 | ავტორი: რენუარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 ივნისი, 2014 |
ყველა უდროოდ ჭირისუფალს
ჩვენი პოემა იწყებოდა სინათლიდან, ახლა ყოველდღე უნდა გმარხო, დავისხა თალხი, როგორც ნაყოფი – ღამურები გამხმარ ხე(ლ)ებზე. ახლა ეს ხალხი, ღამის პეპლებივით გარს რომ მეხვევა, იქ მთავრდებიან სადაც იწყება: „ყველაფერი იქნება კარგად“– ყველაფერი იქნება კარგად?! როდესაც გკარგავ! როდესაც სხივის არტერია გადამიხსენი და გადამისხი თაბაშირი – ქვადმქცევი სითხე, და არც რა მკითხე!!! ...და მერე – ჩემი კიდურები ისე დამძიმდა, რომ ჩამეღუნა ხერხემალი – ჩემი მაგიდა, და მკერდი მომჭრა მჟავე რძემ და ისევ მიყვარდი! შენ კი თურმე გამომცადე, (ან გამომცალე) და კანონების კითხვის ფასად, შველას შემპირდი! მე არავისთან გარიგება არ შემიძლია, მით უფრო შენთან - თავმდაბალო, მოწყალე ღმერთო! ჩვენი პოემა იწყებოდა სინათლიდან, და შენ წამართვი!!! და მირჩევნია მზე დაბნელდეს, ჭები ამოშრეს, დედამიწა გადაიხაროს – როცა აღარ ხარ... ჰა, ჩემი სისხლი, ჩემი გესლი, ჯვარი - მწერია! და შენს შემდეგ, ჩემს კი არა, სწორედ ჩემთვის - მოსულა წარღვნა! ....................................... ყველა უდროოდ ჭირისუფალს! სხვა ვერ გაიგებს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გამიკვირდა რომ ჩემი კომენტარი არ დევს აქ. რა თქმა უნდა გავიგე მე - უდროოდ ჭირისუფალმა.
გამიკვირდა რომ ჩემი კომენტარი არ დევს აქ. რა თქმა უნდა გავიგე მე - უდროოდ ჭირისუფალმა.
12. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ლექსია, რაც წამიკითხავს...შესაძლოა-ყველაზე ტრაგიკული!....ყოველგვარი ყალბი პათეტიკის, დრამატული განწყობისთვის "პოეტურ მიგნებათა" ძიების გარეშე! შემაძრწუნებლად მძლავრია!!!! ...слов нет! ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ლექსია, რაც წამიკითხავს...შესაძლოა-ყველაზე ტრაგიკული!....ყოველგვარი ყალბი პათეტიკის, დრამატული განწყობისთვის "პოეტურ მიგნებათა" ძიების გარეშე! შემაძრწუნებლად მძლავრია!!!! ...слов нет!
11. სისხლის გამყინავად მძაფრია.
ღმერთმა ყველას აშოროს! სისხლის გამყინავად მძაფრია.
ღმერთმა ყველას აშოროს!
9. უკომენტაროდ! უკომენტაროდ!
8. "და მკერდი მომჭრა მჟავე რძემ და ისევ მიყვარდი!"__რა ბედნიერებაა პოეზიისთვის, როცა პოეტის ტკივილი და სიყვარული მკერდში ვეღარ ეტევა და ასეთი ფორმით ფურცელზე იღვრება. "და მკერდი მომჭრა მჟავე რძემ და ისევ მიყვარდი!"__რა ბედნიერებაა პოეზიისთვის, როცა პოეტის ტკივილი და სიყვარული მკერდში ვეღარ ეტევა და ასეთი ფორმით ფურცელზე იღვრება.
7. "როდესაც სხივის არტერია გადამიხსენი და გადამისხი თაბაშირი – ქვადმქცევი სითხე, და არც რა მკითხე!!! "
აქ რაღა უნდა ვთქვა...
"როდესაც სხივის არტერია გადამიხსენი და გადამისხი თაბაშირი – ქვადმქცევი სითხე, და არც რა მკითხე!!! "
აქ რაღა უნდა ვთქვა...
6. ჟადენის მეგონა:) ძალიან გულწრფელია.. ჟადენის მეგონა:) ძალიან გულწრფელია..
5. ყველა უდროოდ ჭირისუფალს! სხვა ვერ გაიგებს....
ვერ გაიგებს... შენ კი გაგიგია ნინ...:( ყველა უდროოდ ჭირისუფალს! სხვა ვერ გაიგებს....
ვერ გაიგებს... შენ კი გაგიგია ნინ...:(
4. სიღრმე და ტკივილი, როგორც ყოველთვის. :( სიღრმე და ტკივილი, როგორც ყოველთვის. :(
2. გულწრფელია ტკივილიც და გაგულისებაც...:-*
თანავუგრძნობ მათ...:( გულწრფელია ტკივილიც და გაგულისებაც...:-*
თანავუგრძნობ მათ...:(
1. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, გკითხულობთ სულ... 5 ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, გკითხულობთ სულ... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|