 | ავტორი: აირინი ჟანრი: პროზა 3 ივლისი, 2014 |
- როდის გამოგწერენ? - მალე. - როდის მალე? - მალე. - თმა რატომ შეიჭერი? - მომბეზრდა. - შეიძლება, მხარზე თავი დაგადო? - შეიძლება. - ტირიხარ? - რას ამბობ?! თვალში რაღაც ჩამივარდა. - ჩაგეხუტები რა? - ფრთხილად, არ გადამაგდო!
- აუ, იცი რა გამახსენდა ახლა? სხვათა შორის, ხშირად მახსენდება და მიხარია, რომ მყავხარ. დედაჩემი მივლინებაში იყო და მშობელთა კრებაზე შენ გადაწყვიტე მოსვლა. დაგვიანებით მოხვედი. ბოდიში მოიხადე, გაწითლდი. გაშლილ თმას ატარებდი მაშინ, ოქროსფრად გიბრწყინავდა. ძალიან ლამაზი იყავი. მზესავით შემოანათე ჩვენს უბადრუკ, გასარემონტებელ საკლასო ოთახში. რიგებს შორის ამაყად ჩაიარე და ჩემი საყვარელი სუნამოს სურნელი დატოვე. საოცარი სიჩუმე იდგა. ყველა შენ გიყურებდა. ბოლოში დაჯექი. ბავშვები ერთ მხარეს ვიყავით მიყუჟულები. მესმოდა, როგორ ჩურჩულებდნენ - მარის მამიდა, მარის მამიდა. . . თვალებით მომძებნე და გამიღიმე. ძალიან სხვანაირი იყავი, ყველასგან განსხვავებული. ჩანთა მუხლებზე კი არ დაიდე, იატაკზე დააგდე, სკამთან ახლოს, დიპლომატი ქალივით..
- რატომ არ მახსოვს ეგ წვრილმანები? - გიორგის მამა ხო გახსოვს? ერთადერთი მამაკაცი კრებაზე. დამრიგებლის შემდეგ სიტყვა რომ ითხოვა და მიკროფონი ვერ წავგლიჯეთ ხელიდან. რაღაც უაზრობებს ლაპარაკობდა. აი, მაშინ მოიწყინე, ფეხი ფეხზე გადაიდე და შემეშინდა, სიგარეტი არ გაგებოლებინა. - რა მიკროფონი? - ო, ისე, პირობითად ვიძახი. ბევრი ილაპარაკა, თვალს არ გაცილებდა და კრების დასრულებამდე მთავარ ორატორობას ინარჩუნებდა. - მერე? - დერეფანში შემხვდა. მოგიკითხა. მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარო. ესაო, ისაო. აქ რა გინდაო. მოვატყუე, ბებიაჩემი წევს მეთქი მეორე სართულზე. - როცა, ასეთ უწყინარ ტყუილებს იძახი, ჩემი შვილი მგონიხარ. - მართლა მალე გამოგწერენ? - მართლა. - რაზე გეღიმება? მითხარი, რა, მითხარი! - შენი დაბადება გამახსენდა. - ვაიმე! მიდი აბა, მიდი!
- შენ რომ დაიბადე, იმ დღესაც ასეთი საშინელი სიცხე იყო. რაღაც ვირუსი დადიოდა და სამშობიაროში არავის უშვებდნენ. შენს უნახავად როგორ წავიდოდი სახლში? შენობის ნაწილს უცხოელი მფლობელი არემონტებდა. ეზო სავსე იყო სამშენებლო მასალებით. როცა საჭიროა, მაშინ საოცრად გაბედული ვარ. პირამიდასავით დაწყობილ ბლოკებზე ავედი. მოვძებნე ჩვილების ოთახი. მერე ჩამოვხოხდი. ვიღაც მუშა საღებავებს აზავებდა. კიბე ვეთხოვე. უარს როგორ მეტყოდა. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებაო, გადამეკიდა. დავაი მეთქი! რა გაოცებული მიყურებ გოგო? ეს ჩემთვის ვთქვი. ჰო, და, მივადგი ფანჯარას კიბე და პალატაში გადმოვიპარე. ბავშვების სუნი იდგა ისეთი. . . - როგორი? - თბილი, სუფთა, ტკბილი. თხუთმეტი ბავშვიდან მაშინვე გამოგარჩიე. კოპლებიან, ვარდისფერ ნაჭერში დაუდევრად იყავი გამოხვეული. ეტყობა მომვლელი ახალი იყო. მხარი გიჩანდა და ფეხი გარეთ გქონდა გამოყოფილი. მძივივით მრგვალ თითებს ოდნავ ამოძრავებდი. იმ ბავშვებიდან მარტო შენ გქონდა გრძელი, ოქროსფერი თმა. პატარა მზესავით იწექი. ტუჩებს აცმაცუნებდი. სიცხისგან ყელი წითლად გქონდა დახორკლილი. დროდადრო სლუკუნებდი. ისეთი უმწეო იყავი, ისეთი სათუთი და საყვარელი, სუნთქვა შემეკრა. შეიძლება არ დაიჯერო და მუხლები მომიდუნდა. იმ წუთიდან სიგიჟემდე შემიყვარდი. კოცნა ვერ გავბედე. ბალიშივით გამობურცულ ფეხისგულზე ხელი გადაგისვი და დავიფიცე, რომ შენი გულისთვის უამრავ სიგიჟეს ჩავიდენდი ცხოვრებაში. . .
- იცი, რა მაგრად მიყვარხარ? - ვიცი. - თვალში კიდევ ჩაგივარდა რაღაც? - ჰო. - როცა, ასეთ უწყინარ ტყუილს იძახი, დედაჩემი მგონიხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ჩემმა ერთმა მამიდამ მეორეს უთხრა ძმის შვილები უფრო მიყვარს ვიდრე შენიო :)))))) მამიდები <3 ამ ნაწერით კი დაუბრუნებდი სითბოს ჩემმა ერთმა მამიდამ მეორეს უთხრა ძმის შვილები უფრო მიყვარს ვიდრე შენიო :)))))) მამიდები <3 ამ ნაწერით კი დაუბრუნებდი სითბოს
17. გაიხარე, კარგიაააა!!!! +5. გაიხარე, კარგიაააა!!!! +5.
16. ისეთი უმწეო იყავი, ისეთი სათუთი და საყვარელი, სუნთქვა შემეკრა. შეიძლება არ დაიჯერო და მუხლები მომიდუნდა. ვინც ამ სიტყვებს გეტყვის ის მთელი ცხოვრება გეყვარება! -მომეწონა- ისეთი უმწეო იყავი, ისეთი სათუთი და საყვარელი, სუნთქვა შემეკრა. შეიძლება არ დაიჯერო და მუხლები მომიდუნდა. ვინც ამ სიტყვებს გეტყვის ის მთელი ცხოვრება გეყვარება! -მომეწონა-
15. ,,7. ჩემი გულის სითბო და სიყვარული ყველას, ვინც ამ გვერდზე შემოიხედა. :) :-* "
ვიცით, დაგვხვდა... :) ,,7. ჩემი გულის სითბო და სიყვარული ყველას, ვინც ამ გვერდზე შემოიხედა. :) :-* "
ვიცით, დაგვხვდა... :)
13. მეც მომეწონა)5 მეც მომეწონა)5
12. :)
არაჩვეულებრივია :)
არაჩვეულებრივია
11. გესიამოვნება ასე თბილ მოგონებას, ასე ლამაზად, ნხატვრულად, მგრძნობიერად დაწერილს რომ წაიკითხავ მოწონება და შემდგომი წარმატება. კარგი იქნებოდა ეს მთავარ გვერდზე! გესიამოვნება ასე თბილ მოგონებას, ასე ლამაზად, ნხატვრულად, მგრძნობიერად დაწერილს რომ წაიკითხავ მოწონება და შემდგომი წარმატება. კარგი იქნებოდა ეს მთავარ გვერდზე!
10. კარგია, კი
შეკრული კარგია, კი
შეკრული
9. თბილია.
"დერეფანში შემხვდა. მოგიკითხა. მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარო." - ალბათ აჯობებდა მკითხველისთვისაც გაგემხილათ რა ნიჭზეა ლაპარაკი. თბილია.
"დერეფანში შემხვდა. მოგიკითხა. მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარო." - ალბათ აჯობებდა მკითხველისთვისაც გაგემხილათ რა ნიჭზეა ლაპარაკი.
8. ავტორი: აირინი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
3 ივლისი, 2014 ავტორი: აირინი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
3 ივლისი, 2014
7. ჩემი გულის სითბო და სიყვარული ყველას, ვინც ამ გვერდზე შემოიხედა. :) :-* ჩემი გულის სითბო და სიყვარული ყველას, ვინც ამ გვერდზე შემოიხედა. :) :-*
6. ჩემს გულში სითბოდ ჩაღვრილი გულწრფელობა :)) ჩემს გულში სითბოდ ჩაღვრილი გულწრფელობა :))
5. რა თბილი ნაწერია...5 კარგად წერ აირინ...:-* რა თბილი ნაწერია...5 კარგად წერ აირინ...:-*
3. მამიდა...
ვერასდროს წავიკითხავ მამიდაზე დაწერილს გულგრილად, მეც მზე-მამიდა მყავდა.
უბრალოდ და გულშიჩამწვდომად დაგიწერიათ.
მამიდა...
ვერასდროს წავიკითხავ მამიდაზე დაწერილს გულგრილად, მეც მზე-მამიდა მყავდა.
უბრალოდ და გულშიჩამწვდომად დაგიწერიათ.
1. ძალიან თბილია, მომეწონა + + ძალიან თბილია, მომეწონა + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|