ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
11 მარტი, 2016


დოლი ზოპარკში

              როგორც იქნა, დღეს ვირმა
              გააჩინა ჩოჩორი.
                დღე–ნაკლული ყოფილა,
              ატყდა ერთი ჩოჩქოლი;

              დათვმაც მოილოგინა,
              გააჩინა ბელია,
              ისე მაგრად ღმუოდა
              აეტირა მელიას.

            საკეისრო კვეთით,
            ვეფხვს ეყოლა ბოკვერი,
            მუცელი ატკივნია,
            იშმუშნება ბოცვერი.

            ლომმა დაიღრიალა,
            ცას ახადა ჭერია,
            უფლისწული გაჩნდაო,
            დავლლურს უვლის მგელია.
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები