ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ივნისი, 2014


სამი ნოველა ქართულ "სიყვარულზე"

                          დათო და ნათია


                      (  ნოველა პირველი)

ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს.ორივე ერთ  უნივერსიტეტში სწავლობდა.დათო მესამეზე იყო, ნათია კი პირველზე.ერთმანეთს საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე შეხვდნენ და ურთიერთობას აქედან გაგრძელდა.ხვდებოდნენ,წერდნენ ,კაფეში ერთად დადიოდნენ და ერთმანეთი უყვარდათ.
დათოს ოჯახმა პირველად აითვალწუნა..სადედამთილომ შემოუთვალა,დათოსთვის სხვა გოგონა მყავს  არჩეულიო,მაგრამ სიყვარულმა თავისი გაიტანა და ერთად ყოფნა გადაწყვიტეს.დათომ მეგობრის მანქანა ინათხოვრა  და გოგონა დეიდასთან მიიყვანა,თან ახარა,ცოლი შევირთეო.დეიდამ სუფრა გაშალა,როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე.ახალგაზრდები დალოცა და საძინებელი გაუმზადა.ნათიამ და შეზარხოშებულმა  დათომ ის ღამე ერთად გაატარეს,თუმცა დათოს რეაქცია პირველი ღამის შემდეგ არაადეკვატური აღმოჩნდა:
----გოგო,მომავალი ექიმი ვარ და შენ რას მომატყუებო.---გაღიზიანებული ხმით ელაპარაკებოდა  ნათიას.
პირველად გოგონასთვის მისი ნათქვამი გაუგებარი აღმოჩნდა,მაგრამ  როცა დათო მოითხოვდა,ყველაფერი გარკვევით აეხსნა,რატომ არ იყო მისთვის პირველი მამაკაცი,გოგონას ტირილი წასკდა.დათოს არ უნდოდა შეესმინა ნათიას აზრი,მსგავსი რამე შეუძლებელია  და  ამას როგორ მეუბნებიო.
----შენ რას მასწავლი,გოგო,გაკეთებული გინდა რომ შემეტენოო?--ბრაზობდა უსამართლოდ.
ნათიამ ის ღამე გაათენა,დათოს კი გულიანად ეძინა.დილით უთენია დაადგნენ მშობლები დათოს.მანაც იხტიბარი არ გაიტეხა და ნათია სახლში წაიყვანა.
ჯოჯოხეთი ამის შემდეგ დაიწყო.დაღამება შეჯავრდა გოგოს.ყოველღამე ერთი და იგივე მეორდებოდა,ვითომდა „გამოტეხვის“ სცენების შემდეგ დათო "აპატიებდა",შემდეგ მასთან სქესობრივ კონტაქტს დაამყარებდა და დაიძინებდა.კიდევაც ბევრჯერ უსაყვედურია,რა ხარ ასეთი უგრძნობიო .ნათია კი  დილამდე იტირებდა და დილით თვალებდასიებული ჩვეულ ოჯახურ საქმეს გააგრძელებდა.
ნათიას დედამ ,შვილი არავინ დამიჩაგროსო,მზითვი მიუტანა ოჯახში.ამ ამბავმა კიდევ რამდენიმე თვით გადაადებინა ოჯახიდან წამოსვლა.დედისთვისაც კი ერიდებოდა გაემხილა,რა უბედურებაში ცხოვრობდა...თქმაც  კი ეუხერხულებოდა
,რას ედავებოდა ქმარი.
ნათია დაფეხმძიმდა....მაგრამ ამდენმა ნერვულმა სტრესმა თავისი გაიტანა და ბავშვი დაკარგა....უმძიმესი დღეები გადაიტანა.ამას ისიც მოყვა,რომ ვითომდა ოჯახის სასარგებლოდ,დედამთილმა და მამამთილმა გადაწყვიტეს.
დათო მალე დამთავრებს,კაცია და ოჯახი მან უნდა არჩინოს და ამიტომ სჯობს სწავლა მან გააგრძელოს,
ხოლო ნათიამ სწავლა შეწყვიტოსო.
გოგონა მიხვდა რომ მისი ცხოვრებისთვის უნდა მიეხედა,თავის ნივთები ჩაალაგა და დედასთან დაბრუნდა..სახლში დაბრუნება ადვილი რომ არ იქნებოდა,ამიტომაც ითმენდა ერთი წელი,მაგრამ იმაზე  ცუდი აღმოჩნდა და ამას ვერც წარმოიდგენდა.ვერც სწავლის საფასურის გადახდას და ვერც დახმარებას დედას ვერ თხოვდა,ამიტომ გადაწყვიტა,
საზღვარგარეთ წასულიყო...უფრო იმიტომაც, რომ    უბანში მეზობლების დამცინავ მზერას ნაცნობი ბიჭების ამაზრზენი შემოთავაზებები ემატებოდა.
საბუთების შეგროვებდან ექვს თვეში უკვე გერმანიაში აღმოჩნდა.ბავშვების მომვლელად და ენის სასწავლად.
ცხოვრება,რომელიც მხოლოდ ცუდი ეგონა,არც  ისეთი ცუდი გამოდგა მისთვის.ცხოვრების სწავლა თავიდან მოუწია.
ოჯახში,სადაც ნათია მუშაობდა.ხშირად დადიოდა ბავშვების დედის ძმა, ჰანსი.მერე და მერე კი უფრო მოუმატა
სტუმრობას და დაკვირვებას.ერთხელ ყავაზე დაპატიჟა,მერე სასეირნოდ წაიყვანა და ბოლოს ,აგრძნობინა,მომწონხარ
და შენი აზრი მაინტერესებს,ჩემთან გადმოსვლაზე რა აზრის ხარო.ნათიას სექსისადმი სიძულვილმა მაინც თავისი
გაიტანა და ჰანსს ყველაფერი მოუყვა....
გაოცებული დარჩა გერმანელი....
დიდხანს იჯდა და ფიქრობდა,  არსში  ვერგარკვეული...
ბოლოს ნათია დაამშვიდა და პირობა მისცა: ოღონდ ჩემი ცოლი გახდი და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ეგ შენი პათოლოგი ,  ვითომ ქმარი დაგავიწყდესო...
ქორწილამდე ორი თვე ერთად იცხოვრეს ,  ქალს  მანქანა და აგარაკი  აჩუქა და
პირველი ღამე ისეთი დაუვიწყარი მოუწყო,ვერასოდეს რომ ვერ წარმოიდგენდა ქართველი გოგონა.

