ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


თ ა ი გ უ ლ ი

           
შორიდან სოფელი მომენატრა, 
შარაზე - შარიანი მეზობლები, 
მახსოვს გარანდული ფიცრის სუნი,
სიცხეში გარინდულა ნასახლარი. 

დაჩიავებული მოხუცები
ღობის ძირს იებივით ამოსულან,
ჩაექსოვებიან ბავშვის წინდებს
ჩირივით გემრიელი ბებიები. 

მგონი შაკიკი აქვს, - სოფელს თავზე
სიჩუმის ხილაბანდი შემოუკრავს,
თითქოს გამოლოცვა მოუნდაო, 
ბეკეკა საცოდავად აკიკინდა.

წლებისწინა კადრი მახსენდება:
მწუხარე სახეებით მაცილებენ,
გზა-გზა მოკრეფილმა თაიგულმა
ჩემს საწერ მაგიდაზე დაივანა.

თითქოს ამიღეს და ვაი-ვიშით
სხვის უცხო სხეულში შემიყვანეს,
ქალაქში წამოვედი, დავიკარგე
მთელი სოფლისერთა შვილიშვილი.

13:54 / 18.06.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს