ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ივლისი, 2014


უაზრობა

გუშინ აივანზე გამეღვიძა,
მოაჯირზე გადაწოლილს და ვიგრძენი,
ვიგრძენი, რომ ხერხემალი ჯერ ისევ მთელი იყო.

გუშინ ასჯერ მაინც გადავიჭერი ვენები
ასჯერ გამეღვიძა შეშინებულს, არსად იყო წითელი.

ჩემს სამსახურში ერთადერთი რაც მომწონს
მოპირდაპირე შუშაა, რომელშიც სამყარო ეტევა.

არაფერი მახსოვს ბავშვობიდან
და ყოველ ღამე ცდილობენ გამახსენონ.
მე კი ვიღვიძებ და ჩურჩულს ვიწყებ:

"მამაო ჩვენო, ჩვენო არა, მამავ ჩემო,
დღეს ისევ მტკივა უიაროდ, უსისხლოდ, ისევ
მამავ, მა, ღმერთო, მომეცი ხელი.
ირწევიან სახლები, რომ როგორმე დაგვაძინონ
რომ ყველაფერი გაგვახსენონ.
მამა.. მა, ჩემო, მე წარმოვიდგინე ადამიანთა ცხოვრება,
მაგრამ ვერ გნახე მოხუცი."

ისინი ყოველ ღამე მოდიან
მე დღეს მოაჯირზე დავიძინებ
და ყველაფერი იქნება წითელი,
დამადე ზურგზე ხელი.
შენ იცი, მიღალატა მამამ..
შენ მაინც..

ერთხელ გთხოვე, რომ მოგეტანა ჭიქა წყალი
მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო ამეღო თავად,
მაგრამ ვიცოდი რომ სხვა დროს აღარასდროს გთხოვდი..

ასჯერ მაინც გადავიჭერი ვენები გუშინ
დღეს ერთხელ მოვასწრებ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები