 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ივნისი, 2014 |
დავიბადე__ შევერიე წუთისოფლის ნათელ ღამეს, ბანალურად, ისე, როგორც იბადება სხვა ცოცხალი, გავიზარდე__ ფეხი შევდგი მზის გზასავით უსასრულო სიყვარულში. "მოვკვდი", ისევ ბანალურად, მოვკვდი რადგან დავიბადე, გავიზარდე, გამაცილეს მცირე ცრემლით, მიმაბარეს მიწის უბეს... არადა რა იქნებოდა, სათქმელი რომ მქონებოდა სულ პირიქით: დავბერდი და მხოლოდ მერე "გავიზარდე", ჯერ მოვკვდი და სწორედ მაშინ "დავიბადე", მგონია, რომ ასეც არის, მაგრამ ახლა გეტყვი, რადგან მერე ვეღარ გაგაგონებ, ჯერ ხომ მხოლოდ დავიბადე, გავიზარდე და სიკვდილსღა "ველოდები"__ბანალურად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა, რომ მესტუმრეთ. :) მადლობა, რომ მესტუმრეთ. :)
9. დავბერდი და მხოლოდ მერე გავიზარდე დავბერდი და მხოლოდ მერე გავიზარდე
8. კარგია ძალიან <3 კარგია ძალიან <3
7. ვააა როგორ მომეწონა...
რა ცარიელი, რის ცარიელი, სიბრძნით დატვირთული ადამიანი ხარ აშკარად. ვააა როგორ მომეწონა...
რა ცარიელი, რის ცარიელი, სიბრძნით დატვირთული ადამიანი ხარ აშკარად.
5. ყველაზე კარგი ვერსია ამ "ბანალური" სიცოცხლისა ძალიან მაგარი...... ყველაზე კარგი ვერსია ამ "ბანალური" სიცოცხლისა ძალიან მაგარი......
4. ძალიან მომეწონა, ძალიან დიდი სიმართლეა და იმიტომ. ჰოდა რაკი მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს, ამ დიდ სიმართლეს პირველი კომენტარის ავტორი ადასტურებს.
ძალიან მომეწონა, ძალიან დიდი სიმართლეა და იმიტომ. ჰოდა რაკი მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს, ამ დიდ სიმართლეს პირველი კომენტარის ავტორი ადასტურებს.
3. სხვა სამყაროვ, იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. :) სხვა სამყაროვ, იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. :)
2. ჯერ ხომ მხოლოდ დავიბადე, გავიზარდე, ახლა სიკვდილს "ველოდები"__ბანალურად. ჯერ ხომ მხოლოდ დავიბადე, გავიზარდე, ახლა სიკვდილს "ველოდები"__ბანალურად.
1. ძალიან არ მომეწონა, იმედია უკეთესებს დადებთ. წარმატებები ძალიან არ მომეწონა, იმედია უკეთესებს დადებთ. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|