 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 10 ივნისი, 2014 |
(ალბათ დასრულდა გრანადაში დიდი კორიდა. ღამდება, ფიქრიც მოითენთა, ვატყობ, არა და.... ლამპიონებით თავს მახსენებს იმ სიშორიდან, მთების წიაღში შეხიზნული იგუალადა.) სოსო მეშველიანი
ღამემ თვალებში ჩახედა მორევს, მდინარემ ნაპირს გააძრო სიქა, დარდები-როგორც სტუმრები,მოვლენ და მერე აღარ მიდიან დიდხანს...
სიზმრებში გზები სრულდება სადღაც, სრულდება მთებს და ნაპრალებს შორის, შენ მკერდზე დასმულ პოეტის დამღას, მთელი სიცოცხლე ვერ მოიშორებ,
შენ მონატრების პოეტი გქვია, რომელიც მანძილს უთხზავს ბალადებს, და კარგად იცი, ადრე თუ გვიან თეთნულდზე გაცვლი იგუალადას,
სადღაც გიტარა უკრავს ფლამენკოს, პალმების მწკრივი ზღვიკენ დახრილა, ღამეს აისის ფერი დაედო, მთებს შორის შარას მისდევს მარხილი.
იქ სადღაც თეთრი ჯიხვის არვეა, და გორებს საბნად ხურავს ნისლები, ქარიც ნამდვილი მეგობარია, იქ სილამაზით თუ შეიშლები,
შენ თეთრი მთების პოეტი გქვია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ღამემ თვალებში ჩახედა მორევს, მდინარემ ნაპირს გააძრო სიქა, დარდები-როგორც სტუმრები,მოვლენ და მერე აღარ მიდიან დიდხანს...
მომნატრებია აქაურობა!5+++ ღამემ თვალებში ჩახედა მორევს, მდინარემ ნაპირს გააძრო სიქა, დარდები-როგორც სტუმრები,მოვლენ და მერე აღარ მიდიან დიდხანს...
მომნატრებია აქაურობა!5+++
6. ძალიან მომეწონა ! ძალიან მომეწონა !
5. მშვენიერია... კარგ პოეტს კარგი მიძღვნა როგორ უხდება...5 მშვენიერია... კარგ პოეტს კარგი მიძღვნა როგორ უხდება...5
4. მშვენიერი ლექსია ++ მშვენიერი ლექსია ++
3. ნამდვილად კარგია! +5 ნამდვილად კარგია! +5
2. სრულად ვეთანხმები თოლიას
კარგი მიძღვნა კარგ პოეტს სრულად ვეთანხმები თოლიას
კარგი მიძღვნა კარგ პოეტს
1. რა კარგი ლექსი-მიძღვნაა, სვანურ-ესპანური აქცენტებით.
მთების პოეტების საძმო :)
რა კარგი ლექსი-მიძღვნაა, სვანურ-ესპანური აქცენტებით.
მთების პოეტების საძმო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|