მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ბაჩო_777
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2014
Your browser does not support the audio element.
სალამი გოგონია
ნუთუ გოგონია ვერ მიცანი,
ღამის მთვარე ვიყავ მოელვარე,
ცის აივნიდან რომ გიმზერდი,
სწორედ მაშინ თავი შემაყვარე!
ვარდის ფურცლებისგან ნაქსოვ პიჟამოზე,
მახსოვს, ღილებად ვარსკვლავები დავსვი.
ასე გრძნობებით შემოსილი მყავდი,
შენ კი ვერ იგრძენი, ამ გრძნობების ფასი...
მერე, გამიფრინდი სადღაც ფრთოსანივით,
ღრუბლები ამაფარე და შენც გამეპარე.
შენს ძებნაში წლები გავლიე და
ყველა არსებული პლანეტა მოვიარე.
მე ის ბიჭი ვარ გოგონია,
გულიდან ცამდე რომ შეგიყვარე!
რამეს გაყვედრიდე ნუ გგონია,
უბრალოდ მახსოვს რომ არ შემიფარე.
სალამი ისევ და ისევ გოგონია,
ნიანგის ცრემლები ფოთლებში შეახვიე.
შენი საშველი ტირილი ნუ გგონია,
რაც შეიძლება ჩქარა დაახვიე.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
სუსტია, თუმცა მგონი ამორიგი მცდელობა უფრო წარმატებული იქნება.
სუსტია, თუმცა მგონი ამორიგი მცდელობა უფრო წარმატებული იქნება.
ანანე კიკნაძე.
2014-07-05 23:52:32
1.
მახსოვს, ვარსკვლავები ღილებად დაგისვი–მომეწონა
მახსოვს, ვარსკვლავები ღილებად დაგისვი–მომეწონა
ელადა.
2014-07-05 10:41:46
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
01.05.2026 10:38:52