 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 7 ივლისი, 2014 |
ფრთები გაშალეს მთის არწივებმა, იწყება ღამე, როგორც ზღაპარი, მიჰრქის ჭალაში ქალისწვივება ულაყი და თავს ქარებს აფარებს,
იწყება ღამე,როგორც ზღაპარი, ციდან ეშვება ლექსების რიდე, დადის ქუჩებში მიუსაფარი პოეტი და სულლს მუზებზე ჰყიდის,
ჰყიდის,ცრემლებით ნაწერ სტრიქონებს, თვალებს აგუებს ღამის თენებას, ძარღვებში ღელვას იწყებს იქორი, და მაჯებიდან მოედინება,
მაგრამ ვაი რომ უნდ გათენდეს, უნდა შეეშვას გული ფორიაქს, ვიღაცა,ლექსებს ფეხქვეშ გათელავს, და მთელ ფარასაც აიყოლიებს,
ქალაქში დადის ღმერთისთვალება, ქალი-პოეტი,ათასი დარდით, არ შეუძლია ტკივილს დანებდეს, არ შეუძლია დაუშვას ფარდა,
დადის ქალაქში, ტკივილით სავსე, ამაყი ქალი, პოეტი-ქალი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია...:-* კარგია...:-*
4. სულლს არა,სულს! სულლს არა,სულს!
3. "ქალაქში დადის ღმერთისთვალება" კარგია ლიპო.
"მუზებზე ჰყიდის"- ს მუზისთვის ხომ არ აჯობებდა უფრო?
აუცილებლად ჩემი შეფასების მაქსიმუმი აქ.
"ქალაქში დადის ღმერთისთვალება" კარგია ლიპო.
"მუზებზე ჰყიდის"- ს მუზისთვის ხომ არ აჯობებდა უფრო?
აუცილებლად ჩემი შეფასების მაქსიმუმი აქ.
1. ძალიან კარგად გამოგდით ეს სვანური მიძღვნები :)
იქორი რა არის?
ძალიან კარგად გამოგდით ეს სვანური მიძღვნები :)
იქორი რა არის?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|