ახლა  ნათია ულამაზეს გერმანელს შვილს  ზრდის და ბედნიერია.




                                          ნინო და ირაკლი


                                    (ნოველა მეორე)



    ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ.პირველივე კლასიდან სიყვარულს ეფიცებოდნენ და ბავშვურად გეგმავდნენ მომავალს.სიყვარული არ მერე განელებიათ.როცა ირაკლი გაიზარდა და დავაჟკაცდა,ხოლო ნინო აიშხვართა და გალამაზდა.უყვარდათ და ერთმანეთზე ლოცულობდნენ...
თუმცა ოჯახის შექმნა გონებით გადაწყვიტეს და არაგრძნობით და ჯერ სწავლასა და ფეხზე დადგომას დაელოდნენ.ირაკლის პერსპექტივა გამოუჩნდა და საფრანგეთში გააგზავნეს სწავლის დასასრულებლად,ნინო კი საქართველოში დარჩა.პირველად ეკონტაქტებოდნენ  ერთმანეთს ,ენატრებოდათ და იტანჯებოდნენ...მერე ირაკლიმ ფრანგი გოგონა გაიცნო,
უფეისბუქო და „ ნატურალური“ და მასთან ბოიფრენდობას შეეწირა პირველი სიყვარული...ისინი ერთად სწავლობდნენ,ერთმანეთს არაფრით ავალდებულებდნენ ,მაგრამ სიყვარულს და სექსს ხომ არ მოინატრებდნენ
და დროც გადიოდა....
პირველს და ფრანგს ,მეორე გერმანელი მოყვა...ნამდვილი გერმანული თუ ფრანგული სექსითა და მძაფრი ორგაზმით და ნინომ მერაღაცამდენე ადგილზე გადაინაცვლა.
ნინო სილამაზით გამორჩეული  გოგონა იყო.თაყვანისმცემელი ბევრი ყავდა ,თუმცა ირაკლი მისთვის შეუცვლელი იყო...
მოიტაცეს...
წინ ვერ აღუდგა და იმ დრომდე იცხოვრა,რა დრომდეც შეიძლება უცხო კაცთან ცხოვრება...რამდენიმე თვეში ქმარს გამოსცილდა და ოჯაში დაბრუნდა...
--სწავლის დამთავრების  თუ დაფინანსების შეწყვეტის გამო ირაკლი საქართველოში დაბრუნდა.ბიძაშვილებთან შეხვედრას გულწრფელი საუბრებიც მოყვა ...ირაკლი ყვებოდა ფრანგ გოგონებთან ურთიერთობზე და დანანებით ამბობდა:
---იქ ცხოვრებამ ბევრი რამ დამანახა,ბევრს ვფიქრობდი ხოლმე,რა საბრალოები არიან ქართველი ქალები,იძულებული რომ არიან თავშეკავებით იცხოვრონ და თანაც რისთვისო...
მერე ნინოს ამბავიც „შემოეკითხა“
უთხრეს ქმარს გასცილდა.... ამას წინათ შენც გიკითხაო....
----აგულავდა?----ირონია  გამოჩნდა მის ხმაში.
---არა,პატიოსნად ცხოვრობსო....უთხრეს...
ნახვის სურვილიც არ გასჩენია.
რამდენიმე კვირაში,როცა ირაკლიმ კარგი სამსახური იშოვა და საქმეც გამონახა.იგივე ბიძაშვილებთან  და ნაცნობ-მეგობრებთან ასე ამთავრებდა საუბარს:
-----გამაცანით ვინმე წესიერი ქართველი გოგო,დროა ცოლი მოვიყვანოო...

    გააცნეს, გაურიგეს, მოიყვანა  წარმატებული გოგო, ბანკის თანამშრომელი,  წესიერი ,  კაი ოჯახის შვილი, მაგრამ არა  ნინო.





                                    თემური და ნინა


                                    (ნოველა მესამე)


  სიყვარულით  არავინ უყვარდა...მოწონებით კი მოწონდა ერთი გოგო,მაგრამ თქმას ვერ უბედავდა,რა  ვიცი,  რომ არ მოვწონდეო და იყო ასე....18 წლის ჯარში გაიწვიეს....რუსეთში.იქ მოიხადა სავალდებულო სამსახური.მერე ცოტა ხნით  ჩამოვიდა,მიდგა-მოდგა,ვერაფერი საქმე გამოიჩინა და ისევ იმ ქალაქში დაბრუნდა, სადაც მსახურობდა.ფიქრობდა,ცოტა ავეწყობი, ფულს ვიშოვი და მერე დავბრუნდებიო...მშობლები დაჟინებით თხოვდნენ,სულ მთლად არ მიგვატოვო,ჩვენზეც იფიქრე,შვილიშვილები ჩაგვიგორე კალთაშიო...
რუსეთში კარგად აეწყო,ფულიც იშოვა და ქალიც. შვილიანი ნინა...მასაც კი გაუჩინა ერთი ....დედ-მამას ფულს უგზავნიდა და საქართველოში სახლიც აიშენა, დაუსწრებლად.  თითქმის ოცი წელი გავიდა .ამ ხნის განმავლობაში სამჯერ იყო სამშობლოში, მშობლებიც მოინახულა ,  ახლობლებიც.ხელი გაუმართა ზოგიერთს,მაგრამ გული მაინც იქეთ მოიწევდა,ოჯახისკენ...მართალია ნინა მისი კანონიერი ცოლი არ იყო, მაგრამ შვილს უზრდიდა და კარგადაც უზრდიდა.
ორმოცის  წლის კართან მისულს მშობლებმა კატეგორიულად დაუსვეს საკითხი: აქ ჩამოხვალ და ჩვენ მოწონებულ გოგოს ცოლად შეირთავო.
ჩამოვიდა,  ქალი ნახა,ოცდათხუთმეტიოდე წლის „გოგონა“,მოეწონა ,დანიშნა და ერთ თვეში ქორწილიც გადაიხადა.

პატარძალი თურმე ქალიშვილი არ აღმოჩნდა...ანკი ,საკითხავია, რამ ააცუნდრუკა 35 წლის გოგო,  რომ  „პატრონს პატიოსანი არ ჩაბარდა“.
თემურმა არც აცია,არც აცხელა და ეს ამბავი მეორე დღეს მთელ სანათესაოს და სტუმრებს გააგებინა.  ატირდა პატარძალი,ბავშვობაში შეყვარებულმა შემაცდინა და მერე ცოლად არ წამიყვანა..ეს მეტად არ მომხდარაო...
...მთელი ძვირფასეულობა დაუტოვა სიძემ,მაგრამ ცოლად არაქალიშვილი
თუ უნდა მოვიყვანო,ბარემ რუსს მოვიყვანო,დატოვა ბოლო სიტყვა და გადაიკარგა.მშობლებიც მიატოვა და ოჯახიც....


ცხოვრობს ახლა თავის ნინასთან ბედნიერად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები