს როდის შეარჩევთ ხოლმე? წერის დროს? - არა, რომანს ან მოთხრობას რომ მოვრჩები, სავარაუდოდ სათაურების სიას შევადგენ. ზოგჯერ ასამდეც გამომდის. მერე კი თითო-თითოდ ვშლი. ზოგჯერ მთელ სიას წავშლი." :)
2. ჯონათანს დავეთანხმები,. ძალიან მომეწონა )++ ჯონათანს დავეთანხმები,. ძალიან მომეწონა )++
1. ცოცხალი და დინამიკური თხრობა, მისტიკური სიუჟეტი, მოვლენების სწრაფი და მოულოდნელი განვითარება, ხელშესახებად დახატული საინტერესო და იდუმალი პერსონაჟები- ყველაფერ ამას კარგი მოთხრობა ქვია.
სათაური იყო მარტივი, უკეთესიც შეიძლებოდა.
ნიკი-ჟანრის შესაბამისი :)
ცოცხალი და დინამიკური თხრობა, მისტიკური სიუჟეტი, მოვლენების სწრაფი და მოულოდნელი განვითარება, ხელშესახებად დახატული საინტერესო და იდუმალი პერსონაჟები- ყველაფერ ამას კარგი მოთხრობა ქვია.
სათაური იყო მარტივი, უკეთესიც შეიძლებოდა.
ნიკი-ჟანრის შესაბამისი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|