ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ივნისი, 2014


ჩანაწერი შვილმკვდარი სახლიდან

ამ სახლში არ იხსნება დარაბები
ალბათ წლებია ან საუკუნე,
ეზო შვილმკვდარი მშობელია.

უკვე ვერაფერი დალაგდება,
როცა სახლის კარზე აკაკუნებ
და იქ არასოდეს მოგელიან.

მახსოვს, საქანელა მუხის ძირას
ჭერზე დაკიდული ნათურები,
მერე გადამწვარი ოთახები.

ზოგჯერ მეჩვენება ისევ მძინავს
და ეს სიზმარი რომ დასრულდება
ისევ იმ სახლის კარს მივადგები.

ვზივარ ფანჯარასთან სავარძელში
ჭერზე ქანაობენ ნათურები,
სახლიც მშობელია შვილმკვდარი.

უკვე ვერაფერი დალაგდება
წლები დაწყობილი სართულებად,
მხრებით სადღაც სხვაგან მიგყავართ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები